Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “არსენალის” და “იუვენტუსის” გეგმები


Recommended Posts

 

 

http://www.liverpoolbanter.co.uk/rierababel-460.jpg“ლივერპულის” ორმა გარემარბმა ალბერტ რიერამ და რაიან ბაბელმა შესაძლოა წელს კლუბი დატოვონ. ამ ფეხბურთელებით ინტერესს ორი ევროპული გუნდი იტალიური “იუვენტუსი” და ინგლისური “არსენალი” იჩენს.ბაბელისადმი ინტერესს გასულ ზამთარს ასევე ინგლისური “ბირმინგემი” იჩენდა, მაგრამ ყოფილმა “წითლების” დამრიგებელმა, რაფაელ ბენიტესმა მისი გაშვება არ ისურვა. ჰოლანდიელის ფასი დაახლოებით 10-12 მილიონ დოლარამდე მერყეობს. არსენ ვენგერი და ალექს მაკლიში ორივე იბრძვის ამ ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად. მათი აზრით 23 წლის ნახევარმცველს წინ დიდი მომავალი უწერია. ამავდროულად “ლივერპულის” მეორე ნახევარმცველზე “იუვენტუსი” ფიქრობს. საუბარი მაქვს “მერსისაიდელთა” 11 ნომერზე, ალბერტ რიერაზე. ტურინელებმა უკვე მიყიდეს ფაბიო გროსო და ტიაგო ესპანურ “ატლეტიკოს” და მზად არიან რიერაში დაახლოებით 7-8 მილიონი გამოყონ. ალბერტზე ასევე თავიაანთ სიმპატიებს გერმანული კლუბებიც იჩენენ. ესენია “შტუტგარტი” და “ჰამბურგი”. რამდენს შესთავაზებენ ისინი ყოფილ “ესპანიოლის” გარემარბს ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციისწყარო:http:clickliverpool.com

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...