Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- ურუგვაიმ 1/4 ფინალი დაიბევა და განას დაუპირისპირდება


Recommended Posts

გუშინ, პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში ერთმანერთს ურუგვაი და სამხრეთ კორეა დაუპირისპირდა. სამხრეთ ამერიკელები ამ წყვილში ფავორიტებად იყვნენ მიჩნეული და ანგარიშიდან გამომდინარე გაამართლეს კიდეც. ურუგვაელებმა აზიელები მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს. შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე ურუგვაი მეტოქის საჯარიმოსთან აქტიურობდა, რის შემდეგაც გოლის გატანაც შეძლეს. მატჩის მე–8 წუთზე ლუის სუარესმა სუნგ რიონგის კარის აღება მოახერხა. პირველ ტაიმში კორეეელები ცდილობდნენ მეტოქე კარის აღებას, თუმცა უშედეგოდ. მეორე ტაიმი აზიელთა აქტიურობით დაიწყო, 68–ე წუთზე ჩუნგ იონგმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - 1:1. გოლის შემდეგ ურუგვაელები გონს მოეგნენ, რის შემდეგაც არაერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს. საბოლოოდ მათ გოლი მატჩის 80–ე წუთზე გაიტანეს, სადაც ლუის სუარესმა ჩინებული დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი - 2:1. გუშინდელ მეორე შეხვედრაში გამარჯვებული განის ნაკრები, რომელმაც აშშ 2:1 დაამარცხა ურუგვაის დაუპირისპირდება 1/4-ფინალში.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...