planetanews Posted June 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2010 მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ორი 1/8 -ფინალური მატჩი გაიმართა და პლეი–ოფების პირველივე დღეს პირველი დამატებითი ტაიმები ვიხილეთ. ეს ყველაფერი აშშ–სა და განას შეხვედრაში მოხდა. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, პირველივე წუთებიდან აფრიკელები შეტევებს ახორციელებდნენ ამერიკელთა კართან, სადაც სულ მალე გოლიც ვიხილეთ. შეხვედრის მე–5 წუთზე კევინ პრინს ბოატენგმა ჩამოიცილა ამერიკის ნაკრების მცველები და მეკარე ჰოვარდთან პირისპირ დარჩენილმა ბოატენგმა გოლის გატანა მოახერხა 1:0. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში თანაბარი თამაში ვიხილეთ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც ვერ გამოიყენეს ფეხბურთელებმა. რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, ამერიკა მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი გამოვიდა და უფრო მეტად აქტიურობდა მეტოქის კართან, რასაც ლენდონ დონოვანის გოლი მოჰყვა, ეს მას შემდეგ რაც თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს ამერიკის ფეხბურთელებმა. დონოვანმა მატჩის 62-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და შესაბამისად დამატებითი ორი 15-წუთიანი ტაიმი ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ. განელებმა გადამწყვეტი გოლის გატანა 93-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ასამოა გიანმა აიღო მეკარე ჰოვარდის კარი 2:1 და აფრიკელები 1/4-ფინალში ურუგვაის დაუპირისპირდებიან. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts