Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- ესპანეთი და ჩილე მერვედ ფინალში არიან


Recommended Posts

გუშინ ჯგუფური ეტაპის ერთ–ერთ უკანასკნელ შეხვედრაში ესპანეთმა ჩილა მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. H ჯგუფის ბინადარ ჩილეს და ესპანეთს ბოლო ტურში უნდა გადაეწყვიტათ ერთმანეთის ბედი, რადგან ისინი დამოკიდებულნი იყვნენ ქვე ჯგუფის შეხვედრაზე შვეიცარია – ჰონდურაზე, თუმცა ახლა ამაზე არ შევჩერდეთ და შემდეგ ვისაუბროთ ამ მატჩზე. რაც შეეხება ჩილესა და ესპანეთის დაპირისპირებას, მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ესპანეთი პირველივე წუთებიდან ცდილობდა მეკარე ბრავოს კარის აღებას, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ჩილელი ფეხბურთელები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს ესპანელთა კართან. ჩილელთა მხრიდან გამოსაყოფი არიან, სანჩესი, გონსალესი და ვალდივია, რომლებმაც შეაწუხეს მეკარე კასილასი. ესპანეთი მიხვდა რა, რომ ჩილეს შეტევები არც ისე ხეირიანი იყო, შეტევაზე გადავიდნენ და მატჩის 24–ე წუთზე დავიდ ვილამ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში შესძლო გოლის გატანა. ამის შემდეგ ესპანეთი არ მოდუნებულა და 37-ე წუთზე მცველთა უყურადღებობის გამო ანდრეს ინიესტა ანგარიში ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმი ესპანეთმა 2:0 მოიგო. ჩილე მეორე ტაიმში სახე შეცვლილი გამოვიდა მინდორზე და შეცვლაზე შემოსული როდრიგო მილარმა შეხვედრის 47–ე წუთზე ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 1:2. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელები ცდილობდნენ კარის დალაშქვრას, საბოლოოდ მათი გარჯა უშედეგო აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში ესპანეთმა ეს შეხვედრა 2:1 მოიგო და 1/8 ფინალში ადგილი დაიმკვიდრა და თან გაიყოლა დამარცხებული ჩილეც.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...