Jump to content
Planeta.Ge

fanebi.com- ოტო რეჰაგელის ნაცვლად ფერნანდო სანტოსი


Recommended Posts

საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებში ოტო რეჰაგელის 10 წლიანი ეპოქა დასრულდა. ეს მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ეროვნული ნაკრები მიმდინარე "მუნდიალზე" ჯგუფიდან ვერ გავიდა. თუმცა რეჰაგელმა თავისი სიტყვა ნამდვილად დატოვა საბერძნეთში, რაც ევრო 2004–ში ჩემპიონობით აიხსნება. მან საბერძნეთის ნაკრები ააყვავა და შესძლო საკმაოდ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება. ცნობილია უკვე თუ ვინ დაინიშნება მის ნაცლვად მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფერნანდო სანტოსი, რომელიც პორტუგალიელი სპეციალისტია, მან ბოლოს ბერძნულ პაოკში იმუშავა და ზოგადად ბერძნულ ფეხბურთში საკმაოდ დიდხანს მუშაობს უკვე და ამ ქვეყნის ფეხბურთსაც ჩინებულად იცნობს. აშკარაა, რომ მისი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება გუნდში და ერთგვარი გადახალისება მოხდება ნაკრების. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში, საქართველოს მეტოქე გახლავთ.

 

 

იხილეთ fanebi.com

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...