Jump to content
Planeta.Ge

აშშ-რუსეთი: სრული იდილია


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg

 

ბენ ფელერი

 

ვაშინგტონი – შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტებმა ხუთშაბათის მზიანი დღე კარგად გაატარეს: მიირთვეს „ბურგერები“, „ტვიტერზე“ ისაუბრეს, პარკში გაისეირნეს

 

არანაირი სამიტები, არანაირი სანქციები, არანაირი ხელშეკრულებები შეიარაღებაზე, მაგრამ ერთი შეთანხმება – ქათმების ექსპორტზე – მათ მაინც გააფორმეს.

 

ყველას თვალწინ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ურთიერთობებში ახალი დღე დადგა. ამ დღეს ბირთვულ შეიარაღებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ხუთშაბათი, როდესაც ობამა პირველად მასპინძლობდა თეთრ სახლში მედვედევს, დიდწილად დასამახსოვრებელი იმით გახდა, თუ როგორ კარგად ურთიერთობდნენ ისინი, როგორც ორი კარგი მეგობარი.

 

კარტოფილს „ბურგერით“ მიირთმევთ? დიახ, მივირთმევთ. მათ  „ბურგერი“ ერთმანეთსაც კი გაუნაწილეს.

 

ეს ამ ორი ქვეყნისთვის, რომლებიც ცივი ომის დროს ერთმანეთის განადგურების ზღვარზე იდგნენ, ხოლო ორი წლის მტრულ ურთიერთობებს დაუბრუნდნენ, ძალიან სიმბოლური იყო.

 

ხოლო ობამას ამ არანორმალურად ცხელ დღეს ძალიან რთულ კვირაში, დასვენებისთვის მოულოდნელი შესაძლებლობა მიეცა.

 

თეთრ სახლში დიდწილად იმაზე საუბრობდნენ, თუ როგორ მოულოდნელად გადაწყვიტეს პრეზიდენტებმა ვირჯინიის კაფეში „ჩიზბურგერებზე“ გასეირნება და ნაკლებად იმაზე, თუ რა საკითხებს განიხილავდნენ ისინი.

 

ობამამაც კი აღიარა, რომ საუბრის თემები მასაც ცოტა არ იყოს ეუცხოვა.

 

„იცით, ძალიან უცნაურია როდესაც შენ და შენი რუსი კოლეგა ისტორიულ შეხვედრაზე სხედხართ და ქათმებზე საუბრობთ“ – სთქვა ობამამ რუსეთში ამერიკული მეფრინველეობის პროდუქციის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ.

 

მაგრამ სინამდვილეში მისი თქმით, ეს საკითხი მრავალ მილიარდ დოლარს ეხება, ასევე რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ფაქტის მაჩვენებელია, კერძოდ კი იმის, შესწევთ თუ არა უნარი შეერთებულ შტატებს და რუსეთს განიხილონ საკითხები ბირთვული უსაფრთხოების პრობლემების მიღმა, რომელზეც ბოლო თვეებში მხარეებმა კონკრეტულ პროგრესს მიაღწიეს.

 

ახლა მათ შეუძლიათ ვაჭრობაზე, ტექნოლოგიებზე, კოსმოსსა და სპორტზე უფრო მეტი ისაუბრონ.

 

მომღიმარი ობამა სულაც არ ჰგავდა გუშინდელ ობამას, რომელსაც ავღანეთში აშშ-ს და ნატო-ს ჯარების მთავარსარდლის სტენლი მაკკრისტალის გადაყენება მოუხდა იმ ჟურნალისტური სტატიის გამო, რომელშიც ეს სამხედრო მეთაური და მისი თანაშემწეები ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს დასცინიან და მკაცრად აკრიტიკებენ.

 

„ჩვენ შეგვიძლია გადავყაროთ ეს წითელი ტელეფონები, რომლებიც მაგიდებზე დიდი ხნის განმავლობაში გვეწყო“ – სთქვა ობამამ, გაიხსენა რა აშშ-რუსეთის შემაშფოთებელი ურთიერთობების სიმბოლო. ობამას თქმით, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, რადგან ისინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ არიან დარეგისტრირებულები, თუმცა პრეზიდენტმა საიტს შეცდომით „ტვიტერსი“ უწოდა.

 

ობამამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ავღანეთის გამო სამხედრო ხელმძღვანელობაში სხვა ცვლილება აღარ განხორციელდება, თუმცა ის ყურადღებით დააკვირდება საკუთარ გუნდს. მედვედევს არ სურდა ამ თემაზე საუბარი და მხოლოდ ოცდაათი წლის წინ ავღანეთში ავადსახსენებელი საბჭოთა ინტერვენცია გაიხსენა.

 

„მე მეგობრული ურთიერთობები მაქვს პრეზიდენტ ობამასთან“ – უპასუხა მან ჟურნალისტს – „მაგრამ ვცდილობ მას არარეალური რჩევები არ მივცე“.

 

პრეზიდენტები მთელ რიგ საკითხებზე სოლიდარულები იყვნენ:

 

–       ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია ყირგიზეთში, სადაც იქაური პრეზიდენტის დამხობის შემდეგ სისხლისმღვრელი შეტაკებები დაიწყო;

 

–        რუსეთის მისწრაფება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რომელიც მუდმივად იდება. ობამამ სრულად დაუჭირა მხარი ამგვარ მისწრაფებას და განაცხადა, რომ ამაში მთელი მსოფლიოა დაინტერესებული;

 

–        შეთანხმებული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ორივე ქვეყნის კანონმდებელთა მიერ აშშ-ს და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციის უზრუნველყოფაზე.

 

ისინი კონფლიქტურ თემებზეც კი ოპტიმიზმით საუბრობდნენ.

 

შეერთებულ შტატებს რუსეთთან დღემდე აქვს არსებითი უთანხმოება ორი წლისწინანადელი რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე, მაშინ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობამ მკვეთრად იმატა. ობამა კოდირებული ფრაზებით საუბრობდა, განაცხადა რა რომ – „ჩვენ ეს უთანხმოებები გულწრფელად განვიხილეთ“. მედვედევი მას დაეთანხმა.

 

პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად ურთიერთობები განვითარდება.

 

ურთიერთობებში ჰარმონიაზე კი ყველაზე უკეთ თეთრი სახლიდან პრეზიდენტის „ბურგერებზე“ „გაპარვა“ მიუთითებს.

 

ის თუ როგორ ისხდნენ ობამა და მედვედევი მაგიდასთან რესტორანში თარჯიმნებთან ერთად და საუზმობდნენ, დღის კადრად იქცა.

 

„საინტერესო, ტიპური ამერიკული ადგილია“ – იხსენებდა მოგვიანებით მედვედევი თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე – „შეიძლება ჯანმრთელობისთვის არც ისე სასარგებლოა, სამაგიეროდ ძალიან გემრიელია და ამერიკულ სულს გრძნობ“.

 

აქამდე მედვედევი და ობამა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ, მათ შორის მოსკოვში შარშან ზაფხულში, მაგრამ ობამამ 17 თვის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში პირველად უმასპინძლა და მედვედევს მართლაც გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს.

 

შეერთებული შტატების სავაჭრო პალატაში მოსახვედრად, რომელიც თეთრი სახლისგან ერთი კვარტლის მოშორებით მდებარეობს, პრეზიდენტებმა საკუთარ საავტომობილო კორტეჟებს გაუსწრეს. შეხსნილი პიჯაკებით მათ პარკი ლაფაიეტი ფეხით გაიარეს. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პარკი ტურისტებისგან გაათავისუფლეს.

 

მედვედევმა პირობა დადო, რომ მომავალ ვიზიტამდე ობამასთან მუდმივ კავშირზე იქნება.

 

ამ მომენტის ხაზგასასმელად, მედვედევმა სთქვა, რომ ისინი ტელეფონით მართლაც საუბრობენ და ბოლოს მან ამ მხრივ რეკორდიც კი დაამყარა – 1 საათი და 45 წუთი.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...