Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პრეზიდენტის განცხადება-საკადრო ცვლილებები


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი დაინიშნა, მის მოადგილედ კი –რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი.

 

ტყეშელაშვილის ყოფილი თანამდებობა საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა დაიკავა.

 

დღესვე პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერმა გილაურმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებაც ისაუბრეს.

 

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გარდაიქმნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ. მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა ვერა ქობალია წარადგინა.

 

სააკაშვილმა და გილაურმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.

 

კიდევ ერთი სტრუქტურული ცვლილება კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეხება - ამ უწყებას ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტი გამოეყოფა და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება, უწყებას კი შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის უკვე ყოფილი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს.

 

დღესვე პრეზიდენტმა დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილის ვინაობა

-პოლიტოლოგი თორნიკე გორდაძე სამინისტროში ევროპულ მიმართულებას ჩაიბარებს – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია კი სახელმწიფო დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

 

სამთავრობო ცვლილებები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...