planetanews Posted June 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg თბილისი, საქართველო – საქართველოს ხელისუფლებამ კვირას საბჭოთა დიქტატორის და წარმოშობით ქართველის იოსებ სტალინის ძეგლი ჩამოაგდომონუმენტი დასავლეთ საქართველოს ქალაქ ტყიბულში აიღეს მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე ხელისუფლებამ ჩამოაგდო სტალინის უფრო დიდი და უფრო ცნობილი მონუმენტი, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ გორში იდგა. ორივე ძეგლი შუაღამით აიღეს, როგორც სჩანს იმისთვის რომ პროტესტი და მედიის ყურადღება თავიდან აეცილებინათ. სტალინი 1878 წელს, მეწაღის მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა. მის საპატივცემულოდ შექმნილი ეს ორივე მონუმენტი, მის სიკვდილამდე 1953 წელს აღიმართა. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ახალი თაობა რომელმაც გაიზიარა თავისუფლების დასავლური იდეალები, მხარს უჭერს სტალინის მონუმენტების დემონტაჟს. საქართველოს კულტურის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ მთავრობა მალე იმ ქუჩებსაც შეუცვლის სახელს, რომლებიც დღემდე სტალინის სახელს ატარებენ. „სტალინის მემორიალს არა აქვს ადგილი 21-ე საუკუნის საქართველოში“ – პარასკევს განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის მთავრობა აცხადებს, რომ სტალინის ძეგლს გორში 2008 წლის რუსულ-ქართულ ომში დაღუპულთა მემორიალი შეცვლის. პრო-დასავლელმა სააკაშვილმა საბჭოთა ეპოქის მონუმენტების ჩამოგდება გასულ დეკემბერს დაიწყო, როდესაც ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მასიური მემორიალი აიღეს, რამაც საქართველოს ოპოზიციისა და რუსეთის პროტესტი გამოიწვია. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა ამ მემორიალის უფრო მცირე ასლისთვის მოსკოვში გასულ თვეს ქვა დადო. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts