jood Posted August 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2008 (edited) ვინმემ იცის როგორ იწერება პროეკტი? მაგალითად რადიო პროეკტი. იწყება ასე: 1. რადიო პროეკტის პირობითი სახელი 2. ქრონომეტრაჟი 3. ანოტაცია (რის შესახებაა) 4. მიზანი (შემეცნებითი, გასართობი, რატომ უდან მოისმინოს მსმენელმა) 5. სეგმენტი (მიზნობრივი ჯგუფი ვისზეა გათვლილი გადაცემა) ეს ყველაფერი კი, ბატონო, მაგრამ რა როგორ უნდა დაიწეროს, ანუ მე სიტყვებს ვამბობ. როგორი სტილი უნდა იყოს, ოფიციალური თუ სასაუბრო/სალიტერატურო... როგორ უნდა მიხვიდე სპონსორამდე და რა უნდა უთხრა რომ დაგაფინანსოს... ანუ ვინმეს თუ აქვს გამოცდილება მსგავს საკითხებში, იქნებ გამომეხმაუროთ... Edited December 2, 2009 by ჭანო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ragadan Posted July 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2009 ვინმემ იცის როგორ იწერება პროეკტი? ერთი ვიცი პროექი არის და არა პროეკტი, დანარჩენი მეც მაინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2009 ragadan ერთი ვიცი პროექი არის და არა პროეკტი, დანარჩენი მეც მაინტერესებსარც პროექი არ არის-პროექტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
✖Tears Don`t Fall Posted July 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2009 1 წლის მერე გაირკვა, რომ პროექტი ყოფილა : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2009 ragadan ვინმემ იცის როგორ იწერება პროეკტი?კონკრეტულად რისი პროექტი გინდა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2009 tb_parazitka როგორ იწერება პროეკტიმე მგონი Word -ში იწერება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
basilauri Posted August 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2009 აუ რას ლაპარაკობთ "პროექი" ვორდში იწერება? მაინც რა არის კაცი რომ ნასწავლია :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted August 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 ვინმემ იცის როგორ იწერება პროეკტი? მაგალითად რადიო პროეკტი. იწყება ასე: 1. რადიო პროეკტის პირობითი სახელი 2. ქრონომეტრაჟი 3. ანოტაცია (რის შესახებაა) 4. მიზანი (შემეცნებითი, გასართობი, რატომ უდან მოისმინოს მსმენელმა) 5. სეგმენტი (მიზნობრივი ჯგუფი ვისზეა გათვლილი გადაცემა) ეს ყველაფერი კი, ბატონო, მაგრამ რა როგორ უნდა დაიწეროს, ანუ მე სიტყვებს ვამბობ. როგორი სტილი უნდა იყოს, ოფიციალური თუ სასაუბრო/სალიტერატურო... როგორ უნდა მიხვიდე სპონსორამდე და რა უნდა უთხრა რომ დაგაფინანსოს... ანუ ვინმეს თუ აქვს გამოცდილება მსგავს საკითხებში, იქნებ გამომეხმაუროთ... პროექტების მეტი რა მაქვს გაკეთებული... :ravic:ათეულობით შევეცდები დეტალურად აგიხსნა: 1. A4 ფორმატის (ჩვეულებრივი ქსეროქსის ფურცლები რომ არის, რაც პრინტერში იდება) თითო გვერდზე უნდა დაბეჭდო; ანუ არავითარ შემთხვევაში ფურცლის ორივე გვერდზე არ აკრიფო ტექსტი! 