Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) გაიცანით, ფერნანდო ტორესი!


Recommended Posts

http://cdn.wn.com/ph/img/7f/41/f6ebf3163f6677a670c10226641b-grande.jpg

 

გთავაზობთ ვრცელ და ამავდროულად საინტერესო ინტერვიუს, რის შედეგადაც გაიცნობთ ფერნანდო ტორესს სხვა კუთხით… – რა/ვინ გიშლის ნერვებს და რატომ?

 

– ადამიანები, რომლებიც, დაბეჯითებით საუბრობენ და მსჯელობენ რაიმეს შესახებ, სინამდვილეში კი ამ რაღაცის შესახებ არაფერი იციან…

 

– ცხელი შოკოლადი თუ კოკა კოლა?

 

– კოკა კოლა

 

– მაჯის საათებზე რას იტყვი…

 

– უამრავი მაქვს. ყველა ნაჩუქარია.

 

– ბოლოს როდის ესტუმრე ცირკს?

 

–  ბოლოს ცირკს ატლეტიკოში თამაშის ბოლო წელს ვესტუმრე. მისი სახელწოდებაა “Cirque du Soleil”.

 

–  ვინმესთვის გითხოვია ავტოგრაფი?

 

– ეს კითხვა მაღიზიანებს ხოლმე.

 

–  2 ძაღლი გყავს…

 

–  დიახ. მათი სახელებია Pomo და Llanta

 

– დამისახელე ფეხბურთელი, რომელმაც შენს მიმართ ყველაზე მეტი აგრესია გამოამჟღავნა

 

– არ ვიცი. ასეთი რამ ნამდვილად არ მახსოვს.

 

თუ არ ჩახვიდოდი სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთელის სტატუსით, რას მოიმოქმედებდი იქ?

 

– გავეცნობოდი ამ ქვეყნის კულტურას.

 

–  რამდენ ხანს იყო მანდელა დაპატიმრებული?

 

– ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 20 წელზე მეტ ხანს.

 

– რა აქვს შენს მშობლიურ ქალაქს ისეთი, რაც იოჰანესბურგს აკლია?

 

– არ მიფიქრია ამ თემასთან დაკავშირებით. იოჰანესბურგს არ ვიცნობ კარგად.

 

– თუ გახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა სამხრეთ აფრიკაში  ზანგების დევნა თეთრკანიანების მიერ?

 

– ეს იყო დაახლოებით 1990–იანი წლები. ზუსტად არ მახსოვს რამდენ ხანს იდევნებოდნენ შავკანიანები.

 

– შეგიძლია მითხრა, რას ნიშნავს აფრიკაანერი?

 

– აფრიკაანერი უნდა იყოს პიროვნება აფრიკაში, რომელიც რამოდენიმე ენაზე საუბრობს თავისი მშობლიური ენის გარდა.

 

–  ჩილეს ნაკრების კაპიტნის სახელი და გვარი…

 

– არ ვიცი. მე ის მხოლოდ ჩვენი მატჩისას ვნახე.

 

– ლომი უფრო მეტ ადამიანს კლავს აფრიკაში თუ  ჰიპოპოტამი?

 

– ჰიპოპოტამი. როდესაც აფრიკელები მათ ტერიტორიაზე გადადიან, ისინი აგრესიულები ხდებიან ხოლმე.

 

– სად მდებარეობს ელის პარკი?

 

– იოჰანესბურგში.

 

– შეგიძლია მითხრა, სად დაიბადა დელ ბოსკე?

 

– ესპანეთის ერთ–ერთ ქალაქში, სალამანკაში.

 

– რა პოზიციაზე თამაშობდა ხაბი ალონსოს მამა?

 

– პერიკო ალონსო, იმავე პოზიციაზე თამაშობდა, რაზეც ახლა მისი შვილი, ხაბი თამაშობს…

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...