Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) გვეშველება რამე?!


Recommended Posts

http://img.dailymail.co.uk/i/pix/2008/04_01/083muppetsDM_468x314.jpg

 

ალბათ დღეს ლივერპულის ყველა გულშემატკივარს სწორედ ეს კითხვა აწუხებს. გვეშველება რამე? და თუ კი, მაშინ როდის? როდის დასრულდება რედკნაპ-ჰოჯსონ-პელეგრინ-რაიკაარდ-დაგლიშ-მანია…?

 

ახალი მწვრთნელი უკვე ყველამ მოძებნა, რეალმა, მილანმა, იუვენტუსმა და ჩვენდა სამწუხაროდ ინტერმაც. ლივერპულის ბოსები კი უკვე მერამდენე კვირაა უშედეგოდ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ხან გოგთან და ხან მაგოგთან. უცხოური პრესა კი ამ თემის საშუალებით საკმაოდ იმაღლებს რეიტინგს. დღეს თუ დეილი ტელეგრაფი დაწერს რომ ლივერპულში თითქმის ოფიციალურად დაინიშნა პელეგრინი, ხვალ თავად “THE SUN” გამოაქვეყნებს “სანდო” წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას რომ ლივერპულმა ჰოჯსონთან მიაღწია შეთანხმებას. ასე გრძელდება უკვე დაუსრულებლად და ყოველ დილას ალბათ ბევრი თქვენთაგანი ნახულობს ქართულ და უცხოურ პრესას იმ იმედით, რომ სადმე ნამდვილად ოფიციალურ სიახლეს წააწყდება ლივერპულის ახალ მთავარ მწვრთნელზე, ალბათ ბევრი თქვენთაგანი ელოდება თუნდაც ჩვენს ფანკლუბის საიტზე ახალ და საბოლოო ინფორმაციას ახალ ბოსზე, მაგრამ ნისლიან ალბიონზე, როგორც ჩანს მხოლოდ მერსესაიდში ჩამოწვა ბინდი…

 

მეორე პრობლემა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტრანსფერებია… დრო გადის, ფეხბურთელებს უკვე ჯავშნიან დიდი გრანდები და თუ ასე გაგრძელდა რამოდენიმე კვირაში, ვიდრე ლივერპულს ახალი მწვრნთელი ჩაიბარებდეს, თავისუფალი მხოლოდ ის ფეხბურთელები დარჩებიან, რომლებიც ყველა კლუბმა დაიწუნა… ამავდროულად ბურუსითაა ასევე მოცული ძალიან ბევრი ფეხბურთელის ბედი ენფილდზე:  ბენაიონი ჩელსიში გადადის. რიერა საერთოდ ცოცხალია თუ მკვდარი კაციშვილმა არ იცის. უცხოურ პრესაში მასზე უკვე 4-5 თვეა სიტყვაც კი არ თქმულა. ბაბელს არსენალი ეპატიჟება. აურელიო მარსელში მიდის. ტორესი ბარსას უპირველესი სამიზნე გახდა. ჯერარდს რეალი და მაურინიო ითხოვს. მასკერანო თითქმის უკვე გადასული იყო ინტერში, როცა  მასიმო მორატიმ სატრანსფერო თანხა იძვირა და ახლა არგენტინელი ან ბარსაში წავა, ან დაბოღმილი და ყველასგან დაწუნებული დარჩება ლივერპულში, სადაც თამაშზე და ცხოვრებაზე უკვე ალერგია აქვს და რომელ მოტივაციაზეა საუბარი… კვლავ არაფერი ისმის ლუკასზე და ნგოგზე, დარჩებიან თუ წავლენ?! გაიყინა შოტლანდიის გასული წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის, დენი ვილსონის ლივერპულში ტრანსფერის საკითხი, ჰაერშია ასევე მილან ივანოვიჩის და ბანეგას ამბები. რა გითხრათ აბა, რით გაგახაროთ??? (ილია)

 

ოპტიმიზმი ალბათ ერთადერთია რაც დაგვრჩა. ნამდვილი სკაუზერები ხომ იმედის არასოდეს კარგავენ !

 

FUCK YANKS!

 

YOU’LL NEVER WALK ALONE

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...