Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge სტალინის დაცემა უკანასკნელ ბასტიონში – მის მშობლიურ ქალაქში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/telegraph.jpg

 

პარასკევს ღამით, ყოფილი საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში მისი ძეგლი პოსტამენტიდან მოხსნეს.     

 

საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის მაღალი ქანდაკება გორის ცენტრალური მოედნიდან  ხელისუფლებამ შუაღამისას მოხსნა.

 

ქალაქში სადაც სტალინი დაიბადა, მის ექვს მეტრიან ბრინჯაოს ქანდაკებას ცენტრალური მოედნიდან მისივე სახელობის მუზეუმის ეზოში გადაიტანენ, ხოლო ქალაქის ცენტრში მას 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული ადამიანებისადმი მიძღვნილი მონუმენტი შეცვლის.   

 

თბილისიდან დასავლეთით, 50 მილის მოშორებით მდებარე ამ  პატარა ქალაქში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და პოლიციამ ქანდაკების დემონტაჟი წინასწარი გაფრთხილების გარეშე განახორციელა. პოლიციამ ოპერაციის სენსიტიურობას ხაზი გაუსვა იმით, რომ შეეცადა სატელევიზიო კამერებისთვის მოვლენის გადაღების საშუალება არ მიეცა.

 

„ეს ძალიან მოულოდნელი იყო“, – ამბობს ადგილობრივი ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი. „ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ძალიან გაბრაზდება“.

 

„ქანდაკებას სტალინის მუზეუმის ეზოში გადაიტანენ“, – მოგვიანებით ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში  განაცხადა ქალაქის მუნიციპალიტეტის ლიდერმა. „ამ ადგილას კი აღიმართება რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მონუმენტი“.

 

სტალინის კულტის გარეგნული გამოხატულების ყველა ნიშანი 1953 წელს ბელადის გარდაცვალების შემდეგ წაშალეს, როგორც საქართველოში ასევე მთელ საბჭოთა კავშირში, მაგრამ მის მშობლიურ ქალაქში, სადაც ეს ძეგლი სტალინის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე გაიხსნა, მას ბევრი ადამიანი პატივს სცემდა.            

 

ეს სტალინის დარჩენილ მცირერიცხოვან ძეგლთაგან ერთ–ერთი იყო.

 

„ამ ქანდაკების სანახავად და მისთვის პატივის მისაგებად გორში ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდა“, – თქვა ნუგზარ ლამაზოვმა, რომელიც მეზობელ სოფელში ცხოვრობს.    

 

დიქტატორი, რომელიც საყოველთაო გმობის ობიექტია და  პოლიტიკურ რეპრესიებში, მშრომელთა ბანაკებსა და სასოფლოსამეურნეო კოლექტივიზაციის პროცესში მილიონობით ადამიანის დაღუპვაზეა პასუხისმგებელი, მისი მხარდამჭერები გმირად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სტალინის ხელმძღვანელობის გარეშე საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიას ვერ დაამარცხებდა და ინდუსტრიულად ვერ განვითარდებოდა.        

 

ბევრი ქართველისთვის, მათ შორის პრო–დასავლელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის, ეს მონუმენტი მოსკოვის გახანგრძლივებული გავლენის სიმბოლო იყო ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ამ პატარა ერმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.   

 

2008 წლის ხუთდღიან რუსეთ–საქართველოს ომში გორი ყველაზე მეტად დაზარალდა. იბომბებოდა ქალაქის ცენტრალური მოედანი ქანდაკების ირგვლივ და მიმდებარე შენობები. სტალინი რომლის ნამდვილი გვარიც ჯუღაშვილი იყო, საბჭოთა კავშირს 1924 წლიდან გარდაცვალებამდე მართავდა.

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...