2. პირველ გვერდზე ფურცლის ცენტრალურ ნაწილში დაბეჭდე პროექტის სათაური, რასაც დაარქმევ, სიტყვაზე: "RADIOHOUSE" დაბოლდე (გაამუქე) და ზომა მიეცი დაახლოებით 36 ან 48, რომელიც მოგეწონება. მერე ენთერით გამოტოვე ერთი ან ორი ხაზი და ფრჩხილებში ჩაწერე სიტყვა პროექტი, აი ასე: (პროქტი), ოღონდ ეს არ დაბოლდო და ზომაც 24-28 მიეცი, მეტი არა. 3. მეორე გვერდზე სათაურის პონტში დაბოლდილი 20-ნი შრიფტით დაწერე სიტყვა შინაარსი და მიუწერე გვერდზე ორი წერტილი: შინაარსი: გამოტოვე ესე 6-7 ხაზი და ჩვეულებრივი (ანუ არაგამუქებული) 16 ზომა შრიფტით ჩამოწერე სარჩევის პონტში ის ქვეპუნქტები, რომლებსაც ფორუმი მოიცავს, თითოეული სიტყვის წინ შენი სურვილით შეგიძლია დასვა ერთნაირი ფიგურები (რომბი, მსხვილი წერტილი, "პტიჩკა" და ა.შ.), ტირე ან სულაც ნუმერაცია გაუკეთო.პუნქტებს შორის, ჩამოთვლის დროს თითო ხაზი გამოტოვე: - პროექტის ხანგრძლივობა -პროექტის წინაპირობა -პროექტის მიზანი -პროექტის არსი (ანუ შინაარსი) -პროექტის ხარჯთაღრიცხვა -პროექტის სავარაუდო შედეგები (დასკვნა) ზუსტად ამ თანმიმდევრობით უნდა გააკეთო ყველაფერი. მესამე გვერდიდან უკვე დაიწყებ და სათაურად ქვეპუნქტის სათაურს დააწერ, როგორც "შინაარსზე" გააკეთე ისე, ანუ დაბოლდავ "პროექტის ხანგრძლივობას", მისცემ შრიფტის ზომას 20-ს და ისე აკრიფავ (ბრჭყალების გარეშე უნდა დაწერო აუცილებლად! ), გამოტოვებ 6-7 ხაზს და მიუთითებ პროექტის ხანგრძლივობას. მაგალითად 1 წელი ან 6 თვე. ოღონდ ამას უკვე 12-ნი, დაუბოლდავი შრიფტით დაწერ. მერე გადახვალ მომდევნო, მეოთხე გვერდზე, ისევ ბოლდით და 20-ნი შრიფთით "პროექტის წინაპირობა", ისევ გამოტოვებ 6-7 ხაზს და 12-ნი დაუბოლდავი შრიფტით დაწერ (და ასე ყველა სხვა პუნქტზე). პროექტის წინაპირობაში იმაზე უნდა დაწერო რამ გიბიძგა ასეთი პროექტის შექმნისკენ, მაგალითად ასეთი ტიპის გადაცემები ქართულ რადიოსივრცეში არ არის, არადა მოთხოვნა დიდია მსენელებში, რამე განსაკუტრებული ცოდნა და უნარები გაქვს მაგ სფეროში ან კონტაქტები და შეძლებ ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდო მსმენელს და ა.შ. ნუ აი რასაც ფიქრობ რა, რატომაც გაგიჩნდა ეგ იდეა და რატომაც თვლი რო ღირს მაგის გაკეთება, ყველაფერი დაალაგე წესიერი სიტყვებით და გამართულად გადაეცი შენი აზრი (ოღონდ მარტივად და გასაგები ენით) "პროექტის მიზანში" დაწერე რას ისახავს შენი პროექტი (გადაცემა და ა.შ.) მიზნად, რა ტიპის, რა ხარისხის პროდუქციის შექმნას და მსმენელთან მიტანას აპირებ, რატომ არის ამის გაკეთება საჭირო ან უბრალოდ კარგი. მოკლედ რის გაკეთებას აპირებ და რატომ.ოღონდ მოკლედ ისაუბრე ამ ყველაფერზე "პროექტის არსი" ყველაზე სერიოზული და ძირითადი პუნქტია, აქ დეტალურად, ყველა ნიუანსის ჩართვით აღწერე შენი პროექტი, დაწყებული ქუდით და ტიხრებით დამთავრებული როდის ვის თუ რას ჩართავ და რამდენ დროს დაუთმობ. ამ ყველაფერს კარგად და დეტალურად რომ აღწერ მერე ცალკე ქვეპუნქტად გააკეთე ქრონომეტრაჟი: ქუდი - 5 წამიმისალმება -15 წამიტიხარი-2წამიწამყვანი-30 წამიტიხარი -2წამიმუსიკა - 4 წუთიტიხარი 2 წამირეკლამა -30 წამი და ა.შ. ნუ რაც გაქვს და როგორც გაქვს და ბოლოს საერთო, სრული ქრონომეტრაჟი დათვალე რაც გამოვა და მიაწერე ბოლოში. "ხარჯთაღრიცხვა"-ში დეტალურად დაითვალე სად რამდენი დაგეხარჯება, ოღონდ იცოდე, შესთავაზე ისეთი თანხა რომელიც სხვის სავარაუდო შეთავაზებაზე დაბალი იქნება შენი და საერთოდ ყველა მონაწილე პირის ხელფასი თუ ჰონორარი არ მიუთითო ციფრებში, მიაწერე "შეთანხმებით" და თუ იმ პირს, ვისაც ეს უნდა წარუდგინო, პროექტი მოეწონება, როგორმე პირადად მორიგდებით მერე ანაზღაურებაზე და ბოლოს, "სავარაუდო შედეგები" (დასკვნა): აი აქ მოგიწევს მტელი შენი რესურსის ჩართვა, ამ პუნქტით უნდა დაარწმუნო სხვები, რა შედეგს მოიტანს ეს პროექტი, ვთქვათ მოიზიდავს უფრო მეტ მსმენელს, შესაბამისად რეკლამით დაინტერესების შანსიც გაიზრდება, რეკლამა ფულს მოიტანს და ა.შ. ხარისხიან პროდუქციას შესტავაზებ მსმენელს ანუ კმაყოფილს დატოვებ, რა ვიცი, კარგად დაფიქრდი და რაც გგონია რო იქნება და გამოვა ხელშეწყობის შემთხვევაში, ის დაწერე. ტყუილი არ დაწერო ოღონდ და ძალიან არ იბაქიბუქო ......... ეხლა შენს კითხვაზე: სპონსორამდე მისვლა საკმაოდ რთულია, სპონსორის "შებმა" კი ბევრად უფრო რთული, განსაკუთრებით ეხლა.თანაც თუ რადიოში გინდა რამე, მე გირჩევდი, რომ ცვეულებრივად ადგე, მიხვიდე რადიოში, იქ იკითხო დირექტორი, რედაქტორი ან ვინმე პასუხისმგებელი პირი და უთხრა, რომ პროექტი გაქვს და გინდა რომ აჩვენო, მიღებით ყველა მიგიღებს და მოსმენითაც მოგისმენენ. მთავარია ეგ ხალხი დაარწმუნო და ეთერი მიიღო როგორმე და მერე იგივენაირად უკვე მიხვალ რომელიმე ძლიერ ფინანსურ კომპანიაში, იქაც ვინმე მენეჯერს იკითხავ, დაუტოვებ ამ პროექტის ასლს და სთხოვ დასპონსორებას. შანსი ძალიან მცირეა. როგორც წესი სპონსორები ახლობლები არიან ხოლმე, მაგრამ თუ ეთერი მიიღე და შენი გადაცემა პოპულარული გახდა, დამიჯერე ეს შანსი ძალიან გაიზრდება. მოკლედ, გაეშვი სპონსორებს და ჯერ რადიოში მიიტანე ეგ პროექტი მადლობა საჭირო არ არის :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
jood Posted August 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2009 ვაიმე ეს ტემა აგარც ახსოვდა რო იყო ვერ დავწერე რო არ ვიცოდი დაწერა და ტავიც მივანებე ეხა ვიფიქრებ ისევ მაგაზე აბა... მარა მისვლა და ეგეტი მიტყდება :შ დებილი ვარ მადლობა ზალიან დიდი ცავუჯდები ამ დგეებსი მარა კიდე მომიწევს სენი სეწუხება კიტხვებიტ როცა დავიწყებ უკვე წერას :ravic: გაიხარე :hello: :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.