planetanews Posted June 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2010 http://images.mirror.co.uk/upl/m4/nov2008/6/9/B6DDF489-0128-D55F-8AA081AACF0656D2.jpg დღეს ინგლისის ნაკრები მერვედფინალურ შეხვედრას ჩაატარებს უძლიერეს გერმანიის ნაკრებთან, გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს… http://www.webmaster-tool.co.uk/flag-animated/Flag-St-George-LH.gifhttp://www.webmaster-tool.co.uk/flag-animated/Germany-RH.gif დღეს 18:00–ზე მთელი მსოფლიოს ყურადღება სამხრეთ აფრიკის ქალაქ ბლოემფენტიენისკენ იქნება მიმართული, ერთმანეთს ორი ისტორიული მეტოქე ინგლისის და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრები უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა მიუხედავად იმისა რომ ინგლისელებისგან განსხვავებით შეხვედრა წააგეს. ინგლისის ნაკრები დღეს ფაქტიურად დანაკლისის გარეშე ჩაატარებს შეხვედრას, თუ არ ჩავთვლით ლედლი კინგის ტრამვას რომელმაც, საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი ჯეიმი კარაგერი შეცვლის. თუ გავითვალისწინებთ კაპელოს დასახელებულ 5 პენალისტს, შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში თუ არა შეცვლაზე მაინც ითამაშებენ, ლამპარდი,ჯერარდი,ბარი,მილნერი,რუნი თუმცა სლოვენიასთან მიღებული მცირე ტრამვა რუნის შესაძლოა ეს მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გამოატოვებიოს. ინგლისის ნაკრები ეს არის გუნდი რომელსაც ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები და რატო ვერ აღწევს ეს გუნდი წარმატებას? ეს კითხვა დღეს ან წაიშლება ან უფრო აქტუალური გახდება. გერმანიის ნაკრებმა მუნდიალი კარგად დაიწყო და პირველ ტურში საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა, გერმანიამ დაამარცხა ავსტრალია გამანადგურებელი ანგარიშით 4:0, შემდეგ კი როგორც აღმოჩნდა ავსტრალია არცთუისე ურიგო გუნდი ყოფილა, გერმანელებმა მიუხედავად კარგად ჩატარებული მეორე შეხვედრისა სერბებთან 1:0 დამარცხდნენ და მთელი მსოფლიო მათ ფავორიტობაში დააეჭვეს თუმცა ეს მარცხი განასტან ჩატარებულ შეხვედრაში გამოასწორეს და ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავეს. დღეს გერმანელები გასაჭირში არიან რადგან, მათი ბევრი ფეხბურთელი ტრამვირებულია დღევანდელ შეხვედრაში თითქმის გადაწყვეტილია რო არ ითამაშებს: კაკაუ, ოზილი, ბოატენგი, აგრეთვე საეჭვოა შვაინშტაიგერის თამაშიც, ინგლისის ნაკრები ეცდება ეს უპირატესობა გამოიყენოს. ქვეყნები ერთმანეთისთვის ისტორიული მეტოქეები არიან ისინი ერთმანეთს 8–ჯერ შეხვდნენ აქედან გერმანელებმა 4–ჯერ იმარჯვეს ინგლისელებმა 3–ჯერ ერთხელ კი ფრეზე გაიყარნენ. ინგლისი აგრეთვე 6–ჯერ შეხვდა გფრს ნაკრებს ერთხელ კი გდრ–ს, ამ მხრივ უპირატესობა გფრს აქვს მაგრამ შთამბეჭდავია 1966 წელს ინგლისელების საჩემპიონო გამარჯვება და 2001 წელს გერმანიის 5:1 განადგურება. ჯგუფური ეტაპი: ინგლისი: 12.06.10: ინგლისი – აშშ 1:1 (1:0 ჯერარდი, 1:1 დემპსი)18.06.10: ინგლისი – ალჟირი 0:023.06.10: ინგლისი – სლოვენია 1:0 (1:0 დეფო) ადგილი ჯგუფში: 2 გერმანია: 13.06.10: გერმანია – ავსტრალია 4:0 (1:0 პოდოლსკი, 2:0 კლოზე, 3:0 მიულერი, 4:0 კაკაუ)18.06.10: გერმანია – სერბეთი 0:1 (0:1 იოვანოვიჩი)23.10.06: გერმანია – განა 1:0 (1:0 იოზილი) ადგილი ჯგუფში: 1 მე მინდა წარმატება ვუსურვო ინგლისის ნაკრებს და ვიმედოვნო რომ 4/ფინალური მატჩის პრევიუს დაწერა მომიწევს View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts