FIORENTINO Posted August 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 24, 2008 გორში, სოფელ სკრასთან მატარებელი აფეთქდა გორში სოფელი სკრის ტერიტორიაზე ნავთობით დატვირთული მატარებლის ერთი ვაგონი აფეთქდა. როგორც აი-ტი-ენ ექსკლუზივის კორესპონდენტს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა, ნავთობის გარკვეული ნაწილი დაღვრილია რამაც ცეცხლის გაძლიერება გამოიწვია. ვარძელაშვილის თქმით, ამ წუთემში ადგილზე სახანძრო სამსახური მუშაობს. მისი თქმით, შეეხება აფეთქების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ნაღმი აღმოჩნდეს. "აფეთქების მიზეზები დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაძლოა სარკინიგზო ხაზი ან მიმდებარე ტერიტორიაზე დანაღმული იყო და სარკინიგზო შემოდგებნლობამ ნაღმის დეტონირება გამოიწვია. არსებობს მეორე ვარაუდი, სოფელი სკრის ამ ნაწილში იწვოდა საწყობი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მატარებლის აფეთქება. ამ დროისათვის ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური ასევე შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც აფეთქების მიზეზებს დაადგენენ", - განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.