Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- სლოვაკეთი – იტალია (პრევიუ)


Recommended Posts

საინტერესო მატჩი გველოდება დღეს 18.00 საათზე სლოვაკეთსა და იტალიას შორის. ორივე გუნდს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება მართებთ, რადგან პირველ ორ შეხვედრაში ვერც იტალიამ და ვერც სლოვაკეთმა არც ისე სახარბიელო შედეგი აჩვენა. ჯგუფში იტალია მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ორი ქულა გააჩნია, ხოლო სლოვაკეთი კი ჯგუფის ფსკერზე გახლავთ და მას ერთი ქულა გააჩნია. ასე, რომ დღეს ძალზე დაძაბულ მატჩს უნდა ველოდოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ შეხვედრა სანახაობრივი გამოდგება. გეტყვით, რომ ორივე გუნდი ერთმანეთს სულ 27–ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც 10 იტალიამ, ხოლო 8 სლოვაკეთმა მოიგო, 9 მატჩი კი ფრედ დასრულდა. შეხვედრა იოჰანენსბურგის Ellis Park Stadium–ზე გაიმართება და მატჩს ინგლისელი ჰოვარდ ვები განსჯის.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...