Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ზოგი ჭირი მარგებელიაო…


Recommended Posts

http://www.footie.co.za/blog/wp-content/uploads/2010/01/rafa-and-daglish.jpg

 

ჩემდა სამწუხაროდ ინგლისისთვის მუნდიალი დამთავრდა. იმედი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გვესახება ინგლისის ფანებს კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდა. არც ისე სასიამოვნოა ამ თემაზე წერა ჩემთვის, მაგრამ ალბათ თქვენც გაგიგიათ – “ზოგი ჭირი მარგებელიაო”, ხოდა წინა სტატიის სათაურს, “გვეშველება რამე?”-ს თუ ვუპასუხებ, გამოვა რომ გერმანიამ გვიშველა უკვე… როგორ? ეს ცოტა რთული ასახსნელი იქნება…

 

 

როგორც იცით ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ თავისუფალია. სავარაუდოდ მალე ინგლისის ნაკრების მენეჯერის პოსტიც დაცარიელდება, რადგან მსგავსი იმედგაცრუების შემდეგ კაპელოს ალბათ მალე დაუქნევენ ხელს ნისლიანი ალბიონიდან. (რა ზრდილობიანად დავწერე, არადა…) ინგლისის ნაკრების ახალი მწვრნთელის უპირველესი კანდიდატი კი როი ჰოჯსონია, რომელიც ჯერ კიდეც ჯგუფური ეტაპის შემდეგ უნდა დანიშნულიყო წითელი ლომების ბოსად, მაგრამ ინგლისი გავიდა მერვედფინალში და კაპელოს გათავისუფლება გადაიდო. ახლა კი სავარაუდოდ სწორედ ჰოჯსონი დაიკავებს მის ადგილს…

 

 

მეორე დღეა რაც უცხოური პრესის აბსოლიტურად ყველა სერიოზული წარმომადგენელი იტყობინება, რომ ლივერპულმა შემოთავაზებით მიმართა მარსელის მენეჯერ – დიდიე დეშამს. შეიძლება გაგიკვირდეთ და დეშამმა სასტიკი უარით გამოისტუმრა მერსესაიდელები და განაცხადა რომ მარსელიდან არსად წასვლას არ აპირებს და ლივერპულში მისი გადასვლის შანსები უბრალოდ არ არსებობს. ასევე სასტიკი უარი განაცხადა ლივერპულის ჩაბარებაზე ჰარი რედკნაპმა, რომელმაც ტოტენჰემი ლიგაზე გაიყვანა. პელეგრინის და რაიკაარდის დაკავშირება ლივერპულთან კი მე პირადად პრესის “მოთრეული წორები” უფრო მგონია, ვიდრე სერიოზული ინფო, რომელსაც შეიძლება ყურადღება მივაქციოთ. ასე რომ სიტუცია ისე აეწყო, რომ ლივერპულის ბოსის ადგილზე ერთადერთი სავარაუდო კანდიდატიღა რჩება და ეს ადამიანი ლივერპულის უდიდესი ლეგენდა, ენფილდის მეფე – კენი დალგლიშია… ჩემი სუბიექტური აზრით, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლივერპულის კრიზისიდან გამოყვანა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლივერს პრემიერლიგის თასი მოაგებინოს და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ ფეხბურთელები, სამწვრნთელო შტაბი, კლუბის ბოსები და რაც ყველაზე მთავარია – გულშემატკივრები…

 

http://www.leaguemanagers.com/media/dalglish_kenny_r.jpg

 

 

ძალიან ხშირად წამიკითხავს ჩვენს საიტზე კომენტარებში, რომ დაგლიში ვერ იქნება კარგი მწვრნთელი და რომ მას გამოცდილება არ აქვს. რომ კარგი ფეხბურთელი – კარგ მწვრნთელს არ ნიშნავს. მე ადრეც არაერთხელ დამიწერია ამ უაზრო კომენტარებზე პასუხი და ახლა მინდა უფრო ზუსტი სტატისტიკა შემოგთავაზოთ, რომლის გადამოწმებაც ინტრიგანებს რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ ვიკიპედიაზე…

 

 

კენი დაგლიშმა ზუსტად 14 წელი გაატარა ლივერპულში. როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრნთელმა. იგი ლივერპულის ბოსად 1985 წელს დაინიშნა და აღსანიშნავია, რომ კენი მოთამაშე-მწვრნთელი იყო. ანუ განაგებდა გუნდს. ადგენდა შემადგენლობას და ასრულებდა აბსოლიტურად ყველა მოვალეობას რაც მთავარ მწვრნთელს აკისრია გუნდში და ამავდროულად კვლავინდებურად თამაშობდა ფეხბურთს. პირველივე სეზონში მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მან პრემიერლიგა მოიგო, ორი ქულით აჯობა ლივერპული მთავარ კონკურენტ – ევერტონს და გადამწყვეტი გამარჯვების გოლი ჩელსის კარში ბოლო თამაშში სწორედ მან გაიტანა. 1-0 გამარჯვების წყალობით კი ლივერმა პრემიერლიგა მოიგო. სულ კენის ზედიზედ 8 სეზონში მოგებული აქვს 6 პრემიერლიგის თასი. და 3-ჯერ აღებული აქვს ვერცხლის მედლები. ლივერის მწვრნთელობის დროს კი 5 წელიწადში 3-ჯერ მოიგო პრემიერლიგა და 2-ჯერ მეორეზე გავიდა. შემდეგ დაგლიში ბლექბერნის ბოსი გახდა. პირველ სეზონში მეორე ადგილზე გაიყვანა გუნდი, 94-95 წლების სეზონში კი ბლექბერნს პრემიერლიგა მოაგებინა. 96-97 წლების სეზონში კი პრემიერლიგის თასი ნიუკასლის ფეხბურთელებს ააწევინა. ასე რომ მას ლივერპულისთვის დღესდღეობით საოცნებო პრემიერლიგის გამარჯვებულის თასი როგორც მენეჯერს 5-ჯერ აქვს მოგებული, 3 სხვადასხვა კლუბში და თან არა არსენალთან ან მაჩესტერთან ერთად, არამედ ბლექბერნთან და ნიუკასლთან ერთად… თუ ყურადღებით წაიკითხავთ ამ მცირე ისტორიულ სტატისტიკას, ალბათ ამის შემდეგ აღარ დაწერს არავინ რომ დაგლიში ვერ იქნება კარგი მწვრნთელი და რომ ლივერს უფრო გამოცდილი მენეჯერი სჭირდება.

 

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01387/kenny-dalglish_1387211c.jpg

 

 

მე პირადად ლივერის ხსნის გზაზე მხოლოდ დაგლიშს ვხედავ. ადამიანმა, რომელიც აბსოლიტურად ყველა თამაშს ესწრება და კლუბის ელჩი და ახალგაზრდული აკადემიის მმართველია, დამეთანხმებით რომ შესაძლოა უფრო მეტი იცოდეს ლივერპულზე ვიდრე რომელიმე თუნდაც უფრო გაწაფულმა მწვრთნელმა, პელეგრინიმ და თუნდაც რაიკაარდმა. დაგლიში ყოველ უქმეებზე ენფილდის ტრიბუნებზე იჯდა მთელი სეზონის განმავლობაში და თითოეული უბრალო გულშემატკივრის მსგავსად განიცდიდა გუნდის დაღმასვლას. უბრალოდ მთელს ლივერპულს უყვარს “მეფე კენი” და კენისაც უყვარს ლივერპული… ის ხომ არასოდეს იქნება მარტო…

 

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კაპელოს ბაი-ბაის, ან ჩაო სინიოროს ეტყვიან და ინგლისის მენეჯერად ჰოჯსონი დაინიშნება. ლივერპულის ამერიკელი ბოსები და ჩვენი ჩელსის ფანი გენერეალური დირექტორი (ვის ხელში ვართ) მიხვდებიან, რომ როცა საჭირო ადამიანი თვალწინ გყავს, ცხრა მთას იქით არ უნდა წახვიდე დეშამის და რაიკაარდის სახვეწრად…

 

 

KENNY’ll NEVER WALK ALONE

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...