FIORENTINO Posted August 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2008 რუსმა სამხედროებმა ფოთში "ასოშეითედ პრესის" ჟურნალისტები დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ჯარები ფოთში საგუშაგოებს არ ტოვებენ. ამ ეტაპზე ქალაქში 2 საგუშაგოა განთავსებული, ერთი ქალაქის შესასვლელთან, მეორე კი - ნაბადის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რუსი სამხედროები დღეს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. მათ საინფორმაციო სააგენტო "ასოშეითედ პრესის" ჟურნალისტები დააკავეს. სააგენტოს გადამღები ჯგუფი საგუშაგოს გადაღებას ცდილობდა, რუსმა სამხედროებმა კი მათ ტექნიკა გაუნადგურა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ჯგუფი დააკავა. ამ დრომდე დაკავებული ჟურნალისტები ფოთის პოლიციის შენობაში იმყოფებიან. რუსი ოკუპანტები სანგრების თხრას ისევ განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ რუსი სამხედროები, რუსეთის ფედერაციის გენშტაბის გადაწყვეტილების თანხმად, ფოთის ტერიტორიას აშშ-დან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ხომალდების შემოსვლამდე არ დატოვებენ. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.