Jump to content
Planeta.Ge

10 ათასი დევნილი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა


Recommended Posts

10 ათასი დევნილი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა

 

საკუთარ სახლებს უკვე 10 ათასი დევნილი დაუბრუნდა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის კობა სუბელიანის განაცხადებით, დევნილების გადაყვანა ამ დრომდე გრძელდება. კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში მყოფებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ავტობუსები ადგილზე მისვლით ემსახურებათ, ხოლო ნათესავებთან დაბინავებული დევნილებისათვის თბილისის სხვადასხვა რაიონში, 8 ობიექტზე მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსებია მობილიზებული.

 

სუბელიანის თქმით, სულ თბილისის მერიამ დევნილების გადასაყვანად 400 ავტობუსი გამოყო. თბილისიდან საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პ[ირთა დაბრუნება დაახლოებით 4-5 დღე გაგრძელდება. რაც შეეხება მათთვის დარიგებულ ჰუმანიტარულ დახმარებას, სუბელიანი აღნიშნავს, რომ ნივთები თუ საკვები პროდუქტები, რომელიც დევნილებს გადაეცათ მათი საკუთრებაა.

 

მისი თქმით, გორში გაგზავნილია სპეციალური ჯგუფები, რომელიც ზარალის ათვლას უზრუნველყოფენ. როგორც სუბელიანმა აღნიშნა, ზარალის აღწერის შემდეგ განისაზღვრება დახმარების ოდენობა, ხოლო დამწვარი სახლების ადგილას ფინური ტიპის სახლები დაიდგმება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...