asds Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 და ვიც არ იცის ინგლისური და ვერც ემზადება რომ ისწავლოსნეტავ რა მოელის მაგატ ჩემი ჩატვლიტ welcome to hell ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 toretoდა ვიც არ იცის ინგლისური და ვერც ემზადება რომ ისწავლოსნეტავ რა მოელის მაგატ ჩემი ჩატვლიტ ეგერ უგულავამ გახსნა უფასო 3 თვიანი კურსები უბნების მიხედვით და ჩაეწერე,კომპიუტერისაც ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 Marta1ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი საით წავალ, ეს ინგლისური ყველგან ჭრის და მაგიტომ უფრო დავიწყე,ცოტა გერმანულიც ვიცი და ესპანურიც, ხატვასაც მივუბრუნდი, გავაკეტებ გამოფენებს და ეგაა, ვიქნებიჩემთვის წყნარად სადაც მიმიწვევენ იქ წარმატებები მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, აქ გაჩერებას აზრი არ აქვს უკვე. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
toreto Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 asds ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი საით წავალ, ეს ინგლისური ყველგან ჭრის და მაგიტომ უფრო დავიწყე,ცოტა გერმანულიც ვიცი და ესპანურიც, ხატვასაც მივუბრუნდი, გავაკეტებ გამოფენებს და ეგაა, ვიქნებიჩემთვის წყნარად სადაც მიმიწვევენ იქ მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, აქ გაჩერებას აზრი არ აქვს უკვე.ხო და ერტი გამაგებინე საქარტველოს ვის უტოვებ აქ ნეტავ?ყველა გარბის და იმას არ ფიქრობენ რომ საქარტველსო ტუ გასაჩირში არ დაუდექი აყვავებულ საქარტველოს რა ჩენ ფეხებატ დასჩირდება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 (edited) toretoხო და ერტი გამაგებინე საქარტველოს ვის უტოვებ აქ ნეტავ?ყველა გარბის და იმას არ ფიქრობენ რომ საქარტველსო ტუ გასაჩირში არ დაუდექი აყვავებულ საქარტველოს რა ჩენ ფეხებატ დასჩირდება მასე ვფიქრობდი 20 წლის წინ, რამდენი შანსი გავუშვი და ძაანაც მივქარე,დედა როცა დედინაცვლად იქცევა, უნდა გაერიდო, აქ უკვე კაი ხანს არაფერი შეიცვლება და რას ველოდო?სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ ახლო მომავალში....მომბეზრდა უკვე სულ მოლოდინი.ყველამ თავის თავს და ოჯახს უნდა მიხედოს.ამ ჭკუაზე ვარ ამჟამად. asdsწარმაყებები მერსი Edited June 25, 2010 by Marta1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 ლაშა ბაქრაძეისტორიკოსი1990 წელს, როდესაც ნამიბიის განთავისუფლების ორგანიზაციის გამარჯვებული მეომრები და მომხრეები ვინდჰუკში შევიდნენ, დედაქალაქის ცენტრში მდგომი გერმანელი კოლონისტის ძეგლი ნამიბიის ლურჯ, წითელ, მწვანე ფერებში შეღებეს. „სამხრეთ-დასავლეთელი მხედრის“ ძეგლი, რომელიც 1903-1907 წლებში ჰერეროებისა და ჰოტენტოტების (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ჰერეროთა და ნამას ტომის) წინააღმდეგ კოლონიური ომის მოსაგონებლად გერმანელ მეომრებს დაუდგეს 1912 წელს, დღესაც თავის ადგილზეა აღმართული. პირველ მსოფლიო ომამდე გერმანიის კოლონია - სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში (დღევანდელი ნამიბია) პერეროებისა და ნამას ტომის აჯანყების სისხლში ჩახშობა შეფასებულია, როგორც მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი. ნამიბიის ფერებში შეღებვა და მას შემდეგ უამრავი სხვა ქმედება (ახლახან ჯვრების დადგმა ძეგლის გარშემო დაღუპულ აჯანყებულთა სახელებით) იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეგნებულად ეპყრობიან შავი ფერის ნამიბიელები თავიანთ მტკივნეულ წარსულს.* ამჟამად, ქართული ლიბერალური ინტელიგენციის ერთი ნაწილის მიერ წამოწყებული დისკუსია სტალინის ძეგლის „ჩამოკვარცხლბეკების“ (ნოდარ ლადარიას მოხდენილი ტერმინი) შესახებ არ ემსახურება სტალინიზმის და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ საკუთარი მტკივნეული ისტორიის მიფუჩეჩების და სხვაზე გადაბრალების სუნი უდის. სხვანაირად შეუძლებელია, გაიგო ნოდარ ლადარიას ყურით მოთრეული არგუმენტი: „სტალინის ძეგლი გორში იგივეა, რაც ჰიტლერის იერუსალიმში“. ანუ ჩვენ ებრაელებივით მხოლოდ მსხვერპლი ვართ და არა თანადამნაშავენი, სტალინი გარედან თავსმოხვეული ფენომენია და ამ უცხოელი კოლონიზატორის ძეგლის ჩამოგდებით ისეთივე პრინციპულები ვიქნებით, როგორც ისრაელელი ებრაელები, რომლებიც ვაგნერის მუსიკას არ ისმენენ. სხვათა შორის, ეს ისრაელული ტაბუ სწორედ ებრაელმა, დიდმა დირიჟორმა დანიელ ბარენბოიმმა შეარყია, როცა 2001 წელს იერუსალიმში „ხუცპე“ (იდიშზე: თავხედობა, უსირცხვილო საქციელი) ჩაიდინა და ბერლინის სახელმწიფო კაპელასთან ერთად ვაგნერის „ტრისტანისა და იზოლდას“ უვერტიურა შეასრულა. კარგად მესმის, რომ უცხოელი დონორებისა თუ მეგობრების წინაშე „გორში წამოჭიმული დიდი ბელადის ძეგლი იდიოტურ მდგომარეობაში გვაყენებს“ (გია ნოდია), მაგრამ ეს უსუსური, სულ ცოტა, ოცი წლით დაგვიანებული შურისძიება ბელადზე, როდესაც ამ ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა სტალინიზმის გამოსაკვლევად და დასაძლევად, არავის აყენებს უხერხულ მდგომარეობაში? იქნებ აჯობებდა, ისტორიის შესწავლის შემდეგ თვალი გავუსწოროთ ჩვენ წარსულს და ვუთხრათ უცხოელებს, რომ ჩვენ არ გვეშინია მკვდარი ბელადების და ჩვენთვის მკვდარი ბელადი მტკიცე ნებით დაძლეული კულტია, ეს ძეგლი არა კერპი, არა მოწიწების საგანია, არამედ ჩვენი ეროვნული მეხსიერების ნაწილი, ამავე დროს ატრაქციონია, თავის ადგილზე, კომპლექსში დატოვებული სამუზეუმო ექსპონატი. მომავალმა თაობებმა უკეთ რომ იცოდნენ, რას ნიშნავს კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ჩვენ ისტორიაში აღარასოდეს განმეორდება. ჩვენი ისტორიის არასასიამოვნო მომენტებზე თვალის დახუჭვა, როგორც ჩანს, ქართველების თანდაყოლილი ხინჯია. ამიტომ, არ მომწონს ბალტიის ქვეყნებიდან ნასესხები სახელი-ლოზუნგი „ოკუპაციის მუზეუმი“ - აქაც გარედან მოსული, ჩვენთვის უცხო ძალადობაა ყურადღების ცენტრში და არა უსიამოვნო ისტორიის დაძლევა, თუ გნებავთ, დამუშავება. წესიერი სახელი იქნებოდა მაგ. „საბჭოთა პერიოდის ისტორიის მუზეუმი“, მაგრამ ჩვენი ისტორია ხომ მხოლოდ გმირების ისტორიაა. რა ვუყოთ ათიათასობით მსხვერპლთან ერთად არანაკლები რაოდენობის ჯალათებს? ისინიც გავრიცხოთ სტალინივით ქართველთა რიგებიდან, უბრალოდ იმიტომ, რომ „ცუდები“ იყვნენ? რა ვუყოთ მილიონობით ქართველს, რომლებიც ბოლო წუთამდე ხმის ამოუღებლად ემსახურებოდნენ კაცთმოძულე სისტემას? დავივიწყოთ, რადგან ისინი ჩვენი მამები და პაპები იყვნენ, თუ მათგან ვისწავლოთ კონფორმიზმი და ნებისმიერ სისტემასთან შეგუების მექანიზმები? რა კეთდება ამ მიმართულებით? არაფერი. საზოგადოების იგივე ნაწილი არ იკრიბება და არ ითხოვს ლუსტრაციის კანონს (გია ნოდიას რომ დავესესხოთ, „ერის გათიშვის“ ღრმად გამჯდარი შიშიც ხომ არ მუშაობს?), არც ბუშის ქუჩის, არც ალიევის ძეგლის, არც წერეთლის ახალი ტოტალიტარული აზროვნების და სოფლის ყურის იმპერიალიზმის სიმბოლოს - თავისუფლების მოედანზე აღმართული სვეტის წინააღმდეგ ამოუღიათ ხმა, რომელიც ბევრად უფრო მეტი ბოროტების მომტანია, ვიდრე სტალინის ბებერი ძეგლი დღეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არაა კონიუნქტურა, სტალინის ძეგლის ჩამოგდება კი პარტამხანაგებთან არის შეთანხმებული. კომუნისტები დიდი ძეგლთმმუსვრელები იყვნენ და ვეჭვობ, კომუნისტური მეთოდებით კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანი იყოს. კომუნიზმის კომუნიზმით დამთრგუნველები ჩანს, ჯერაც ვერ გამოსულან კომუნიზმის დროს ჩამოყალიბებული აზროვნების სტანდარტებიდან. * წესიერება მოითხოვს, ითქვას, რომ ახლა ამ ძეგლის არანაკლებ საპატიო ადგილას გადატანაზე მიდის დისკუსია. იმათთვის, ვისაც ჩაძიება უყვარს: შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, - ეს ძეგლი პერსონალური არ არისო. იქვე ვინდჰუკში დგას გერმანელი რაიხსკომისრის (გუბერნატორის) კურტ ფონ ფრანსუას ძეგლი და არავის უფიქრია მისი „ჩამოკვარცხლბეკება“.დასაბეჭდი ვერსია ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
toreto Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 toreto მასე ვფიქრობდი 20 წლის წინ, რამდენი შანსი გავუშვი და ძაანაც მივქარე,დედა როცა დედინაცვლად იქცევა, უნდა გაერიდო, აქ უკვე კაი ხანს არაფერი შეიცვლება და რას ველოდო?სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ ახლო მომავალში....მომბეზრდა უკვე სულ მოლოდინი.ყველამ თავის თავს და ოჯახს უნდა მიხედოს.ამ ჭკუაზე ვარ ამჟამად. გეტანხმები მარტალი ხარ სხვა გზა არა და მარა ნაინც საქარტველო მირჩევნია ნებისმერ ქვეყანას ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 თავად ძეგლის დანგრევა უკვე დიდი ფაქტია და ბევრ რამეზე მეტყველი. ვერ მოინელეს "სულგაყიდულმა ებრაელებმა" რაც სოსომ აახია 1917 წლიდან ზუსტად 5 წელიწადში ხელიდან და არა მარტო ფიზიკურად გაუსწორდენ -მოწამლეს, არამედ მის ხსოვნასაც წამალვენ. არ გამოუვიდათ რუსეთის ტერიტორიაზე ის რასაც მარქსი ისახავდა მიზნათ -დანგრევა და განადგურება. არც გერმანიაში გამოუვიდათ როზა კუქსემბურგის და კარლ ლეიბშიკის მეთაურობით. ავსტრია უნგრეთი კი დაშალეს (როგორც დღემდე შლიან ყველა ქვეყანას ნებით თუ ძალით) და ბელა კუნის კომუნისტური მთავრობა მცირე ხნით მაინც იგულავა უნგრეთში. ადოლფ ჰიტლერმა და ნაციონალ-სოციალიზმა გამოდევნა კომუისტები ევროპოდან. საით წავიდენ ამას მერე გეტყვით, ეს არის მთელი მისტერია... ეხლა კი რა მოხდა რუსეთში. რუსეთი ჩაეთო I მსოფლიო ომში გერმანიის და მისი მოიკავშირეების წინააღმდეგ და სანამ ამრიკის საექსპედიციო კორპუსები გენერალ "Blak Jack"-ის მეთაურობით და ახალთ-ახალი ზარბაზენბით ომის ბედს გადაწყვეტდენ, საგრძნობლად გაუჭირვეს საქმე ფორნტზე კაიზერის გერმანიას. გემანიამ მალე იგრძნო რომ რაც არ უნდა დიდი ზარალი ენახა რუსეთს ფრონტებზე, მაინც ახალ-ახალი ნაწილებით ივსებოდა და ამ გზით დარწმუნდენ რომ რუსეთს ვერ აჯობებდენ. ომით შეწუხებული რუსეთის არმია უკვე გრგვინავდა და რუსეთში უკმაყოფილება იზრდებოდა. როგორც კი ნიკოლოზ 2-ემ გადადგომის შესახებ ქვეყანას აუწყა, თავად ლვოვოის დროებითი მთავრობა ვერ გაუმკლავდა და ალექსანდრე კერენსკიმ წამტაებულად ჩაენაცვლა მას რუსთის მართვაში. მაგრამ კერენსიკი არც ადგილზე მდგომარეობას და არც ფრონტებზე განწყობილებას ყურს არ უგდებდა და მთელი ძალით უტევდა გერმანიას, რითიდაც მან მე თუ მკითხავთ თავს საფლავი გაუთხარა. პეტროგრადში, ნიჟნი-ნოვგოროდში, მოსკოვში, ეკატერინებურგში, ყველგან არეულ-დაეული და დოერგანიზებული იყო ოპოზიცია. მარტო ბოლშევიკები მოუწოდებდენ ომის შეწყვეტისაკენ. აი აქ კი გერმანიის გენერალურმა შტაბბმა და აშხენაზი როტლშილდების დაფუძნებულმა რეიხსბანკის შორსმხედველმა ანალიტიკოსებმა დაინახეს შესაძლებლობა და ლენინს შესთავაზეს შვეიცარიიდან გერმანიაზე გავლით დალუქული-(დიპლომატიების) მატარებლის ვაგონით პირდაპირ პეტროგრადში ჩაყვანა. ასეთი გასაიდუმლება რასაკვირველია იმითი იყო გამოწვეული რომ კერენსკის მთაბრობას არ მიეღო ზომები ლენინის დასაკავებლად. შემდეგ მოხდა ის რომ "შემთხვევით" ვაგონი 40-საათის განმავლობაში გაჩერდა გერმანიაში სადაც ლენინს და მის თანმხლებ ბოლშევიკებს გერმანულმა გენერალურმა შტაბმა დაუდო ხელშეკრულება . რეიხსბანკმა კი ეს ხელშერულება გაამყარა სოლიდური თახის ლენინისათვის და მის ბოლშევიკ ამხანაგებზე დადაცემით. ამით გერმანია რუსული ფრონტებიდან გამონთავისუფლებულ ჯარისკაცებს უკვე ანგლო-ფრანგულ ფრონტზე გადაისვრიდა სანამ ამერიკელები გადმოსხავდენ ძალებს და გატეხავდა მათ წინააღმდეგობას. ხოლო როტშილდისეული რეიხსბანკი რუსულ ინდუსტრიალურ პოტენციალს დიდი ხნით მის სასარგებლოდ აამუშავებდა რესურსების სრულ ამოცლამდე. გერმანული ინდუსტრიის და რუსული რესურსების გაერთიანების წყჰალობით ისენი უკვე ამერიკას ინდუსტრიულ მუსკულებს ადვილად მოღუნავდენ.ხაზართა შურისძიება დაუმორჩილებლობისათვის, გვიან მაგრამ მაინც... http://www.trueorthodox.com/pictures/invadeg.jpgხაზარული წრე ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 რა ვუყოთ ათიათასობით მსხვერპლთან ერთად არანაკლები რაოდენობის ჯალათებს? ისინიც გავრიცხოთ სტალინივით ქართველთა რიგებიდან, უბრალოდ იმიტომ, რომ „ცუდები“ იყვნენ? მართლა ბაქრაძემ დაწერა ეს სისულელეები კაცო? მე ეგ ჭკვიანი კაცი მეგონა :ravic: რაის ქართველთა რიგებიდან გარიცხვა? ძეგლის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას რა კავშირი აქვს ქართველთა რიგებიდან გარიცხვასთან? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted June 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 GeoStreamსაერთოდ როგორც წესი ძალიან უტვინო და სულელურ რაღაცეებს პოსტავ გინდაც ეს თემა რომ ავიღოთ ზოგადად განწყობა და მსჯელობა გაქ ძალიან არა ჯანსაღი და ჩემთვის მიუღებელი შესაბამისად ხოლმე მინუსებს გისვავ... იქ თავიდან რომ დაგისვი მინუსები ეგ ისე იყო უბრალოდ აწი მხოლოდ უტვინო პოსტებს დაგიმინუსებ როგორც ამ თემაშიგაიხარე... მძიმეების და წერტილების დასმა ისწავლე (აზრის გადმოსაცემათ) სანამ სხვის აზრს გააკრიტიკებ მე კი შევეცდები დაგეხმარო და ნაცმოს კლიპების გარდა ალტერნატიული რეალობა დაგანახო. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 სტალინის ძეგლი მგონი მის სახლმუზეუმთან გადაიტანეს (მე ასეთი ინფორმაცია მაქვს), ანუ ის გამართლება რომ ამ ტირანის და არაკაცის ძეგლი საქართველოში არ უნდა იყოს არაა მართებული, უბრალოდ ის კარგი ადგილი დასჭირდათ და... გახსენებაზე, რაჭაში, სოფელ მეორე ტოლაში დღესაც დგას ლენინის ძეგლი, იქნებ იმასაც მიხედონ, იქ ხალხი მადლიერი დარჩება ამით ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 :ძეგლსთავშიჩავუტყაპუნემენაცივარფაქრაშა: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 რას არ გაიგებ კაცი ფორუმებზე მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ბედი (განურჩევლად ასაკისა და სქესისა),დანგრეული ეკლესიები............კამათის აზრს ვერ ვხედავ, ერთს ვიტყვი: შე დალოცვილო,მაინც და მაინც ოჯახის წევრებზე უნდა გამოსცადო სტალინის სისტემის პრელესტები,აზრზე რომ მოხვიდე?არა რა ზოგიერთისთვის დღნა და შიმშილი ცხოვრების წესია - მონის ფსიქოლოგია და ეს "ატცა ნაროდას" მონუმენტის მხოლოდ დემონტაჟზე.............. მდაააააა დზალიაან დიიიდ და ზღაპრულ ჯოპაში ვართ http://s003.radikal.ru/i202/1006/02/04fa2ae653b6.jpg ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 გაიხარე... მძიმეების და წერტილების დასმა ისწავლე (აზრის გადმოსაცემათ) სანამ სხვის აზრს გააკრიტიკებ მე კი შევეცდები დაგეხმარო და ნაცმოს კლიპების გარდა ალტერნატიული რეალობა დაგანახო.მძიმეებს და წერტილებს რაც შეეხება ფორუმებზე როგორც წესი იშვიათად ვსვავ მაგ სასვენ ნიშნებს და არცაა საჭირო სასვენი ნიშანი რომ ვინმე გააკრიტიკო და ისე წერტილ მძიმეების დასმას რაც შეეხება ჯობია ჯერ შენთვითონ გამოიყენო წერტილი და მძიმე სანამ სხვას ურჩევ სასვენი ნიშნების დასმას... Siknadmoვორნს რაც შეეხება მაგას ადმინი გადაწყვეტს და გულის ტკენას რაც შეეხება მეც ყოველთვის გული მტკივა პოლიტიკის განყოფილებაში როცა შემოვდივარ აქ მიშა და ოპოზიცია არაფერ შუაშია უბრალოდ როგორც წესი მოვლენების უმეტესობას ადეკვატურად ვერ აფასებს მიშას მოძულე ხალხი და უბრალოდ ეზიზღება ყველაფერი კარგი რაც კეთდება ქვეყანაში (უამრავი მაგალითებია ესტაკადით დაწყებული ათასგვარი სხვა მშენებლობით დამთავრებული) და ეს მე ძალიან მტკენს გულს... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2010 სტალინი ჩვენი ისტორიაა, მეორე მსოფლიო ომი ჩვენი ისტორიაა, საბჭოთა კავშირი ჩვენი ისტორიაა. და რაც მთავარია ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით თავს სსრკ-ში და რაც მთავარია არა მარტო კარგად არამედ სსრკ-ს სისტემის წევრები ვიყავით ქართველები. შემთხვევითი კი არ არის ამდენი ქართველი კომუნისტი რომ იყო. ეხლა ეს ძეგლთა ბრძოლა არის "დანაშაულის მიჩქმალვის" მცდელობა და მეტი არაფერი. არც გააზრება, არც სინანული, უბრალოდ ის რაც იყო იქ ქართველები არ არიან დამნაშავენი და ყველაფერში დამნაშავე სხვები არიან. მაგრა გვიყვარს ქართველებს საკუთარი დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალება. პრიბლატიკას რაც შეეხება, ეს ის მხარეა რომელიც არ ეგუებოდა და ებრძოდა საბჭოთა სისტემას ყველანაირად, განსხვავებით ქართველებისგან. ქართველებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს 80-იან წლებში, როცა სსრკ-ს სისუსტე დაინახეს. ჩვენ რომ ვაღიარებთ ჩვენს (ქართულ) დანაშაულს საბჭოთა კავშირიში, მერე ძეგლის აღებასაც ექნებოდა აზრი და ყველაფერსაც.. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts