planetanews Posted June 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif სარა მარკუსი, ელენ ბარი გორი, საქართველო – პარასკევს, ჯერ გათენებული არ იყო, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის ცენტრალურ მოედანზე საიდუმლო ოპერაცია ჩაატარეს. კისერსა და იღლიაზე გამობმული სქელი თოკებით მათ სტალინი იმ პოსტამენტიდან ჩამოხსნეს, სადაც ის 48 წლის განმავლობაში იდგა. დილისთვის, ქანდაკება უკვე დიდი ხნის გატანილი იყო და საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ ამ 20 ფუტიანი ძეგლის გატანა სულ უფრო მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, შვებით ამოისუნთქა. თუმცა, გორში ბევრი ადამიანი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში ამაყობდა იმ პატარა აგურის სახლით სადაც იოსებ სტალინი დაიბადა და ასაკოვანი ქართველები მას დღემდე პატივს სცემენ, სხვაგვარად ფიქრობს. „მათ ხალხის რეაქციის შეეშინდათ, სწორედ ამიტომ გააკეთეს ეს ღამით“, – განაცხადა 62 წლის გოჩა სურიაშვილმა, რომელიც მეგობრებთან ერთად ცარიელი პოსტამენტის ქვეშ იდგა. კითხვაზე, ამაყობს თუ არა იმით, რომ სტალინის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს, სურიაშვილმა, როგორც ჩანს შეკითხვის არასერიოზულობით გაკვირვებულმა, მხრები აიჩეჩა. „და ახლა ვის დაუდგამენ ძეგლს?“ – თქვა მოედანზე მყოფმა მეორე მამაკაცმა, 44 წლის ზაზა ბერიძემ, „მიშა სააკაშვილს?“. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საყოველთაოდ მიშას სახელითაა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტია. მოსკოვის ბატონობისგან სიმბოლურად გათავისუფლების ნიშნად, თბილისში ლიდერებმა დარჩენილი საბჭოთა მონუმენტებისგან ქვეყნის გაწმენდა გადაწყვიტეს. მაგრამ სტალინის ქანდაკება 1950–იანი წლების შემდეგ, როდესაც საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის „პიროვნების კულტი“ ამხილა, დელიკატურ საქმედ ითვლებოდა. მართალია ამის შემდეგ სტალინის ქანდაკებები მთელ საბჭოთა კავშირში მოხსნეს, მაგრამ ხრუშჩოვმა გორში მისი ძეგლი დატოვა იმის გამო, რომ დიქტატორს იქ განსაკუთრებულად სცემდნენ პატივს. პარასკევს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ძეგლი საგანგებოდ მოხსნეს ჩუმად და იქ რამდენიმე კამერის ყოფნა დაიმოწმა. მან განაცხადა, რომ ქართველების უდიდესი უმრავლესობა სტალინზე მის შეხედულებას იზიარებს და თვლის, რომ ის „მასობრივი მკვლელი და პოლიტიკური დამნაშავე“ იყო. „სტალინი პოპულარულია მხოლოდ 80 წლის ადამიანებში მის მშობლიურ ქალაქში; ის საქართველოში პოპულარული არ არის“, – განაცხადა მან. „ეს არა ლოკალური, არამედ ნაციონალური პრობლემაა, ამიტომ არანაირი კონსულტაცია საჭირო არ იყო“. საქართველოს ხელისუფლება ძეგლის ადგილას მემორიალს აღმართავს, რომელსაც მიუძღვნის „საბჭოთა დიქტატურის მსხვერპლთ, სტალინის პოლიტიკის მსხვერპლთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ და 2008 წლის ომში დაღუპულებს“, მათ შორის უცხოელებსაც, განაცხადა ბატონმა რურუამ. 2008 წლის აგვისტოში როდესაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა მოედანი დაბომბეს ჰოლანდიელი ოპერატორი დაიღუპა. გორში ამბობენ, რომ სტალინის ქანდაკებას გორში მის მუზუმში გადაიტანენ, სადაც აგურისგან და ხისგან აშენებული ქოხი, რომელშიც სტალინი დაიბადა გარშემორტყმულია უზარმაზარი ბერძულ–იტალიური პავილიონით. ბატონი რურუას თქმით, მან არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა ქანდაკებას“. „გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის სულერთია“, – თქვა მან. „ეს მუზუმი უკვე წლების განმავლობაში სტალინს ადიდებს“. რუსეთთან ომის შემდეგ, ყველაზე მძიმე თვეებშიც კი ქართველებში სტალინზე შეხედულება ორად იყოფოდა. პოპულარული პოლიტიკური ვებ–გვერდის „თბილისის ფორუმის“ 2008 წლის გამოკითხვით, შეკითხვაზე ამაყობენ თუ არა ისინი იმით, რომ დიქტატორი ქართველი იყო, 52% უარყოფითად პასუხობდა, 37% კი დადებითად. ახალგაზრდა ადამიანებს მასზე უფრო ნეგატიური წარმოდგენა აქვთ, ვიდრე გორში. შარშან ზაფხულში ქანდაკების პოსტამენტზე ასეთი ფრაზები გაჩნდა „ჩამოდი პოსტამენტიდან!“ და „შენი ადგილი მუზეუმშია!“ მიხეილ ჯერიაშვილი 19 წლისაა. ის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. მან განაცხადა, რომ ეს ამბავი გაუხარდა და უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუკი ხელისუფლება „ამ ქანდაკებას მთლიანად მოხსნიდა, დაწვავდა და ა.შ“. „საერთოდ, მე ბედნიერი ვიქნებოდი, ის სხვა ქალაქში რომ დაბადებულიყო“, – თქვა მან. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts