planetanews Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/getImage-256x300.jpgტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტები გორში, სტალინის ძეგლის დემონტაჟის დროს განვითარებული მოვლენების დეტალებს ჰყვებიან . როგორც “ინტერპრესნიუსს” ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტმა, ლადო ბიჭაშვილმა განუცხადა, მას და მის ოპერატორს, იმედა გოგოლაძეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ძეგლის დემონტაჟის პროცესს ტელეკამერით იღებდნენ. ბიჭაშვილის განმარტებით, პოლიციელებმა ისინი წიხლებით ფეხებში და ზურგზე სცემეს, რათა ფიზიკური დაზიანების კვალი ნაკლებად დატყობოდათ; გადაღებული მასალა კი წაართვეს. მისივე თქმით, მასალაში ასახული იყო, როგორი უკმაყოფილებით ხვდებოდა მოსახლეობის ნაწილი სტალინის ძეგლის აღებას. <br style="padding: 0px; margin: 0px;" /> ბიჭაშვილის თქმით, მათი გადამღები ჯგუფი სწორედ შეკრებილი ხალხის მხარეს იდგა, განსხვავებით სხვა ტელეკომპანიების გადამღები ჯგუფებისგან. ცენტრალური არხები, მისი ინფორმაციით, იმ მხარეს იდგნენ, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პოლიციელები იყვნენ შეკრებილნი. მათ გადაიღეს, თუ როგორ ხვდებიდნენ ტაშით გორში სტალინის ძეგლის აღებას. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელების განრისხებაც სწორედ მათ მიერ გადაღებულმა განსხვავებულმა განწყობამ გამოიწვია. მისივე განცხადებით, გორში მზადება გუშინ, 23:00 საათზე დაიწყო, გადაიკეტა ქუჩები და ღამის პირველის წუთებზე ძეგლის დემონტაჟი დაიწყო. ჟურნალისტის თქმით, აღარ არსებობს მასალა, სადაც ხალხის უკმაყოფილებაა ასახული, ვინაიდან კასეტა წაართვეს. მობილურები ჩამოართვეს იმ ადამიანებსაც, ვისაც გადაღება შეეძლოთ. მისი თქმით, არსებობს მასალა, სადაც ასახულია გუბერნატორის მოადგილე გიორგი ავალიანი როგორ უკრავს ტაშს. ამასთან, გორში ჩასულები იყვნენ სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts