planetanews Posted June 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2010 გაზიარება[სალომე გოგოხია.59 27-06-2010]http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TCd11m6rtFI/AAAAAAAAD3I/Y2YJaeBG05w/s200/cerovani6.jpgდევნილთათვის უხარისხოდ აშენებეული საცხოვრებელი სახლები და არასამართლებრივად ჩატარებული ტენდერები - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" შეფასება დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის გარშემო. დასკვნის თანახმად, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა, თუმცა საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით. აქედან გამომდინარე, "საია" შესრულებული სამუშაოების ეფექტურობასა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ ფონდში ფინანსური და ტექნიკური აუდიტი ჩაატარა ჯერ ევროკავშირის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ფირმებმა. ორივე დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დასკვნების მიხედვით, არსებულ პირობებში შესრულებული სამუშაოების ეფექტურობა და მიზნობრიობა დაცულად იქნა მიჩნეული. 21 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში პრეზენტაცია მოაწყო. დასკვნაში საუბარია დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის გამოყოფილი 303 879 150 ლარის მიზნობრიობაზე, შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და იმ ტენდერებზე, რომელიც იურისტების აზრით, სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩატარდა. როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოსათვის დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. ამ მიზნით 2008 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. თანხის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი - 74, 5 მილიონი ევრო დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა. ამავე მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ პერიოდულად ხდებოდა თანხის გამოყოფა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. დასკვნაში საუბარია, რომ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ძირითადად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდა. აღნიშნული ხელშეკრულებები ჯამურად 1263 ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებდა. მონიტორინგის მსვლელობის პროცესში საია-ს წარმომადგენლები გორის, კასპისა და ქარელის რაიონის ცხრავე სოფელს (ბერბუკი, შავშვები, ხურვალეთი, კარალეთი, სკრა, მოხისი, ახალსოფელი, თელიანი, მეტეხი) სტუმრობდნენ. "ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გამოიკვეთა, დაკავშირებულია ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებული სამუშაოთა ნაწილის შეუსრულებლობასთან ან მის უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებასთან. მაგალითად, ბერბუკში, ხურვალეთში, სკრასა და შავშვებში ჯამში 536 სახლი აშენდა. თითოეულ სახლთან მიმართებაში ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა საქონლის სადგომის მშენებლობას, რაც არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტი ხარჯთაღრიცხვაში განფასებულია 640 ლარად. 536 ობიექტის ჯამში კი აღნიშნული თანხა 343 040 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, კონტრაქტორებს მთლიანად აუნაზღაურდათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები", - ნათქვამია დასკვნაში. "რეზონანსთან" საუბარში საია-ს იურისტი და ამავდროულად მონიტორინგის ავტორი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები მართალია თითქმის ათვისებულია, მაგრამ სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული. ამასთან, როგორც იურისტი ამბობს, კონკრეტულად ვინმეს სს პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, რადგან ხელშეკრულებებს ვადა აქვთ გასული. "კომპანიებს ერთწლიანი ვადა (დეფექტების აღმოსაფხვრელად) უკვე გაუვიდათ, ამიტომ მუნიციპალიტეტებმა უნდა აგონ პასუხი. ჩვენ ეს მონიტორინგი ჩავატარეთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ამაზე იმსჯელოს. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ბევრი გაკეთდა, მაგრამ შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო." - აცხადებს კორძაია.მისი თქმით, საია-ს წარმოამდგენლები დევნილთა იმ დასახლებებში იმყოფებოდნენ, რომელთა მშენებლობაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელდა. სიტუაციის ადგილზე გაცნობამ ცხადყო, რომ დევნილებისათვის განკუთვნილ სახლებს გარკვეული ხარვეზები გააჩნიათ: "კედლებს მცირე ბზარები აქვს გაჩენილი, წვიმიანობის დროს მობინადრეებს წყალი ჩასდით ჭერიდან, რის გამოც ის დეფორმაციას განიცდის. მშენებლობის სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის თავზე კედლის ნალესი ალაგ-ალაგ ჩამოვარდნილია. იატაკის ფიცრები მკვეთრადაა დაშორებული ერთმანეთისაგან, რის გამოც მობინადრეებს ზაფხულობით მწერები და მცენარეები შესდით სახლში. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, საკეტები დეფორმირებული და მორყეულია, ამიტომ მათი მიხურვა ან/და გაღება ჭირს. მეტალოპლასტმასის ფანჯრებში წვიმის დროს წყალი შედის. "დევნილები ჩივიან, რომ მათი შესახლების დროისათვის კედლები სველი იყო, რის გამოც მას მუდმივად უჩნდება ობი. ჭერის მასალად გამოყენებული თაბაშირ-მუყაოს მასალა იმდენად თხელია, რომ ადვილად სკდება. მისი გამოყენება სათავსოდ შეუძლებელია, ვინაიდან ვერ იჭერს სიმძიმეს. ზოგიერთ კოტეჯში კედლის კუთხეები ჩამოშლილია."