Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- გერმანიამ ინგლისელები გაანადგურა


Recommended Posts

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს სრული კრახი აგემა ინგლისელებს. შეხვედრაში გერმანელებმა დამაჯერებლად 4:1 გაიმარჯვეს. მას შემდეგ, რაც პირველი ტაიმი ინგლისელებმა დათმეს, შეხვედრის მეორე ნახევარში წელში ვეღარ გაიმართნენ. მატჩის საწყის წუთებში ინგლისელები მეკარე ნოიერის კართან აქტიურობდნენ და შეტევებსაც ახორციელებდნენ, თუმცა ამაოდ. რის შემდეგაც საკუთარ კარში გოლიც მიიღეს. მატჩის მე–20 წუთზე მიროსლავ კლოზემ ისარგებლა რა ინგლისელი მცველების შეცდომით, მეკარე ჯეიმსთან პირისპირ დარჩენილს აღარ გასჭირვებია გოლის გატანა - 1:0. გერმანელთა გოლის შემდეგ ინგლისელები თითქოსდა გააქტიურდნენ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. კიდევ ერთი შეცდომა ინგლისელთა მცველებისა და ლუკას პოდოლსკიმ მოახერხა გოლის გატანა - 2:0. სულ მალე კი აპსონმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა - 1:2. რამდენიმე წუთში კი ურუგვაელი მსაჯის ხორხე ლარიონდას მიერ არ ჩათვლილი 100 პროცენტიანი გოლი ვიხილეთ. ბურთმა კარის ხაზი შესამჩნევად გადაკვეთა, თუმცა მსაჯმა ამაზე რეაგირება არ მოახდინა. საბოლოდ პირველი ტაიმი გერმანელებმა 2:1 მოიგეს. მეორე ტაიმში გერმანული მანქანა აშკარად სხვანაირად ამოძრავდა და დამატებით ორი გოლის გატანაც მოახერხა. 67-ე და 70–ე წუთებზე მიულერმა დუბლის შესრულება მოახერხა და საბოლოდ 4:1 გაიმარჯვეს გერმანელებმა. გერმანიის ეროვნული ნაკრები 1/4-ფინალში არგენტინისა და მექსიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...