planetanews Posted June 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2010 გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს სრული კრახი აგემა ინგლისის ნაკრებს. შეხვედრაში გერმანელებმა დამაჯერებლად 4:1 გაიმარჯვეს. მას შემდეგ რაც პირველი ტაიმი ინგლისელებმა დათმეს, შეხვედრის მეორე ნახევარში წელში ვეღარ გაიმართნენ. მატჩის საწყის წუთებში ინგლისელები მეკარე ნოიერის კართან აქტიურობდნენ და შეტევებსაც ახორციელებდნენ, თუმცა უშედეგოდ. რის შემდეგაც საკუთარ კარში გოლიც მიიღეს. მატჩის მე–20 წუთზე მიროსლავ კლოზემ ისარგებლა რა ინგლისელთა მცველების შეცდომით, მეკარე ჯეიმსთან პირისპირ დარჩენილს აღარ გასჭირვებია გოლის გატანა 1:0. გერმანელთა გოლის შემდეგ ინგლისელები თითქოსდა გააქტიურდნენ, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. კიდევ ერთი შეცდომა ინგლისელთა მცველებისა და ლუკას პოდოლსკიმ მოახერხა გოლის გატანა 2:0. სულ მალე კი აპსონმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა 1:2. რამდენიმე წუთში კი ურუგვაელი მსაჯის ხორხე ლარიონდას მიერ არ ჩათვლილი 100 პროცენტიანი გოლი ვიხილეთ. ბურთმა კარის ხაზი საგრძნობლად გადაკვეთა,თუმცა მსაჯმა ამაზე რეაგირება არ მოახდინა. საბოლოდ პირველი ტაიმი გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს. მეორე ტაიმში გერმანული მანქანა კი აშკარად სხვანაირად ამოძრავდა და დამატებით ორი გოლის გატანაც მოახერხა. 67-ე და 70–ე წუთებზე მიულერმა დუბლის შესრულება მოახერხა და საბოლოდ 4:1 გაიმარჯვეს გერმანელებმა. გერმანიის ეროვნული ნაკრები 1/4 ფინალში არგენტინისა და მექსიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts