Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მოგეხსენებათ ნავთობის მარაგი, ანუ ძირითადი დღევანდელი საავტომობილო საწვავი ულევი არ არის და მრავალი საავტომობილო მწარმოებელი მუშაობს ალტერნატიული ენერგიის, კერძოდ კი ელექტროენერგიის დანერგვაზე საავომობილო წარმოებაში. (წარმოებაში კი არადა ექსპლუატაციაში)

 

დღეისათვის არსებობს რამდენიმე ავტო, რომელიც მუშაობს დენის წყაროზე და ჩაშვებულია სერიულ წარმოებაში, მაგრამ მათ ყველას გააჩნიათ ერთი ძირითადი ნაკლი - აკუმულატორის, ბატარიის დატენვს საკმაოდ ხანგრძლივი დრო, 7-8 საათი სჭირდება, ხოლო მისი ექსპლუატაციის მანძილი იშვიათად სცილდება 100 კილომეტრს. გარდა ამისა, თვითონ ბატარიის ექსპლუატაციის ვადაც (დატენვის რაოდენობა)შეზღუდულია, რაც ერთიორად ზრდის ავტომობილის ექსპლუატაციის ფასს.

 

მოკლედ საავტომობილო წარმოება ჯერჯერობით მზად არაა ავტომანქანისთვის ენერგიის წყაროს შესაცვლელად მინიმუმ 5-10 წლის განმავლობაში.

 

2010 წლის ბოლოს სერიულ წარმოებაში ეშვება შევროლე ვოლტი, რომელი იმუშავებს ელექტროძრავზე. ელექტროძრავი იკვებება ბატარიით, რომელიც 60 კმ მანძილზე ჰყოფნის მანქანას გადასაადგილებლად, ხოლო სრულად დატენვას 3 საათი სჭირდება. 60 კმ გავლის შემდეგ (ამ დროისათვის იხარჯება ბატარიის 70%) ამუშავდება შიდა წვის ძრავა, რომელიც მხოლოდ ელექტრობატარიის დატენვას უზრუნველყოფს და სრულად დატენვის შემდეგ კვლავ გამოირთვება (ბატარიის დატენვაში აგრეთვე მონაწილეობას იღებს აჩქარების შედეგად დაგროვებული ენერგიაც).

როგორც ასეთი, რაიმე მნიშვნელოვან გამოგონებას ელექტროძრავებსა და ბატარიებში ადგილი არა აქვს, უბრალოდ მიგნებულია ორი ძრავის (ელექტრო და შიდაწვის) თანამუშაობის ფაქტიურად იდეალური ვარიანტი. თუ დღის განმავლობაში 60 კმ-ზე მეტს არ გადიხართ, ბენზინი საერთოდ არ იხარჯება და დღეში მხოლოდ 1 ევრო გჭირდებათ მანქანის დასატენად. ხოლო თუ შორ მოგზაურობას აპირებთ შევროლეს ჰიბრიდით 1000 კმ-ს 45 ლიტრი ბენზინითა და სავსე აკუმულატორით უპრობლემოდ გაივლით.

 

 

ველი ინფოს უცხოპლანეტელისგან ტესლაზე და თუ რატომაა სკეპტიკურად განწყობილი ელექტრომობილებისადმი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

 Anima Libera

მოგეხსენებათ ნავთობის მარაგი, ანუ ძირითადი დღევანდელი საავტომობილო საწვავი ულევი არ არის და მრავალი საავტომობილო მწარმოებელი მუშაობს ალტერნატიული ენერგიის, კერძოდ კი ელექტროენერგიის დანერგვაზე საავომო

უცხო_პლანეტელი

ჩემთვის თესლა არის ფავორიტი დიზაინიდან დაწყებული სიმძლავრით დამთავრებული, მაგრამ ელექტრო ავტოს ჭირდება რევულუცია   Fuel cell-ის სახით კონკურენტი ყავს, მაგრამ წყალბადის მიღება არის პრობლემატური

უცხო_პლანეტელი

asesino_141 რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე ერთი საინტერესო სტატია ამ თემაზე, ერთერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს აკუმლიატორის მართვის-თვალყურის სისტემა. მანქანისთვის საჭიროა 10-ბით ერთეული, საერთო ჯა

ტესლას როდსტერი 300 კმ გადის და 4 საათი სჭირდება დასატენად, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს - 110 000 დოლარი ღირს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

110 000 დოლარი ღირს

რა ამბავია :boli:

 

4 საათი სჭირდება დასატენად

რა ამბავია :boli:

 

ტესლას როდსტერი 300 კმ გადის და 4 საათი სჭირდება დასატენად

ბათუმში რო მიდიხარ და სადღაც სამტრედიასთან 4 საათით რომ გაჩერდები "გასაზაპრავკებლად" :018: მაგარია :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

4 საათი 300 კილომეტრში დღეისთვის მგონი საუკეთესო ვარიანტია. 200 კმ-იან ელექტროებს 7-8 საათი ტენიან. მაგალიტად ტატაა მგონი ინდური ჯანდაბა და 20000 ევრო ღირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d4/Tesla_Roadster--DC.jpg

 

მე ძალიან მომწონს ეს მანაქანა, ფრანკურტში მანქანების გამოფენაზე ვნახე. ძალიან სოლიდური მანქანაა.

 

 

ველი ინფოს უცხოპლანეტელისგან ტესლაზე და თუ რატომაა სკეპტიკურად განწყობილი ელექტრომობილებისადმი.

პრობლემები აკუმლიატორების ენრეგიის სიმჭიდოვეში და დატენვის ხანგძლივობაშია.

რეალურად ახალი ტიპის აკუმლიატორებია საჭირო, რომელიც მალე დაიტენება და დიდი რაოდენობის ენერგიას შეინახავს.

ამ მხრივ მიდის კონდესატორის ტიპის აკუმლიატორებზე მუშაობა.

 

ასევე რთულია ზუსტი ენერგო მაჩვენებელი, ანუ რეალურად ვერ საზღვრარვ რამდენი კილომეტრს გაივლი დარჩენილი ენერგიით. და ა.შ.

 

 

ელექტრო ავტოს მერსედიც და სმარტიც უშვებს

 

http://i729.photobucket.com/albums/ww296/FOTOerento/Autovermietung/e-mobility-smart-innen.jpg

 

 

მოგივიანებით ჩამოვწერ სიას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lightning GT

650 ცხენის ძალა

400 კმ

ფასი 220 000 ევრო

 

http://www.hybrid-autos.info/Bilder/Ligthning/Lightning_GT/Auto_2.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

650 ?

 

დარწმუნებული ხარ?

 

ძალიან ბევრია

The car has four separate 120 kW (163 PS; 161 bhp) wheel motors, sourced from British firm PML Flightlink, providing all-wheel drive and regenerative braking (no conventional disc brakes are planned), with a total output of 480 kW (653 PS; 644 bhp).

 

Its body is made from carbon fiber and Kevlar composites.

 

The Lightning GTS accelerates to 97 km/h (60 mph) in less than 4 seconds and has a top speed of 209 km/h (130 mph).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ამბავია :boli:

ნორმალური სპორტული მანქანა რა ღირს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ელექტრომობილის მიზანი ეკოლოგიასთან ერთად ფინანსების ეკონომიაცაა... ეგ არის სუპერქარები ფაქტიურად, რომლის მყიდველი ათეულობით იქნება მთელს მსოფლიოში მხოლოდ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიზანი ეკოლოგიასთან ერთად ფინანსების ეკონომიაცაა.

ჯერ ჯერობიტ ორივეში მოიკოჭლებენ, რადგან დამზადება ძალიან დიდი რესურსებს მოითხოვს, რაც ეკოლოგიაზე ცუდად მოქმედებს.

მაგ. მცირე ლიტრიანი სმარტი და ელექტრო სმარტის შენახვა ერთი ფასი ჯდება, ანუ დიზელი და ელ-ენერგიაში ერთი და იმავე თანხას იხდი, სამაგიეროდ ელექტროზე ბევრად შებოჭილი ხარ. ასევე მანქანის ფასიც გაცილებით ძვირია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონია რომ დღეისათვის ეკონომიურობისა და ფასის გათვალისწინებით ყველაზე კარგი ვარიანტი არის ჰიბრიდები. ეს არის Honda Civic MX ჰიბრიდული ავტომობილი, რომლის წარმოება 2006 წელს დაიწყეს იაპონელებმა. ტიპიური ქალაქის მანქანაა 1339 კუბური მლ ძრავით და 95 ცხენის ძალის სიმძლავრით. ქალაქში წვავს 4 ლიტრ ბენზინს.

 

http://img704.imageshack.us/img704/5778/hondacivichybridnewcolo.jpg

 

http://img688.imageshack.us/img688/1446/japanhybridrear.jpg

 

ესეც Toyota Camry -ს ჰიბრიდი. ამას უფრო მძლავრი, 2.4 ლიტრიანი ძრავი აქვს. სიმძლავრე - 187 ცხენის ძალა

 

http://img693.imageshack.us/img693/5394/toyotacamryhybrid0.jpg

 

http://img189.imageshack.us/img189/1264/toyotacamryhybrid1.jpg

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ჯერჯერობით ჰიბრიდია საუკეთესო ვარიანტი და ჰიბრიდებში მგონი ტოიოტა (ლექსუსი) ყველაზე წინაა.

 

მაგრამ მე რომელი ჰიბრიდიც აღვწერე ის გამოყენების თვალსაზრისით უფრო მომგებიანია. ავტომობილი მხოოდ ელექტრო ძრავზე მუშაობს და ბენზინის ძრავი მხოლოდ აკუმულატორს ტენის. როცა აკუმულატორი 30% დაბლა ჩამოდის მასინ ირთვება ბენზინი და ტენვას იწყებს. რომ დაიტენება მგონი 50%, შემდეგ ისევ გამოირთვება.

 

დღეში 60 კმ მეტს თუ არ გადიხარ, ბენზინის ძრავი საერთოდ არ ირთვება და საერთოოდ არ ხარჯავ ბენზინს. აკუმულატორს სრული დატენვისთვის 3 საათი სჭირდება და 1 ევრომდე იხარჯება.

 

ჩემის აზრით ესაა ყველაზე კარგი ვარიანტი დღეისთვის. წლის ბოლოს გამოდის ეგ შევროლე ვოლტი, ხოლო ოპელ ამპერა, ფაქტიურად იგივე მანქნა, ოდნავ იქნება გაუმჯობესებული და 2011 წელს გამოვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეში 60 კმ მეტს თუ არ გადიხარ, ბენზინის ძრავი საერთოდ არ ირთვება და საერთოოდ არ ხარჯავ ბენზინს. აკუმულატორს სრული დატენვისთვის 3 საათი სჭირდება და 1 ევრომდე იხარჯება.

 

საბოლოვო ბალანსი ვითომ უკეთესი აქვს?

სავარაუდოდო გენერატორი შიგაწვის ძრავით იეტება, ანუ მისი გარდაქმნა ხდება ჯერ ელექტრო ენერგიად და შემედეგ აკუმლიატორი იტენება და სემდეგ ისევ ელექტრო მოტორი იძვრება მაგ ენერგიით, ანუ პირდაპირი გამოყენების ნაცვლად ხდება ბენზინის შემოვლითი გზით ხარჯვა, რაც მის რეალურ ეფექტურობას შეამცირებს.

ერთადერთი დადებით რაც არის(პირველი შეხედვით) ეს არის პორტაბელური გენერატორის თან ქონა, მაგრამ საბოლო ენერგო ბალანსში არამგონია დადებითი იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...