მოსახლეობა ჩივის, რომ შენობა სათანადოდ არ არის გადახურული და არ გააჩნია სათავსოები. ხელშეკრულების თანახმად, თბოიზოლაცია უნდა მოწყობილიყო მინა-ბამბის ქსოვილის საშუალებით. დევნილების განმარტებით, ზოგიერთ კოტეჯში აღნიშნული საფარი გაკეთებულია, ზოგიერთ კოტეჯში ალაგ-ალაგ იყო დაფენილი, ხოლო ზოგან გაუშლელი რულონი იდო ჭერზე. თბოიზოლაციის არარსებობის გამო ორთქლის წვეთები ჩნდება ჭერში, რაც მის დასველებას და დეფორმირებას იწვევს. "ზოგიერთ მოსახლეს ჭერში ნახვრეტი აქვს გაკეთებული, რათა წყალი არ დაგუბდეს და ჭერი არ ჩამოინგრეს. პრობლემები საერთოა თითქმის ყველა დასახლებისათვის, მეტნაკლები სიმძაფრით," - ამბობს იურისტი, რომელიც ტენდერების არასამართლებრივ მხარეზე საუბრობს. "სატენდერო დარღვევები იყო. წინასწარ იყო გარკვეული გამარჯვებული კომპანიის ვინაობა. თვითონ ტენდერების დაგეგმვა იყო არასწორი; მაგალითად, საკვალიფიკაციო მოთხოვნა იყო ცნობა იმის შესახებ, რომ კომპანიას რაიმე დავალიანება არა აქვს. ფინანსური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჯამში სატენდერო წინადადებით დადგენილი ღირებულება დაახლოებით 27-ჯერ გაიზარდა. ასეთი ზრდა ფისკალურად გაუმართლებელია და ნათლად მეტყველებს სახელმწიფო შესყიდვის რიგ უარყოფით ასპექტებზე," - ამბობს კორძაია. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სამშენებლო სამუშაოების უფრო მცირე ნაწილის შესყიდვა ტენდერების მეშვეობით განხორციელდა. 85 სახელმწიფო შესყიდვის პოზიციიდან თითქმის ნახევარ - 34 პოზიციაზე უპირატესობა მოიპოვა ორმა კომპანიამ: შპს "ბლოკ-ჯორჯია" და შპს "ნიუ ენერჯიმ". საგულისხმოა, რომ აღნიშნული კომპანიები იმავდროულად პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გულუხვი შემომწირველები არიან. კერძოდ, 2007 და 2008 წლებში შპს "ბლოკ-ჯორჯიამ" კანონით დაშვებული ფინანსური შემოწირულობის მაქსიმალური რაოდენობა - 100 000 ლარი გადაურიცხა მითითებულ პარტიას. შემოწირულობის ოდენობამ 2 წლის ჯამში 200 000 ლარი შეადგინა. ამავე წლებში "ნიუ ენერჯის" მიერ გადარიცხულმა თანხამ 130 000 ლარი შეადგინა. კორძაიას თქმით, სამშენებლო სამუშაოები ზერელედ, უხარისხოდ არის ჩატარებული.დასკვანში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მხრიდან დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები იქნა განხორციელებული, მაგრამ აღნიშნულ პროცესშია ადგილი ჰქონდა მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევასა და სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას. "რეზონანსმა" კომენტარისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართა. როგორც ფონდში აცხადებენ, საერთაშორისო დახმარებების ხარჯვსთან დაკავშირებით საია-ს მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის ცალსახად შეფასება უჭირთ. "დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად კოტეჯების მშენებლობა 2008 წლის სექტემბერში დაიწყო, ანუ აგვისტოს მოვლენებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ფონდმა 2008 წელს განახორციელა 1263 კოტეჯის მშენებლობა. კოტეჯების სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 34,3 მლნ ლარი. თანხების მიზნობრივი და ეფექტური ხარჯვის შემოწმების მიზნით, ფონდში ფინანსური და ტექნიკური აუდიტი ჩაატარა ჯერ ევროკავშირის, ხოლო შემდეგ მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა აუდიტორულმა ფირმებმა. ორივე დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის დასკვნების მიხედვით, არსებულ პირობებში შესრულებული სამუშაოების ეფექტურობა და მიზნობრიობა დაცულად იქნა მიჩნეული", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე მგელაძე. მისივე თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებული იყო სამუშაოს დასრულებიდან 1-წლიანი "დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი". "2009 წელს ფონდმა განახორციელა შესრულებული სამშენებლო სამუშაოების დათვალიერება-ინვენტარიზაცია და გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად შემსრულებელმა ორგანიზაციებმა მოახდინეს მათი მიზეზით წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრა. არ განხორციელებულა შიდა კედლების, ჭერის და იატაკის დეფექტების გამოსწორება, რომლებიც გამოწვეული იყო სამუშაოების არაშესაბამის კლიმატურ პირობებში ფორსირებულად ჩატარების გამო. დეფექტების აღმოფხვრის დამადასტურებელი აქტები ხელმოწერილია კომპაქტურ დასახლებებში განთავსებული ოჯახების წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ხარვეზები გამოსწორდება 2010 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ცალკე პროექტის ფარგლებში. "სამშენებლო კომპანიებმა, რომლებმაც დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები დაეკისრათ ჯარიმები. ჯარიმების საერთო მოცულობამ 41 ათასი ლარი შეადგინა.სამუშაოების ფორსირებულად ჩატარების გამო, ნიადაგის გეოლოგიური კვლევები წარმოებდა სამუშაოების პარალელურ რეჟიმში. ფონდში არსებობს შესაბამისი დოკუმენტაციის პაკეტი", - აცხადებს მგელაძე. საიაში კი არ გამორიცხავენ, რომ მომავალშიც განახორციელონ მსგავსი კვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ”რეზონანსი”http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts