Jump to content
Planeta.Ge

ოს სეპარატისტებს დამატებითი საგუშაგოები უნდათ


Recommended Posts

ოსი სეპარატისტები რუსებს დამატებიტი "სამშვიდობო" საგუშაგოების გახსნის თხოვნით მიმართავენ

 

ოსი სეპარატისტები რუსებს დამატებიტი "სამშვიდობო" საგუშაგოების გახსნის თხოვნით მიმართავენ. ახალი პოსტების გახსნის წინადადება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში თვითაღიარებული რესპუბლიკის დე-ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბორის ჩოჩიევმა დააყენა.

 

"ლენინგორის რაიონში კვლავ ხდება ქართული არმიისა და პოლიციის კონცენტრირება. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, ამიტომ ვთხოვთ რუსეთს ლენინგორის მოსაზღვრე ზონაში დამატებითი სამშვიდობო ძალები განალაგონ", - განაცხადა ჩოჩიევმა.

 

ქართული სამხედრო ქვედანაყოფების ცხინვალის რეგიონთან კონცენტრაციის შესახებ განცხადება სეპარატისტული მთავრობის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილი ლუნევმაც გაკეთა.

 

აღსანიშნავია, რომ ჩოჩიევმა და ლუნევმა ინფორმაციას გადაუმოწმებელი უწოდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...