planetanews Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 </p>/get_img?NrArticle=1791&NrImage=20 სტალინის ძეგლის აღება გორში გორში, სტალინის მუზეუმში, ჯერჯერობით არ იციან, როდის მიიტანენ მათთან სტალინის მონუმენტს. მოხსნილი მონუმენტის ადგილსამყოფელი კი ხელისუფლების მიერ გასაიდუმლებულია, ერთ-ერთი ვერსიით, იგი სამხედრო ბაზაზე ინახება. გორელმა სტალინისტებმა და კომუნისტებმა მხოლოდ დილით შეიტყვეს , რომ წუხელ საბჭოთა დიქტატორის მონუმენტის დემონტაჟი მოხდა. მოხუცებულები ცრემლებს ვერ იკავებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის, რაც ხრუშოვმა 1956 წელს ვერ შეძლო, სააკაშვილმა წუხელ შეასრულა. ღამის ორ საათზე სტალინის მონუმენტის დემონტაჟს გორელების ნაწილი აპლოდისმენტებით შეხვდა, მათი აზრით, ძეგლი უფრო ადრეც უნდა აეღოთ ცენტრალური მოედნიდან. 1 წლის წინათ ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყო აქცია მონუმენტის მუზეუმში გადატანის მოთხოვნით, დღეს ეს ახალგაზრდები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. გორელების დიდი ნაწილი ღამის საათებში ძეგლის დემონტაჟის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ, მათი აზრით, ჯერ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, წინასწარ მომზადებულიყო სათანადო ადგილი და შემდეგ განხორციელებულიყო დემონტაჟი. მონუმენტის დემონტაჟს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. როგორც ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლადო ბიჭაშვილი ამბობს, მას და ოპერატორს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერა წაართვეს და კადრების ნაწილი წაუშალეს. ბიჭაშვილის ინფორმაციით, სამხარეო პოლიციის უფროსის საქმეში ჩართვის შემდეგ, კამერა დაუბრუნეს. ტელეკომპანია ამჟამად კონსულტაციებს ახალგაზრდა იურისტებთან მართავს და მოითხოვს, რომ საქმე პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე აღიძრას. სტალინის ძეგლის დემონტაჟზე განცხადება კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ გააკეთა. მისი თქმით, ცენტრალურ მოედაანზე სტალინის ძეგლის ნაცვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში , ასევე საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგმება.. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts