planetanews Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/stalin_big.jpgსაბჭოთა ბელადის მონუმენტს დღეს გორის ცენტრიდან მისივე სახელობის მუზეუმში გადაიტანენ. შიდა ქართლის ადმინისტრაციამ ძეგლის გადატანა იმიტომ გადაწყვიტა,რომ იმ ადგილზე, სადაც სტალინის ძეგლი იდგა, 2008 წელს გორის დაბომბვისას გმირულად დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი უნდა დაიდგას. სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორის ცენტრში გვიან ღამით დაიწყო. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივმა პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, თუმცა მონუმენტის დემონტაჟს ადგილობრივი მცხოვრებლები თვალს დიდი ინტერესით ადევნებდნენ. იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის ექვსმეტრიანი ქანდაკება გორის ცენტრში ბელადის სიცოცხლეშივე, 1952 წელს დაიდგა. ქანდაკება გრანიტის ცხრამეტრიან კვარცხლბეკზე აღმართეს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts