planetanews Posted June 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 28, 2010 http://www.bbc.co.uk/blogs/philmcnulty/gerrardlampard.jpg ინგლისის ნაკრებმა ვერც ეგრეთ წოდებული “ოქროს თაობის” დახმარებით შეძლო წარმატების მიღწევა. ნისლიან ალბიონზე დიდი ეპოქა დასრულდა… სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამარდი, ჯონ ტერი, ჰესკი და რიო ფერდინანდი, რომლებსაც ოქროს თაობად მოიხსენიებდნენ ინგლისში უკვე 30 წელს გადაცილებულნი არიან და მომავალ მუნდიალზე მათი თამაშის შანსები საკმაოდ მცირეა. დღეს დღეობით როგორც აღმოჩნდა ერთადერთ ნორმალური მეკარე, დევიდ ჯეიმსი კი აგვისტოში 40 წლის ხდება… ინგლისელთა კაპიტანმა გერმანიასთან დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა: “თითოეული ფეხბურთელი და მთელი საწმვრთნელო შტაბი ძალიან განიცდის ამ საშინელ დამარცხებას. მთელი ზაფხულის განმავლობაში სწორედ ამ თამაშში დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, როგორც გუნდმა, ისე ცალ-ცალკე თითოეულმა ჩვენგანმა…” – განაცხადა სტივმა – “ახლა მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ძალიან გამოცდილი შემადგენლობა გვყავს და ახალგაზრდა თაობაც საკმაოდ ძლიერი ეზრდება ინგლისის ნაკრებს…” http://www.whoateallthepies.tv/Gerrard_Lampard_L.jpg გუნდის კაპიტანმა ისაუბრა ფაბიო კაპელოზე და გამოთქვა იმედი, რომ იტალიელი მენეჯერი დარჩებოდა ინგლისში. სტივმა განაცხადა რომ კაპელო ძლიერი მწვრთნელია და მას შეუძლია ნაკრების შეცდომებზე მუშაობა. რაც შეეხება ლამპარდის გატანილ, მაგრამ არ ჩათვლილ გოლს, სტივმა ამ ფაქტზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “როცა ანგარიში 2-1 იყო, მაშინ რომ ლამპარდის გოლი ჩათვლილიყო ეს სრულიად შეცვლიდა თამაშის მიმდინარეობას, მაგრამ ამით თავის მართლების უფლება არ გვაქვს. იყო მომენტები როცა კარგად ვთამაშობდით, ვუტევდით და ვაკონტროლებდით ბურთს, მაგრამ მთლიანად თამაშს თუ განვიხილავთ, ჩვენ ნამდვილად უფრო ძლიერმა გუნდმა დაგვამარცხა და ამაზე ანგარიშიც მეტყველებს. მათ 6-ჯერ ჰქონდათ საგოლე მომენტი და ოთხი გაიტანეს, ჩვენ კი მხოლოდ 1. ჩვენ საკმაოდ ბევრი შეცდომები დავუშვით, გერმანია კი ძალიან ორგანიზებულად თამაშობდა და მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს.” “ჯერ კიდეც 2-0ზე და 2-1ზე მე მჯეროდა რომ შევძლებდით გამარჯვებას, მაგრამ მესამე გოლმა უკვე ყველაფერი გადაწყვიტა ჩვენთვის მუნდიალის ბოლო მატჩში. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts