planetanews Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ორ ქართულ გუნდს დინამოსა და ზესტაფონს მსაჯები დაუნიშნეს. თბილისის დინამო, რომელიც ესტონურ ფლორას დაუპირისპირდება შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება და მატჩს ისრაელიდან ელი ჰაკმონი განსჯის, ხოლო განმეორებით შეხვედრას, რომელიც 8 ივლისს გაიმართება, უკრაინელი იური მოსეიაჩუკი განსჯის. რაც შეეხება ზესტაფონს, ის სან-მარინოს ფაეტანოსთან ითამაშებს და დინამოს მსგავსად 1 ივლისს 20:00 საათზე გამართავს თავის პირველ შეხვედრას საკუთარ სტადიონზე და მატჩს სერბი ვლადო გოჯოვიჩი განსჯის, განმეორებით შეხვედრის მსაჯი კი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts