planetanews Posted June 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2010 http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/dirk_11.jpgჰოლანდიელი დირკ კიუიტი კმაყოფილია მისი ნაკრების მიღწული დონით და საბრძოლო სულისკვეთებითაა განწყობილი მთელი გუნდი შემდეგი მატჩებისთვის. ბერტ ვან მარვიკის გუნდი დამაჯერებლად ასპარეზობს. მათ ორი მატჩიდან ორივე გამარჯვებით აღნიშნეს და თანაც ისე, რომ საკუთარ კარში გოლიც არ გასვლიათ. “ნარინჯისფერებმა” ერთი მატჩით ადრე გაინაღდეს მერვედფინალის საგზური. “ლივერპულელმა” შემტევმა ნახევარმცველმა დირდ კიუიტმა ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ისინი ახლა უფრო დარწმუნებულები არიან საკუთარ ტავში და უფრო დამაჯრელებლადაც ითამაშებენ “კამერუნთან” წინააღმდეგ. “ჩვენი არცერთი ფეხბურთელი შედეგით უკმაყოფილო არაა. 2 მატჩში 6 ქულა, შესანიშნავია. ყველა გუნდი ოცნებობს ასეთ დასაწყისზე (იტალია მახსენდება: ავტ). დადებითი შედეგები ყოველთვის მოქმედებს ოპტიმალურ განწყობაზე.” კიუიტი არ თვლის, რომ მათ მეტი გოლი უნდა გაეტანათ, თუმცა ამის შეცვლას შემდეგ მატჩში აპირებენ. “არაფერია ცუდი იმაში, რომ ჩვენ ავირჩიეთ თავდაცვითი ტაკტიკა, ჩვენ ველოდებოდით ჩვენს შანსებს.” “ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერს, რაც კი ხდებოდა მოედანზე. გვყავს რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც შესანიშნავად შეუძლიათ მოწინააღმდეგის კართან ხიფათის შექმნა. ჩვენი გუნდი ყოველთვის ცნობილი იყო ამით.” “ცხადია, ყველა გუნდი ცდილობს, ითამაშოს კარგად, გაიმარჯვოს და მიაღწიოს წარმატებას. მაგრამ ჩვენ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც თითოეულ გუნდს თავისი ძლიერი მხარე აქვს.” წყარო: Liverpoolfc.ru View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts