planetanews Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 http://b.pix.ge/r/gx0s7.jpgრაფაელ ბენიტესი კლუბიდან თავისი წასვლის მიზეზად “ლივერპულის” გენერალურ დირექტორს, ქრისტიან პერსლოის ასახელებს. რაფამ დაადანაშაულა იგი ყველა ძირითად პრობლემაში, რომ სწორედ მისი ბრალი იყო გუნდის ასეთი სეზონი. ფინანსური პრობლემები, რომლებიც სწორედ ქრისტიან პერსლიოდან მომდინარეობს, ამის ძირითადი და უმთავრესი მიზეზია … 6 წელი მართავდა ესპანელი “წითლებს”, არცერთხელ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შანსი, ოთხეულში ვერ შესვლის საშისროებაც კი არ ყოფილა. წინა წელს მხოლოდ რამოდენიმე ქულა დააკლდა მეორე ადგილზე გასულ რაფას შეგირდებს პრემიერ ლიგის მოგებამდე. გაიყიდა 2 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, შეიძინა 2 ასევე ძირითადის მოთამაშე (მხოლოდ მათი შეცვლის მიზნით და არა დამტებითი რესურსებისთვის). მაშინ, როდესაც გუნდი პრემიერ ლიგის გამარჯვებისთვის იბრძვის, არ შეიძლება გუნდს წელიწადში მხოლოდ 10 მილიონი ევრო გამოეყოს ტრანსფერებისთვის და მხოლოდ შემცვლელებზე ფიქრობდეს და არა სხვა ფლანგის გაძლიერებაზე. რაფას ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმოდა და სწორედ მაგიტომ დათანხმდა იმ 6 მილიონ ევროზე, რომელიც გაშვების შემთხვევაში უნდა აეღო. კონტრაქტზე, სადაც ეწერა იგივე ქმედებაზე 20 მილიონის გადახდა, ორივე მხარეს ხელი მოწერილი ჰქონდა, თუმცა რაფამ თავისი საყვარელი გუნდი დამატებით უკიდურესი კრიზისიდან იხსნა და 14 მილიონი შეიძლება ითქვას აჩუქა … ბენიტესს არც მფლობელებთან, ტომთან და ჯორჯთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა მთავარი მიზეზი მიანც ის ადამიანი იყო (ქრისტიან პერსლოი), რომელიც “ლივერპულს” გასული წლის ივნისში (საუბედუროდ) შემოუერთდა… “ძალიან სამწუხარო იყო ეს ყველაფერი” – განაცხადა ბენიტესმა კლუბის დატოვების შემდეგ. “მე ვიმყოფებოდი შვებულებაში, როდესაც ეს შემატყობინეს და მითხრეს, რომ ამ საღამოსვე უნდა დასრულებულიყო… ამ ყველაფრის თავში კი ახლად მოსული ქრისტიან პერსლოი იყო. “ “ლივერპულელები ძალიან მებრძოლი ადმაიანები არიან, ისინი იბრძვიან დასაწყისიდან დასასრულამდე. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი აქ (ლივერპულში), მაგრამ ახლა არ შემიძლია ამაზე ფიქრი, მხოლოდ ჩემი ახლანდელი კლუბის კეთილდღეობაზეღა უნდა ვიფიქრო.” როი ჰოჯსონი ფაქტიურად ლივერპულის ახალი მწვრთნელია. “გასული სეზონის პრობლემები არ იქნება აღმოფხვრილი მალევე, მას ძალიან დიდი შრობა დასჭირდება, რადგან ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნდა შეიცვალოს” – განაცხადა რაფამ. “კლუბი მთლიანად შეცვლილია, ყველანაირი დამოკიდებულება სრულიად შეცვლილია. წინა წელს ჩვენ ასე ახლოს გამარჯვებასთან ჯერ არ ვყოფილვართ, მას მერე ყველა დიდ იმედებს ამყარებდა ჩვენზე, თუმცა დასაწყისიდანვე იყო უამრავი რობლემა და საბოლოოდაც არასახარბიელოდ დასრულდა სეზონი. მე კი ახლა ვხედავ, რომ გულშემატკივრები არ არიან ბედნიერები.” ბენიტესი არ მალავს, რომ დიდი შესაძლებლობაა, დაბრუნდეს მერსისაიდში. “მე ვიძლევი გარანტიას, რომ არ გავყიდი ჩემს სახლს “ლივერპულში”, რადგან ეს მალე იქნება, თუ გვიან, აუცილებლად დავბრუნდები … “ წყარო: guardian.co.uk http://a.pix.ge/j/jmal8.jpg View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts