Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ყველაფერი ცუდი წარსულს გავატანე…


Recommended Posts

http://a.pix.ge/q/kzzi1.jpgფერნანდო ტორესის ოფიციალურმა საიტმა ფეხბურთელის საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა.“ესპანეთის ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა უკვე გავაცნობიერეთ, რომ ჩილესთან მატჩში, პირველ ტაიმშივე გვჭირდება მოგება. თუ ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილას აღმოვჩნდებით, ეს შესანიშნავი იქნება, მაგრამ თუ მაინც მეორე ადგილს დავჯერდებით, არც ეს იქნება ურიგო ჩვენთვის.

 

ჩილე შესანიშნავი ნაკრებია უამრავი კარგი ფეხბურთელით. ისინი სწრაფები არიან და მოწინააღმდეგე გუნდის თითოეული მოქმედება წინასწარვე აქვთ გათვლილი. მსოფლიო ჩემპიონატი შანსია ყველასთვის. მუნდიალი ყველას ოპტიმიზმით ავსებს, ფეხბურთელებსაც და მათ გულშემატკივარსაც.

 

რაც შემეხება მე, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ცუდი წარსულს გავატანე…

 

სამხრეთ აფრიკაში ჩამოსვლამდე, ბევრს ვკითხულობდი ამ ქვეყნის შესახებ. გავეცანი მის ისტორიასაც. ამ ქვეყნაში თავს მშვიდად ვგრძნობ. უამრავი ფანი ვნახე. მათთან ვალი მქონდა… ისინი მე მგულშემატკივრობდნენ და ახლაც მგულშემატკივრობენ. ახლა ვხვდები, რომ მათთან ათასობით კილომეტრი მაშორებდა.

 

აქ თბილი ხალხი ცხოვრობს. მატჩის შემდეგ ისინი სასტუმროსთან ილოდებიან, ცეკვავენ და მღერიან. იმ წუთას ჩემზე ბედნიერი და ამაყი ალბათ არავინაა ხოლმე. ვხვდები, რომ ალბათ მათი მოწონება დავიმსახურე და საერთოდ, რაღაც გამიკეთებია…”

 

წყარო: liverpoolfc.tv

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...