planetanews Posted June 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ლუკ ჰარდინგი საქართველოს პრო–დასავლურმა მთავრობამ გორში ტირანის ქანდაკება მოხსნა და მის ადგილას რუსეთთან ომში დაღუპული ადამიანების მონუმენტის აღმართვას გეგმავს. გორში, ქართულ ქალაქში, სადაც საბჭოთა კავშირის ყველაზე ავადსახსენებელი ტირანი დაიბადა, მისი აკრძალული ქანდაკება ნახევარი საუკუნის განმავლობაში იდგა. მეზობლად მოკრძალებული ერთსართულიანი ქოხია, სადაც ახალგაზრდა სტალინი იზრდებოდა. იქვეა მუზუმიც, სადაც სტალინის პერსონალური ვაგონი, მისი პორტრეტები და წერილები ინახება. მაგრამ პარასკევს გამთენიისას, საიდუმლო ოპერაციის დროს, საქართველოს პრო–დასავლურმა მთავრობამ მონუმენტი მოხსნა. სტალინის კიტელში გამოწყობილ, ექვსი მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკებას, მუზეუმის ეზოში გადაიტანენ. მის ადგილზე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი მონუმენტის აღმართვას გეგმავს, რომელიც 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნება. ოპერაცია, როგორც ჩანს ბევრი ქართველისთვის, განსაკუთრებით კი მოხუცებისთვის, შეურაცხმყოფელია, რადგან სტალინი მათთვის გულაგების, რეპრესიებისა და სხვა დანაშაულებების მიუხედავად, სიამაყის ობიექტია. საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა 1953 წელს სტალინის გარდაცვალების საბჭოთა კავშირი მისი ათასობით ქანდაკებსისგანს გაწმინდა და მხოლოდ ერთი დატოვა, გორში, პატარა ქალაქში, რომელიც თბილისიდან 50 მილში მდებარეობს. გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა მოულოდნელად მუნიციპალიტეტის თანამშრომლების და პოლიციის გაგზავნა ძეგლის მოსახსნელად. „ვფიქრობ, ეს საქართველოს დასავლური ორიენტაციის და კომუნისტურ წარსულთან გამიჯვნის ნიშანი იყო“, – ამბობს ქართული გაზეთის Messenger–ს მთავარი რედაქტორი ზაზა გაჩეჩილაძე. მან დასძინა: „მაგრამ იმავდროულად ეს სადაო ნაბიჯი იყო. სტალინთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული სენტიმენტები ჯერ კიდევ არსებობს“. მას აღიქვამენ, როგორც ადგილობრივ ბიჭუნას, რომელმაც უზარმაზარ სიმაღლეებს მიაღწია და 30 წლის განმავლობაში ჰიტლერის გვერდით მსოფლიოში ნომერ პირველ ფიგურად რჩებოდა. „ეს ერთგვარი ადგილობრივი პატრიოტიზმია. ის ბევრი, განსაკუთრებით კი იმ ასაკოვანი ადამიანის პერსონალური შეურაცხყოფა იქნება, რომლებსაც ის დღემდე უყვართ და ადიდებენ“. ჩინოვნიკები ამ ქმედებას იცავდნენ და უარყოფდნენ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ პოლიცია ჟურნალისტებს ძეგლის მოხსნის გადაღებას უშლიდა და რომ ცალკეულ შემთხვევებში ცემის ფაქტებიც იყო. “ამ ადგილას ახალი მონუმენტი აშენდება და ის რუსეთის აგრესიისგან დაღუპულებს მიეძღნებათ“, განაცხადა ქალაქის მუნიციპალიტეტის ლიდერმა ზვიად ხმალაძემ, იუწყება Reuters. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა გორის მთავარი მოედანი 2008 წლის ომის დროს დაბომბეს და ჰოლანდიელი ჟურნალისტი მოკლეს, რომელიც იქვე მუშაობდა. თვითმფრინავებმა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიც დააზიანეს. რუსულმა არმიამ და ტანკებმა კონფლიქტის დროს რამდენიმე კვირის განმავლობაში გორიც დაიკავეს, საბოლოოდ კი რამდენიმე მილით სამხრეთ ოსეთის კუსტარული საზღვრისკენ დაიხიეს. ქანდაკება 1952 წელს გაიხსნა. ხრუშჩოვის მიერ სტალინის (მაგრამ არა ლენინის) კულტის მხილების შემდეგ საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა მოედნიდან და ქუჩიდან ბელადის ფიგურა გაქრა. თუმცა, ბოლო წლებში ვლადიმერ პუტინის რეჟიმი დიქტატორის რეაბილიტაციას ცდილობდა და მას ეროვნულ ლიდერად წარმოაჩენდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია მოახდინა და ნაცისტები დაამარცხა. 2008 წლის ომის შემდეგ, ზოგიერთი ჩინოვნიკი და ცნობილი ქართველი ქანდაკების მოხსნის მოწოდებით გამოვიდა და ამტკიცებდა, რომ დაბომბვებისა და რუსული ოკუპაციის შემდეგ მისი არსებობა შეურაცხმყოფელი იყო. ახლა, საქართველოს მთავრობა ომში დაღუპულთა მონუმენტის დიზაინზე კონკურსს გამოაცხადებს, განაცხადა კულტურის მინისტრის პრესსპიკერმა სალომე მაჭარაშვილმა. გორში სტალინის კიდევ რამდენიმე უფრო მცირე ზომის ქანდაკება და ბიუსტია. ის აქ 1879 წლის 21 დეკემბერს იოსებ ჯუღაშვილის სახელით დაიბადა. სტალინი არ გახლდათ ერთადერთი ამბიციური ქართველი რევოლუციონერი. მეორე ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის ისტორიაში ცენტრალურ როლს თამაშობდა ლავრენტი ბერიაა, სტალინთან დაახლოებული პირი და მისი საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელი. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts