planetanews Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ხელისუფლებამ საქართველოში აიღო საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის ძეგლი, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში, გორში მთავარ მოედანზე იდგა. ექვსმეტრიანი ბრინჯაოს სკულპტურა შუა ღამისას, გამოცხადების გარეშე ჩამოიღეს პედესტალიდან. ძეგლს გორში სტალინის მუზეუმში გადაიტანენ, განაცხადა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზვიად ხმალაძემ. მის ნაცვლად 2008 წლის რუსულ-ქართული ომის მსხვერპლთა მონუმენტი დაიდგმება. გორი 2008 წლის ხანმოკლე კონფლიქტის დროს რუსეთის ძალების მიერ დაიბომბა. ჟურნალისტმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ პოლიცია შეეცადა აღეკვეთა რეპორტიორების მიერ ძეგლის მოხსნის პროცესის გადაღება. ცენტრალურ მოედანზე ”აღიმართება ახალი მონუმენტი, რომელიც რუსეთის აგრესიის მსხვერპლთ მიეძღვნება” – განაცხადა ხმალაძემ. დებატების საგანი სტალინის ძეგლი გორის ცენტრში 1950 წლიდან იდგა და ქალაქის ბინადართაგან ბევრი ყოფილი საბჭოთა ლიდერის გამო კვლავინდებურად ამაყობს. ეს ყოფილ საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ შემორჩენილ მცირერიცხოვან ძეგლთაგან ერთ-ერთი იყო. მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, სტალინისა და ლენინის ძეგლები ხალხმა მთელს ქვეყანაში ჩამოაგდო. თუმცა გორში ასობით ადამიანი შეიკრიბა და ძეგლის ხელის ხლება არ დაუშვეს. ამას წინათ ძეგლის ბედი საქართველოში დებატების საგნად იქცა, რადგან იმ პორო-დასავლური ”ვარდების რევოლუციის” მომხრენი, რომელმაც 2004 წელს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა, მის მოხსნის სასარგებლოდ არგუმენტებს იშველიებდნენ. იოსებ სტალინი ქალაქ გორში, მოკრძალებულ ოჯახში 1979 წელს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ 1917 წელს, როდესაც ბოლშევიკებმა ხელისუფლება მიიტაცეს, ის გადამწყვეტი ფიგურა არ იყო, რევოლუციის შემდეგ სტალინი კომუნისტური პარტიის რიგებში სწრაფად მიიწევდა წინ და 1924 წელს, ლენინის სიკვდილის მერე მან უდავო ლიდერის პოზიცია დაიკავა. მის მიერ სასოფლოსამეურნეო სექტორში ძალადობრივად განხორციელებულმა კოლექტივიზაციამ, მილიონობით ადამიანის სიცოხლე შეიწირა, ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს და 1930-იანი წლების წმენდების დროს მილიონობით ადამიანი გადაასახლეს. მისი სიკვდილის შემდეგ, ”დესტალინიზაციის” პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ სტალინის კულტის დემონტაჟი დაიწყო. ყოფილ საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ ბევრია ლენინის ძეგლი, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა ლიდერის მავზოლეუმი მოსკოვში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts