Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “რატომ მიაღწევს ინგლისი წარმატებას”


Recommended Posts

http://images.mirror.co.uk/upl/m4/apr2009/3/7/england-flag-pic-rex-361150275.jpg

 

მოაგებინებს თუ არა ჯერარდი ინგლისს მუნდიალს?

 

 

 

ლივერპულის ოფიციალურ საიტზე დაიწერა ასეთი სიახლე, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი პასუხობდა ფანების შეკითხვებს, ფანები მას თავის იმეილზე უგზავნიდნენ კითხვებს, ზუსტად ვერ გეტყვით თუ ვინ არის ეს ჟურნალისტი, მაგრამ მე წაგიკითხვავთ კითხვებს და პასუხებს.

 

“როგორ ფიქრობთ შეძლებს თუ არა ინგლისი გერმანიის დამარცხებას და არის თუ არა ინგლისი ამისთვის მზად”?

 

“ინგლისელებმა წინა მატჩში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, განსხვავებით პირველი ორი თამაშისგან”. “ისინი რამდენჯერმე გადარჩნენ სლოვენიასთან, მაგრამ საბოლოოდ ისინი მიწასთან გაასწორეს და გაანადგურეს მიუხედავად იმ ანგარიშისა რაც ტაბლოზე იქნა დაფიქსირებული”. “ინგლისელებს ძალიან რთული მატჩი ექნებათ გერმანიის წინააღმდეგ და ეს მათთვის დიდი გამოცდა იქნება, მაგრამ უნდა გამოჩნდეს ვინ რას წარმოადგენს, და მე დარწმუნებული ვარ ინგლისელები მათ მიწასთან გაასწორებენ”.

 

“რას ფიქრობთ რუნიმ და დეფომ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს სლოვენიასთან მატჩში დეფომ გოლის გატანაც კი შეძლო”. “რას იტყვით კრაუჩსა და ჰესკზე”?

 

“ვფიქრობ წინ უნდა იყოს რუნი და მას უკან ჯერარდი უნდა დადგეს ეს იქნება შესანიშნავი დუეტი ამ ორი ფეხბურთელისა, მარცხნიდან შეტევაში უნდა იყოს ჯო კოული, და საყრდენად კი მაიკლ კერიკი და ფრენკ ლამპარდი, მაგრამ კაპელო გადაწყვიტავს ყველაფერს”.

 

“რატომ ათამაშებს კაპელო ჯერარდს მარცხენა ნახევარმცველად”?

 

“საინტერესო კითხვაა, ჯერარდი მისი კოზირი და საუკეთესო ფეხბურთელია და მან უკეთ იცის სად უნდა ათამაშოს იგი, ჯერარდისთვის ეს პრობლემა ნამდვილად არ არის”.

 

“ექნება თუ არა გლენ ჯონსონს დიდი როლი ინგლისის წარმატებაში”?

 

“დიახ. ის ითამაებს პოდოლსკის წინააღმდეგ, პოდოლსკი კი გერმანიის ფორმით ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს”. “გლენი კი მარჯვნიდანაც შეუტევს რაც მათ ახასიათებს და დარწმუნებული ვარ გერმანელების მარცხენა ფლანგის გარღვევას ხშირ შემთხვევაში იგი შეძლებს”.

 

“რას იტყვით კარაგერზე? ან აპსონზე”?

 

“კარაგერმა კარგად ითამაშა კინგი კი ტრამვირებულია ეს აშკარად ეტყობა ამ ფეხბურთელს, აპსონმა თავი სამუშაოს ვფიქრობ რომ ნორმალურად გაართვა”.

 

“საბოლოოდ რას იზავს ინგლისი გერმანიის წინააღმდეგ”?

 

“ვფიქრობ ინგლისი მოიგებს”. “გერმანია კარგი ნაკრები იქნება 2012 წელს ორ წელიწადში და ისინი კარგად იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან ბევრი ამბობს ავსტრალიის განადგურებას, მაგრამ ავსტრალია ძალზედ სუსტია და ბუნებრივია მათი დამარცხება არ გაუჭირდათ, გერმანია ასევე ცუდათ გამოიყურებოდა სერბებთან ასევე არც ისე კარგად ითამაშეს განასთან”. “გერმანელები კარგად იჭერენ ბურთს და ეს ინგლისს ბევრ პრობლემას შეუქმნის, მაგრამ ინგლისელები მათზე ძლიერები არიან”. “ამ შეხვედრაში დიდი როლი ექნება ფიზიკურ მომზადებას”.

 

“რას იტყვით ფერნანდო ტორესზე და მის ფორმაზე”?

 

“ფერნანდო შორს არის თავისი იდეალური ფორმისგან, მაგრამ ის პროფესიონალია და აღიდგენს სულ მალე ძალებს”. “ეს ფეხბურთელი ტრამვებმა დატანჯა ამ სეზონში ლივერპულის შემადგენლობაში” “მე ლივერპულის ფანი ვარ და ვიცი მას როგორი ფეთქებადი ხასიათი აქვს, და მისგან ყველა თამაშში ველი აფეთქებას”.

 

“რას იტყვით აგერზე და დანიაზე”?

 

“აგერი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ მისი პარტნიორი კიაერი უკეთესად გამოიყურებოდა”.

 

ინფორმაციის წყარო:liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...