FIORENTINO Posted August 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2008 თემურ იაკობაშვილი ამერიკელ სენატორს რიჩარდ ლუგანს შეხვდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციების საკითხებში თემურ იაკობაშილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს რიჩარდ ლუგანს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა და ამერიკული მხარისგან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებებზე სრული მხარდაჭერის პირობა მიიღო. როგორც ლუგანთან შეხვედრის შემდეგ თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსაც. "რიჩარდ ლუგანმა აღნიშნა, რომ საქართველო მიიღებს სრულ დახმარებას დევნილების პრობლემის მოსაგვარებლად, საუბარი იყო სამხედრო დახმარებაზეც. ლუგანმა აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოს შეიარაღებაზე იზრუნებს", - აცხადებს იაკობაშვილი. მისი თქმით, რაც შეეხება დიპლომატიურ ზეწოლას, ამას საქართველო სოჭის ოლიმპიადის მეშვეობით განახორციელებს. "იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო რუსეთზე სამხედრო ზეწოლას ვერ განახორციელებს, არსებობს ალტერნატიული რიგი თემები. რუსეთი ზამთრის სოჭის ოლიმპიადას ადვილად ვერ ჩაატარებს, იმ შემთხვევაში თუ მაინც შედგება ოლიმპიადა, მასში მონაწილეობას არ მიიღებენ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა. რიჩარდ ლუგანს დღესვე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან და პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთან. ამის შემდეგ იგი დევნილებს შეხვდება. დღის ბოლოს ამერიკელი სენატორი შემაჯამებელ პრესკონფერენციას აშშ-ს საელჩოში გამართავს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.