planetanews Posted June 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2010 http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01527/steven-gerrard_1527484c.jpg სტივენ ჯერარდს სჯერა რომ ის იქნება სამაგალითო ფეხბურთელი გერმანისს წინააღმდეგ და ის იდეალურად გაუძღვება ინგლისის ნაკრებს. დღეს ორი დაუძინებელი მტერი ინგლისი და გერმანია ჩვენი დროით 6 საათზე ერთმანეთს დაუპირისპირდება. ეს ფაბიო კაპელოს შეგირდებისთვის ძალზედ ამაღელვებელი მომენტია, და მწრთვნელი ყველას მოუწოდებს რომ ისეთი პასუხისმგებლობით ითამაშონ როგორც არასდროს უთამაშიათ. სტივენ ჯერარდი კი საბრძოლველად მზად არის. ჯერარდი:“როგორც კაპიტანი მზად ვარ გავუძღვე ინგლისს ვიბრძოლო ბოლომდე, მეტოქეს არაფერს დავუთმობ”. “მე კაპიტანი გავხდი ძალზედ რთულ ვითარებაში, ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევაა, ამ მატჩის მოგება ძალიან მინდა და ჩვენ ამას გავაკეთებთ”. “ეს ყველა ფეხბურთელისთვის უდიდესი მსიქოლოგიური მომენტია, ამ თამაშში უნდა გამოჩნდეს ჩვენი ძალა და პროგრესი, რადგანაც აქ ყველაფერი სხვაგვარად არის, ერთი წაგება და ემშვიდობები მსოფლიო ჩემპიონატს და არავინ აპირებს სახლში წასვლას”. “ფანტასტიური მატჩი იქნება, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და მუდამ წარმატებისკენ უნდა ვისწრაფოთ”. “ჩვენ კარგი პროგრესი ვაჩვენეთ სლოვენიასთან მატჩში, გუნდში ხასიათი განწყობა არის იდეალური საბრძოლო ისეთი როგორც ინგლისს შეეფერება”. “ამ მატჩში ყველაფრისთვის მზად ვართ, ვითამაშებთ 90 წუთს, ასევე კარგად ვითამაშებთ დამატებით დროს, საქმე თუ აქამდე მივიდა, და პენლებისთვისაც მზად ვართ”. “ამ თამაშში გამოცდილება უდიდეს როლს ითამაშებს, ეს ჩემ კარიერაში ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩია, ძალიან დიდია დაძაბულობა, რადგანაც სასწორზე მეოთხედფინალის საგზური დევს”. “მე 2006 წელს პენალი გავაცუდე ვმწუხვარ, ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ ამის დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ისტორიას ვქმნით და პასუხსაც ვაგებთ ჩვენ საქციელზე”. “ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია სტადიონზე ვითამაშოთ კარგად, დავიხარჯოთ ბოლომდე, რადგანაც არ მინდა მატჩის შემდეგ სინანულის გრძნობა გვქონდეს”. ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv PS ეს არის ჩემი საიუბილეო მე-200 სიახლე. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts