Jump to content
Planeta.Ge

ძეგლთა ომი თუ ძალის დემონსტრირება?


Recommended Posts

ის რაც საქართველოში ბოლო პერიოდში ხდება არის რეჟიმის მიერ ძალისა და მმართველი პარტიის შეუცვლელობის დემონსტრირება, რაც სააკაშვილმა წარმატებით ანახა არა ამრტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ საზღვარგარეთაც.

ადგილობრივ არჩევნებსი ოპოზიციის კრახმა რეჟიმს საბაბი მისცა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავისი ძალა და ის რომ ამჟამად საქართველოში სხვა ალტერნატივა ვიდრე ნაციონალური პარტიისა არ არსებობს. ერთი მხვრივ ეს ისედაც ნათელია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპეკტრში სახელისუფელბო პარტიას არ ჰყავს კონკურენტი, მაგრამ აქ აუცილებელი იყო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ მომავალშიც საქართველოში ალტერნატიული ძალა ამ ოპოზიციის სახით არ იქნება.

ძეგლების ომი, ჯერ ქუთაისში მემორიალის აფეთქბა და ეხლა სტალინის ძეგლის გადატანა გათვლილი იყო არა ამრტო ხელისუფლების ძალის საჩვენებლად, არამედ ოპოზიციის დაკნინებული უავტორიტეტო პოზიციის დასაფიქსირებაც.

სააკაშვილმა იცის ის, რომ სტალინი საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის არის მეორე მსოგფლიო ომში გამარჯვების რელიქვია და ეს არა ამრტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. დასავლეთში რა თქმა უნდა სტალინს აღიქვამენ როგორც დიქტატორს, მაგრმა ამვე დროს მეორე მსოფლიო ომში როგორც ფაშიზმის წინააღმდეგ მერძოლს. ამის ახსნა შეილება ჩეხეთის მაგალითზეც. ვთქვათ ჩეხეთში რუსეთის ჯარების მიერ ჩეხეთსი განათავისუფლება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აღიქმევა როგორც განთავისუფლება და ასევე როგორც ოკუპაცია, მაგრამ ეს არ ახდენს გავლნას იმაზე რომ ჩეხეთსი მეორე დიდ ქალაქში ბრნოში საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლი დგას ცენტრში, რომელსაც ყოველ წელს ყვაილებით ამკობენ.

დასავლეთში ხალხმა ისწავლა ისტორიის პატივისცემა და ეს როგორც კარგი ასევე იმ ცუდი მომენტების გათვლით ხახლი აღიქვამს იმ პერიდოს როგორც ქვეყნის ისტორიას, რომელიც პატივისცემას იმასხურებს.

ასეთ სიტუაციაში საქართველოში ძეგლთა ომი აქ აღიქმევა გაუგებრობით. ამას აღიქვამენ როგორც რუსეთის გაღეზიანების კიდევ ერთ ფაქტორად და ამავე დროს როგოც მეორე მსოფლიო ომში მებროლთა უპატივცემლობას. პირევლი პაქტორი ევროპისთვის საშისროებას წარმოადგენს, რადგან 2008 წლის ომს სააკაშვილის მიერ რუსეთის გაღეზიანებას აბრალებენ.

მაშინ იბადება კითხვა რატომ ასეთი ქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?

ამ ქმედებას აქვს ორი მომენტი და ეს გათვლილია როგოც შიდა პოლიტიკაზე ასევე საგარეო პოლიტიკაშიც ყურადღების ცენტრში ყოფნის მცდელობაზე.

 

დღეს გამოიკვეთა უკვე ერთი ძალა, ბუჯანაძე, ოქრუაშვილი ნოღაიდელი. "ეროვნული ფორუმი" ცდილობს ოპოზიცურ პარტიების შემოკრებას. ალასანიას "იმედი" ჰაერის ბუშტივით გასკადა. ამ პიროვნებას აკლია პოლიტიკური სიმწიფე და არ ძალუწს თავისით გარისკვა რამე პოლიტიკური ძლიერი პარტია ჩამოაყალიბოს. იმ პერიოდში როდესაც ადგილობრივი არჩვენბის კრახის შემდეგ ოპოზიცია ცდილობს გარკვეულ ძალების მობილიზაციას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის რეჟიმმ ასეთი ტესტირება ჩაატარა.

თვით სტალინის ძეგლი სააკაშვილს რომ აწუხებდეს, ამ ძეგლის გადატანას თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდშიც მოახერხებდა უმტკივნეულოდ, როდესაც ჯერ საქართველოში ძლიერი იმიჯი ჰქონდა. მაშინ რატომ ეხლა, როდესაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ მისი იმიჯი ისედაც დავარდნილია?

ამის სტიმული მას ადგილობრივ არჩევნებსი გამარჯვებამ მისცა, სადაც ოპოზიცია არა მარტო არჩევნებსი დამრაცხდა, არამედ თავის დამრაცხებით ხალხს ცვლილებების იმედიც დაუკარგა. ეხლა იყო საჭირო იმ ბოლო დარტყმის მიყენება, რომელიც ვითომ დააფიქსირებდა რეჟიმის დასავლეთის ღიებულებებისკენ სწრაფვას და ოპოზიციის რუსულ კურსის ჩვენებას. ამ ძეგლის გადატანით ორი რამ იყო გათვლილი; თუ ოპოზიცია ხმას ამოიღებდა და ხალხს დემონსტრაციებისთვის მოუწოდებდა რუსული კურსი, მოღალატეობა დაბრალდებოდა. მეორე მხვრივ როდესაც ოპოზიცია ხმას არ ამოიღებდა, ამ შემთვევაში მისი უძლურობის დემონსტრირება იქნებოდა. პრინციპში ამ ქმედებით სააკაშვილმა სამი კურდღელი დაიჭირა: რეჟიმის ძალის დემონსტრირება, ოპოზიციის გაფარჩაკებული სახის დემონსტრირება და დასავლეთში რუსეთი გამღიზიანებლის იმიჯის დადასტურება მოახერხა.

ამ მხვრივ ეს ძალიან ჭკვიანურად გათვლილი ნაბიჯი იყო როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ სცენზე. სააკაშვილმა იცის ის, რომ მომენტალურად დასავლეთისთვის უალრტენატივო ძალაა რაც იძულებულ მის მხარდაჭერას გულისხმობს და რუსეთის გამღიზიანებელი ფაქტორი მას საზღვარგარეთ მუდმივ ყურადღების ცენტრში აქცევს, ამავერ დროს შიდაპოლიტიკაშიც მიზანს აღწევს. რეჟიმის გათვლილი ნაბიჯების მეშვეობის მეშვეობითაც, ოპოზიცია დღეს არა მარტო უავტორიტეტო ძალაა, რამედ იმდენად დაბნეული, რომ მისი კონსოლიდაცია ფაქტიურად 2012–2013 წლის არჩევნებამდე შეულებელია, რაც სააკაშვილს დიდ იმედებს უტოვებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვკიდია ხალხის აზრიო და დესოვეტიზაციას ვებრძვითო, ჩვენ ვართ ჭეშმარიტი მედასავლეთეებიო...

 

არადა ყველაფერი უკუღმაა :givi:

 

ძეგლებს მამენტ ვიღა ჩივის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გვკიდია ხალხის აზრიო და დესოვეტიზაციას ვებრძვითო, ჩვენ ვართ ჭეშმარიტი მედასავლეთეებიო...

 

არადა ყველაფერი უკუღმაა :givi:

 

ძეგლებს მამენტ ვიღა ჩივის...

 

მე ამ ამბეში ოპოზიციის ჩმოშნიკობამ კიდევ ერთხელ გამაკვირვა. იმის ტრ არ აქვთ, რომ ხმა ამოიღონ ვთქვათ. ეს იმს მაგონებს აგვისტოს ომის შემდეგ რომ მოყუჩებულები იჯდნენ, სანამ დასავლეთში არ გაიღერა პირველად მიშას დეგენერატიზმი.

პოლიტიკოს რომელსაც რამე არ დაბრალდეს შიშის გამო საკუთარი აზრის დაფიქსირებისა ეშინია პოლიტიკოსია? ამათმა უნდა შეცვალონ რეჟიმი? მეტი დაუდგა ამათ გვერდები ესენი რამეს შეცვლიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

მე ამ ამბეში ოპოზიციის ჩმოშნიკობამ კიდევ ერთხელ გამაკვირვა

მე არა...ოპოზიცია ეხლა ლაგდება...2007 წლის ფრონტი დაიშალა და გაქრა... ახალი რეალობაა და ამ ახალ რეალობაზე ცდილობენ მორგებას....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მე არა...ოპოზიცია ეხლა ლაგდება...2007 წლის ფრონტი დაიშალა და გაქრა... ახალი რეალობაა და ამ ახალ რეალობაზე ცდილობენ მორგებას....

 

კაცო, სანამ ესენი ფრონტის ხაზს არ დაალაგებენ პოლიტიკოსები არ არიან? :)

 

მახსენდება ის თუ როგორ ეშინოდათ ხიმს ამოღება აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების აუცილობლობის თაობაზე. მოღალატეობა არ დარალებულიყო რა.

თუ ჩემი საკუთარი აზრი გამაჩნია რომელიმე საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი და რას ჰქვია ვინმე რამეს დამაბრალებს. ამის როგორ უნდა ეშინოდეს პოლიტიკოს?

ამაზეა საუბარი, თორემ ამთი პრონტი მოვხან მე. რაც თვითონ არიან ისეთი ფრონტი იქნება ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ჰკიდია ყველას ეგ შენი სტალინი, რით ვეღარ გაიგე?

 

შენ რომ კითხვა გცოდნოდა გაიგებდი რომ მეც მკიდია. სად არის აქ სტალინზე თემა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ რომ კითხვა გცოდნოდა გაიგებდი რომ მეც მკიდია. სად არის აქ სტალინზე თემა?

ძალიან კარგად გავიგე რისი თქმაც გინდა. მაგრამ ხალხს რომ ჰკიდია ეს სტალინი შესაბამისად არავის სულში ჩაფურთხება და ა.შ. არ გამოდის ამ ძეგლის აღება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგად გავიგე რისი თქმაც გინდა. მაგრამ ხალხს რომ ჰკიდია ეს სტალინი შესაბამისად არავის სულში ჩაფურთხება და ა.შ. არ გამოდის ამ ძეგლის აღება.

 

შენ ვერ ხარ ამ ბოლო დროს კარგად. რა ხედება თანმდებობიდან ხომ არ გხსნიან კაცო? :givi:

 

ამ თემაში ორი მიმართულებაა:

1. სააკაშვილის ქმედების ანალიზი

2. ოპოზიციის ჩმორიკობის დაფიქსირება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილის ქმედების ანალიზი

ეს ხომ ყველა თემაში ხდება :givi:

 

ოპოზიციის ჩმორიკობის დაფიქსირება

ეს რაში მდგომარეობს?

 

თანმდებობიდან ხომ არ გხსნიან კაცო?

აბა თანამდებობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ხომ ყველა თემაში ხდება :givi:

 

 

ეს რაში მდგომარეობს?

 

 

აბა თანამდებობა?

ამ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ სააკაშვილის, როგორც რუსეთთან ერთადერთი "მებრძოლის" ინტერესი დავარდა საზღვარგარეთ და ამ შემთხვევაში, რუსეტის გამღეზიანებელი ბიჭის ქცევაა ეს. ინტერესის დაბრუნება სურს.

 

ოპოზიციას აკლია გამბედაობა საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და ეს არა მარტო ამ შემთხვევაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...