planetanews Posted June 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2010 http://www.bongda.com.vn/Data/Image/2009/03/30/Frank%20Rijkaard3.jpgSkySport -ი ირწმუნება, რომ “ლივერპულმა” “გალათასარაის” ახლანდელ მწვრთნელთან, ფრენკ რაიკარდთან მოლაპარაკებები დაიწყო. თითქმის ერთი თვეა, “წითლების” ხელმძღვანელები რაფაელ ბენიტესის შემცვლელს ეძებენ, მათ მოაიარეს მთელი მსოფლიო და ნახეს ბევრი ეროვნებისა თუ რჯულის მწვრთნელი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ აგდაწყვიტეს, თუ ვის მიაკუთვნონ მწვრთნელის ამდენი ხანი დატოვებული “სავარძელი”. ამ დროისთვის, 3 ყველაზე რეალური კანდიდატი ასე გამოიყურება: როი ჰოჯსონი, მანუელ პელეგრინი და ფრენკ რაიკარდი. რაიკარდი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება, მისი წარმატებების მიხედვით ჰოლანდიის ნაკრებში, ბარსელონაში და ახლა უკვე “გალათასარაიში”. თურქული წყაროები არ უარჰყოფენ, რომ მას ურთიერთობა ჰქონდათ “ლივერპულის” წარმომადგენლებთან, თუმცა ჯერ-ჯერობით უარზე არიან თავად გუნდის მფოლბელები, დათმონ ჰოლანდიელი მწვრთნელი. თავად არც ფრენკია უარზე, მართოს პრემიერ ლიგის გუნდი, მაგრამ თურქები ვერ ელევიან 2009 წელს დანიშნულ მწვრთნელს. წყარო: Skysports.com P.S. სხვა წყაროებში იწერება, რომ მოდევნო 48 საათში ჰოჯსონთან დაიდება ხელშეკრულება. სიტუაცია საკმაოდ გაუგებარი და ჩახლართულია. ისღა დაგვრჩენია ამდენი ჭორის ფონზე ოფიციალურ განცხადებებს ადველოდოთ. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts