planetanews Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/img.php2-300x203.jpgგანათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით და სიღნაღის ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით, წელს, ორი კვირით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის ოთხი წარჩინებული მოსწავლე დასასვენებლად გაემგზავრება. კურორტი საქართველოში მათი სურვილის მიხედვით შეირჩევა. dasvenebis periodSi ისინი ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებსაც გაივლიან. ნიჭიერთა ოთხეულმა— ზაურ მირიანაშვილი-ანაგის საჯარო სკოლა, თეონა ტუხაშვილი – წნორის სკოლა-ლიცეუმი ,,ლამპარი 2010,” ანა ქადაგიშვილი – წნორის #1 საჯარო სკოლა და მაკა გელაშვილი – წნორის #3საჯარო სკოლა, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა, რის მიხედვითაც მათ წარჩინებული მოსწავლეების ტიტული მიენიჭათ. კერძოდ, მაკა გელაშვილმა რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადაზე ქართულ ლიტერატურაში პირველი ადგილი დაიკავა, ზაურ მირიანაშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაზე გეოგრაფიაში – მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო თეონა ტუხაშვილი კალიგრაფიაში საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ანა ქადაგიშვილი კი საკუთარი შემოქმედების წარმოჩინებით ქართულ ლიტერატურულ კონკურს ,,ალუბლობაში” გახდა ლიდერი. ოთხეული დასასვენებლად ივლისში გაემგზავრება. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts