Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მედვედევმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მესამე შეხვედრა მოიწვია.


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg

 

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, სანკ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის თანმდევ შეხვედრებზე ყარაბახის კონფლიქტის გადაწყვეტის მოსაძიებლად სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შეხვდა.

 

მედვედევმა 2008 წლის მაისში მედვედევის ინაუგურაციის , ეს უკვე მეექვსეა ასეთ სამმხრივ შეხვედრებს შორის. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ორმა მხარემ გადადგა ნაბიჯი პროგრესისკენ და შეამცირა უთანხმოებები  სადავო საკითხების გარშემო.

 

 

პირველი ასეთი სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მოსკოვის მახლობლად 2008 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამივე პრეზიდენტმა გაავრცელა დეკლარცია, რომელშიც ოფიციალურად დაადასტურეს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი თავისი ერთგულება, თანახმად ე.წ. მადრიდის პრინციპებისა, რომელიც  ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ შეიქმნა და ორივე მხარეს  2007 წლის ნოემბერში გადაეცა.

 

მედვედევთან შემდეგი შეხვედრის შემდეგ, რომელიც 2010 წელს სოჭში შედგა, იტყობინებოდნენ რომ ორმა პრეზიდენტმა მიაღწიეს შეთანხმებას ”პრინციპების” განახლებული ვერსიის პრეამბულის ფორმულირებებთან დაკავშირებით.  ეს პრეამბულა თითქმის ნამდვილად ადასტურებს მათ საერთო ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი.

 

მაგრამ შემდგომი პროგრესი დაიბლოკა თურქეთის დაჟინებული მოთხოვნის (აზერბაიჯანის დავალებით) გამო. ის  მოითხოვდა, რომ სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დარეგულირების იმ დოკუმენტის რატიფიცირება, რომელსაც ხელი გასულ ოქტომბერს ჟენევაში მოეწერა,  დაკავშირებოდა ყარაბახის გარშემო მდებარე და სომხეთის კონტროლს დაქვემდებარებული 7 რაიონიდან, სულ ცოტა რამდენიმეს  გათავისუფლებას სომხური შენაერთებისგან.

 

როგორც ცნობილი გახდა, ”მადრიდის პრინციპების” სულ ბოლო ვარიანტი,  სომხების მიერ კონტროლირებადი 5 აზერბაიჯანული რაიონიდან (ასეთი სულ შვიდია) სომხური ძალების ეტაპობრივ გამოყვანას შეიცავს (Agdam, Fizuli, Jabrayil, Zangelan and Qubadli), მაგრამ არაა დაზუსტებული რა ვადაში და რა თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს ეს ოპერაცია.  დოკუმენტი მხარს უჭერს ”ახალ მოდალობას” ლაჩინის კორიდორისთვის, რომლის მეშვეობითაც მთიანი-ყარაბახი სომხეთის რესპუბლიკას უკავშირდება და ქელბაქარის რაიონისთვის, რომელიც ყარაბახსა და სომხეთს შორისაა მოქცეული.

 

აზერბაიჯანის ახალი ამბების სააგენტო 1news.az 17 აპრილს იმოწმებდა თურქულ ყოველდღიურ გაზეთს “Hurriyet”-ს და წერდა, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტს ასეთი რამ უთხრა – აზერბაიჯანული რაიონების აგდამისა და ფიზულის გათავისუფლება ”სასურველი” პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით მთიანი-ყარაბახის ცენტრალური ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი სტეპანაკერტი და მახლობელი ქალაქი შუშა, აზერბაიჯანული  შეტევებისთვის მოწყვლადი გახდებოდა.

 

აპრილის შუა რიცხვებიდან პოლიტიკოსები სომხური ჯარების მოსალოდნელი გამოსვლის განრიგის  სხვადასხვა ვარიანტის შესახებ ალაპარაკდნენ. მაისის ბოლოს day.az-მა გამოაქვეყნა აზერბაიჯანელი პარლამენტარის ტაჰირ რზაევის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ სომხებმა ხუთივე რაიონი ერთდროულად უნდა დატოვონ. ის ამბობდა, რომ ამ ნაბიჯს აზერბაიჯანისთვის ”სტრატეგიული მნიშვნელობა” აქვს. ამავე დროს მისი განცხადებით, ბაქო კომპრომისის სახით 2+3+2 მოდელსაც დაეთანხმებოდა (ჯერ აგდამი და ფიზული, მერე ჯაბრაილი, ზანგელანი და ქუბადლი, შემდეგ ლაჩინი და ქელბაქარი).

 

მოგვიანებით  აზერბაიჯანის ”ნაციონალ-სოციალისტური პარტიის” თავმჯდომარემ როვშან გუსეინოვმა იმავე  საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ  მისი აზრითაც,  ოკუპირებული რაიონებიდან ჯარის ეტაპობრივი გამოყვანა სომხეთს მოწესრიგების პროცესის გაწელვის საშუალებას მისცემს. ის ამტკიცებდა, რომ ოკუპირებული რაიონები დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს.

 

არ არის ცნობილი უკავშირდებოდა თუ არა  პროგრესი, რომელსაც პეტერბურგის შეხვედრაზე მიაღწიეს, აზერბაიჯანული ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარის გამოყვანის განრიგს. ოფიციალურად არც არავის დაუდასტურებია და არც უარყვია და  არც მედიაში არ გამოჩენილა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი მედვედევი თავისი აგვისტოს ვიზიტის დროს ერევანში აპირებს მადრიდის დაზუსტებული პრინციპების ჩატანას. დოკუმენტი თავდაპირველად სომხური ჯარის გაყვანას ითხოვდა არა მხოლოდ აგდამიდან და ფიზულიდან, არამედ კელბაქარიდანაც.

 

ამავე დროს,  რუსული ყოველდღიური გამოცემა ”ვერსია”, რომელიც დროდადრო  რუსეთის მთავრობის სხვადასხვა წევრის სახელით სასინჯ ბურთებს უშვებს, 14 ივნისს ციტირებდა უცნობ წყაროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან. წყაროს თქმით, რომ სულ რამდენიმე თვეში, შესაძლოა აგვისტოს დასაწყისშიც რუსეთის სამშვიდობო ჯარები განთავსდნენ არ-აღიარებული მთიანი-ყარაბახის რესპუბლიკაში. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი საფარ აბიევი წელს უკვე ორჯერ იყო მოსკოვში ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად.

 

იტყობინებიან, რომ თურქეთმა ირეაგირა  რუსეთის ამ გეგმაზე და აზერბაიჯანის პარლამენტარები გააფრთხილა – ის დაუყოვნებლივ გასცემს პასუხს ამ ნაბიჯს და აზერბაიჯანულ ექსკლავში, ნახჭევანში, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად,  ჯარს გააგზავნის. ”ვერსია” შემდგომ ციტირებდა აზერბაიჯანის ადმინისტრაციის ვეტერან ჩინოვნიკს, ალი ჰასანოვს, რომლის თქმითაც, თურქეთის ჯარებს სამხედრო თანამშრომლობის არსებული სამხედრო შეთანხმების საფუძველზე, უფლება აქვთ შევიდნენ ნახჭევანში.

 

ზოგიერთი აზერბაიჯანელი ექსპერტი ეჭვის ქვეშ აყენებს ”ვერსიის” სტატიის მართებულობას. აზერბაიჯანელი პარლამენტარმა ზაჰიდ ორდუჯმა ყოველდღიურ ინტერნეტ-გამოცემას echo-az.com-ს განუცხადა, რომ მას სტატია დეზინფორმაციად მიაჩნია. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ  ამ ბოლო დროს აზერბაიჯანის მიერ მიღებული სამხედრო დოქტრინის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს ჯარების დისლოცირება უნდა ჩატარდეს იმ საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად, რომელზეც აზერბაიჯანს ხელი აქვს მოწერილი.

 

სამშვიდობო ჯარის განთავსება  (რუსული ან საერთაშორისო) ყარაბახსა და გარემომცველ რაიონებში, ალბათ, დამოკიდებულია სომეხ და აზერბაიჯანელ პრეზიდენტებზე, რომლებმაც მადრიდის პრინციპებს ოფიციალურად მოაწერეს ხელი. სწორედ ამ დოკუმენტამა შექმნას  ყოველმხრივი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი. ხელმოწერა ”პრინციპებზე” ასევე გზას უხსნის მოლაპარაკებების მაგიდასთან მთიანი-ყარაბახის წარმომადგენლების დაბრუნებას.

 

ორიგინალი

 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...