Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ყირგიზეთი იშლება ანუ შესაძლებელია თუ არა დემოკრატია შუა აზიაში?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg

 

ბენჟამინ ბიდერი, მათიას შეპი

 

ოდესღაც, ყირგიზეთი შუა აზიაში დემოკრატიის განვითარების მაგალითად ითვლებოდა. დღეს, როგორც ჩანს, ქვეყანა უმართავი გახდა, ათობით ათასი მცხოვრები ქვეყნიდან გარბის. ყირგიზეთი სისხლისმღვრელი ეთნიკური შეტაკებების ადგილი გახდა. მოუღებს თუ არა ეს ბოლოს დემოკრატიის განვითარებას რეგიონში?   

 

ახალგაზრდა უზბეკები, ტაჯიკები, თურქმენები და ყიგიზები ცენტრალური აზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდქალაქში სწავლობენ. უნივერსიტეტი ლამაზ ახალ შენობაშია განთავსებული. აქ ერთად სწავლობენ სტუდენტები  იმ რეგიონიდან, რომელიც სასტიკი ეთნიკური დაპირისპირებების სენით დაავადდა, სადაც სახელმწიფო საზღვრები სოფლებს შუაზე ყოფენ და ბევრი გლეხის სახლი ერთ ქვეყანაშია, მიწის ნაკვეთი კი მეორეში.    

 

თავად უნივერსიტეტი ტოკმაკში მდებარეობს – ყირგიზეთის ჩრდილოეთით ყაზახეთის საზღვართან მდებარე მშვიდობიან ქალაქში. ტოკმაკი ჰარმონიული ეთნიკური ურთიერთობების კუნძულია იმ ფეთქებადსაშიშ რეგიონში, რომელიც კასპიის ზღვიდან ტიან–შანის მთებამდეა გადაჭიმული. რუსეთი, ჩინეთი და აშშ ამ რეგიონში გავლენისთვის ბოლო 20 წელია იბრძვიან. ნარკოტიკებით მოვაჭრეებმა აქ დასავლეთისკენ საკუთარი მარშრუტები გაიკაფეს, ხოლო ისლამისტური მოძრაობები აქ თალიბების მსგავსად ხალიფატის შექმნას ცდილობენ. რეგიონის წიაღში ნავთობის, გაზის, ოქროს და ურანის მარაგებია. გარდა ამისა, ნაყოფიერი ფერგანის ველი, რომელიც საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა თვითნებურად უზბეკებს, ყირგიზებს და ტაჯიკებს შორის გაანაწილა, ნამდვილი ყუმბარაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს.         

 

უნივერსიტეტის დაფუძნება მომავალის ერთგვარი იმედი იყო. მაგრამ ახლა, ტოკმაკის 55 ათასი მცხოვრები (განსაკუთრებით კი უზბეკური უმცირესობით დასახლებული კვარტლები), იმ დარბევების შიშით ცხოვრობს, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილი მოიცვა. 

 

სიტუაცია უკონტროლოა

 

51 წლის მშენებელმა და რესტორნის მფლობელმა, ეროვნებით  უზბეკმა აბდიმოვლან აბდეზოვმა, ძვირფასი გერმანული ფაიფური გადამალა, საკუთარი „მერსედესი“ დაცულ ფარეხში ჩაკეტა და ცოლ–შვილი უცხეთში გაამგზავრა. ამ ზაფხულში მეზობელმა ყირგიზებმა შეძახილებით „უზბეკებო გაეთრიეთ!“ მისი რესტორანი დაწვეს. 

 

„ერთი ნაპერწკალია საჭირო და აქ მეორე ოში გაჩნდება“, – თქვა მან შიშნარევი ხმით. ცენტრალური მთავრობა ოშს (სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქი) ვეღარ აკონტროლებს. ქვეყნის დროებითი ხელმძღვანელი როზა ოტუნბაევა გასულ კვირაში ამაოდ გამოთქვამდა პროტესტს ქუჩებში გამძვინვარებული ხალხის მასების წინააღმდეგ. აპრილში მან ოფისიდან მისი კორუმპირებული წინამორბედი ყურმანბექ ბაკიევი გააგდო, მაგრამ თავად მას ძალაუფლება ფაქტობრივად არ მიუღია. იმის ნაცვლად, რომ კრიზისით შეპყრობილ რეგიონში მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი ჯარის საკმარისი ნაწილები გაეგზავნა, მან ბრძანება გასცა იქ სააგიტაციო ფურცლები გაევრცელებინათ პაციფისტური ლოზუნგებით, ოშში კი მხოლოდ პარასკევს ჩავიდა.

 

ამ მომენტისთვის, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, შეტაკებების დროს დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ათობით ათასმა უზბეკმა,  ქვეყანა დატოვა და სმათი უმრავლესობა უზბეკეთში გაიქცა. იმავდროულად, უზბეკეთში მცხოვრები ყირგიზები ყირგიზეთის რესპუბლიკაში (ყირგიზეთის ოფიციალური სახელწოდება) გარბიან. არსებობს საფრთხე, რომ ძალადობის ტალღა შუა აზიის სხვა რაიონებზეც გავრცელდება. გასულ პარასკევს მოსკოვში, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის მიზნით ჯარების გაგზავნის გეგმა შეიმუშავა.      

 

„მე დემოკრატია არ მჭირდება“

 

ტოკმაკში რესტორნის მფობელი აბდეზოვი საკუთარი დაზიანებული საკუთრების გაყიდვას ცდილობს. მასაც სურს უზბეკეთში წასვლა და იქ ახალი ცხოვრების დაწყება, მიუხედავად იმისა უზბეკეთს (რა ირონიაა!) დიქტატორი,  პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი მართავს, რომელმაც ოპოზიცია გაანადგურა, უფლებადამცველები დააპატიმრა და მუსულმან მღვდელთმსახურებას დევნიდა. ყირგიზეთი, რომელსაც ზოგჯერ „შუა აზიის შვეიცარიას“ უწოდებენ, დიდი ხნის განმავლობაში რეგიონში დემოკრატიის განვითარების ეტალონად ითვლებოდა.

 

„მე დემოკრატია არ მჭირდება“, – თქვა აბდეზოვმა. – „მე მჭირდება, რომ ჩემი ცოლ–შვილი უსაფრთხოდ იყვნენ“. როგორც ჩანს, ყირგიზეთში დატრიალებულმა არეულობამ ცხადყო, რომ მეზობელი ქვეყნების დიქტატორები თავიდანვე მართლები იყვნენ. მთელ რეგიონში სტაბილურობა მხოლოდ მაშინ მიიღწეოდა, როდესაც მას დესპოტები აკონტროლებდნენ ( ჩინგის–ხანით დაწყებული და დასრულებული რუსი მეფეებით და სტალინით, რომელმაც რეგიონში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა.

 

მასობრივი მკვლელობები და პიროვნების კულტი

 

72 წლის კარიმოვი ადრე უზბეკეთში (შუა აზიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი, 29 მილიონი ადამიანით დასახლებული ქვეყანა)  კომუნისტურ პარტიას ხელმძღვანელობდა. როგორც იუწყებიან, 2005 წელს, მისმა უსაფრთხოების თანამშრომლებმა ანდიჟანში დემონსტრანტების მასობრივი მკვლელობები მოაწყვეს, დაახლოებით ათას ხუთასი ადამიანი დაიღუპა. ტაჯიკეთში ერთ დროს სისხლისმღვრელი სამოქლაქო ომი იყო გაჩაღებული, ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში უკანონო ბანდიტური ფორმირებები მართავდნენ. ახლა იქაური დიქტატორი ემომალ რახმონი არა იმდენად მართავს ქვეყანას, რამდენადაც მბრძანებლობს. ხოლო თურქმენეთი მისი პრეზიდენტის კულტის ძალიან უცნაური გამოვლინებით, გარე სამყაროსგან დიდწილად იზოლირებულია.

 

ნავთობით მდიდარ ყაზახეთში 2007 წელს ერთადერთი პარტიის მიერ დაპყრობილმა პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც სამოცდაცხრა წლის ნურსულთან ნაზარბაიევი სიცოცხლის ბოლომდე  პრეზიდენტად რჩება. გასულ კვირაში დეპუტატებმა მას კიდევ ერთი – „ერის ლიდერის“ წოდება მიანიჭეს, მოსპეს რა მომავალში არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. ახლა ნაზარბაევის შეურაცხყოფა კანონით ისჯება, არადა მის მიერ მართული ქვეყანა ხომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გარდამავალი თავმჯდომარის თანამდებობაზეა. გარდა ამისა, ნაზარბაევმა  იმუნიტეტი შეიძინა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ახლა მას, სხვა შუააზიელი მმართველების მსგავსად, ასევე მის ნათესავებს და კლანის წევრებს გამდიდრება უპრობლემოდ შეუძლიათ, მათ ხომ ხელი მიუწვდებათ ბუნებრივ რესურსებსა და წამყვან კომპანიებზე.           

 

დამსხვრეული იმედები

 

დიდი ხნის განმავლობაში, ყირგიზეთი ის ერთადერთი შუააზიური ქვეყანა იყო, რომელიც ამ საერთო კანონზომიერებას არღვევდა. მართალია, პირველ პრეზიდენტ ასკარ აკაევს საკუთარი თავი არასდროს ავიწყდებოდა, თუმცა  ოპოზიციური პარტიების არსებობას არ კრძალავდა. 2000 წელს, SPIEGEL–სთვის მიცემულ ინტერვიუში, მან აღიარა, რომ თანამედროვე პირობებში ახალი აბრეშუმის გზის შექმნაზე ოცნებობდა, თუმცა სიტუაციას რეალისტურად აფასებდა, და აცხადებდა, „დღეს რომ მარკო პოლოს იტალიიდან ჩინეთამდე მოგზაურობა მოენდომებინა, ჩვენი რეგიონის პირობებში ის ამას ვერ შეძლებდა იქ მყოფი მებაჟეების, მესაზღვრეების და სავიზო პირობების გამო“. 

 

მაგრამ თოთხმეტწლიანი მმართველობის შემდეგ, აკაევი დაამხეს, რადგან ის და მისი კლანი რისხვის ობიექტი გახდა. დასავლეთი მაშინდელი გადატრიალების მხარდაჭერაში მონაწილეობდა.

 

„მისი მემკვიდრე ბაკიევი – უკანგადადგმული ნაბიჯი იყო“, – მიაჩნია ედილ ბაისალოვს, 2005 წლის „ტიტების რევოლუციის“ ერთ–ერთ ლიდერს. ასე უწოდებენ იმ მოვლენებს, რომლის დროსაც აკაევი დაამხეს. ოცდათორმეტი წლის ყირგიზი ბიშკეკის (ყირგიზეთის დედაქალაქი) ცენტრში, კაფეში ზის და ამბობს, რომ იმედგაცრუებულია.  

 

რევოლუციიდან სულ მალე ბაისალოვი ახალ მბრძანებელ ლიდერს ბაკიევს დაუპირისპირდა, რადგან მან პრესის თავისუფლება შეზღუდა, რომლის დახმარებითაც თავად ხელისუფლებაში მოვიდა და „ჩვენი პატარა ყირგიზეთი გაძარცვა“. ბაისალოვის თქმით, მას ყველაზე მეტად გული იმაზე წყდება, რომ „ამერიკელებს ხმა არ ამოუღიათ, როდესაც ბაკიევი არჩევნებს აყალბებდა და ოპოზიციონერების მკვლელობებს უკვეთავდა“. მაგრამ ვაშინგტონს ყირგიზეთი ავღანეთში ჯარების მომარაგებისთვის გარდამავალ პუნქტად სჭირდებოდა. ყოფილი ამერიკელი სენატორები, მაგალითად ბობ დოული, იმ ბანკის დერექტორთა საბჭოს წევრებიც კი იყვნენ, რომელსაც, როგორც ამბობენ, ბაკიევის შვილი მაქსიმი აკონტროლებდა.

 

დემოკრატიის მარცხი

 

ბაკიევის დამხობის შემდეგ, ბაისალოვი ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის როზა ოტუნბაევას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა, მაგრამ ორ კვირაში ამ თანამდებობაზე უარი თქვა. ოტუნბაევას საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმება და საპარლამენტო მმართველობის შემოღება სურს. ეს კეთილშობილური მიზანია, მაგრამ არის კი ის შესაფერისი გზა  ყირგიზეთისთვის? ბაისალოვის თქმით, მისმა ახალმა უფროსმა არაფერი გააკეთა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის.

 

შუა აზია არჩევანის წინაშე დგას. დემოკრატია დღეს როგორც ჩანს არ მუშაობს, მაგრამ ავტორიტარული რეჟიმებიც მათი აუტანელი მმართველობით რისკავენ მოსახლეობის იმ ზომამდე მიყვანას, რომ მათ ან სახალხო მღელვარება ან ისლამისტების გამოსვლები წალეკავს. 

 

ჯერ–ჯერობით, პრობლემის გადაწყვეტის არანაირი გზა არ ჩანს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...