planetanews Posted June 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2010 ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, მომხმარებელთა რაოდენობა ამჟამად რეგიონის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს. გორი-სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას ინიციატივით, გორის ეკლესიასთან არსებულ ფსიქო-სარეაბილოტაციო ცენტრში, საზოგადოებასთან, ჯანდაცვის სფეროს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ნარკომანიის პრობლემაზე მუშაობენ, შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მაღალი მოტივაციის პირობებში, ფსიქოლოგების და ეკლესიის დახმარებით, ამ სენის დამარცხება შესაძლებელია. მაგრამ დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო ადვილია, ვიდრე ავადმყოფობასთან ბრძოლა. ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა კოლოტაშვილის ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში 3000 წამალდამოკიდებულია რეგისტრირებული, აქედან 24 ქალია, დანარჩენი – მამაკაცი. კოლოტაშვილის თქმით, ეს რეალურ სურათს ვერ ქმნის, რადგან ბევრად მეტი ნარკოდამოკიდებული აღრიცხვაზე არ იმყოფება. შეხვედრაზე ითქვა, რომ საომარი მდგომარეობა, დაბალი სოციალური ფონი, ოჯახური და შიდაპიროვნული კონფლიქტები, ტრამვულ-სტრესული გამოცდილება წამალდამოკიდებულებისკენ სწრაფვის ტენდენციას აძლიერებს. თანაც, ბევრი ნარკოტიკული საშუალება ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ბოლო პერიოდში გორელი ახალგაზრდების ნაწილმა აქტიურად დაიწყო აქტიფედისგან მიღებული ნარკოტიკის გამოყენება. არაერთი შემთხვევა ლეტალური შედეგითაც დასრულდა. ეპარქიასთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, ელზა პანკრატოვას აზრით, მედიაც აქტიურად უნდა ჩაერთოს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. გორი-სამთავისის ეპისკოპოსის, მეუფე ანდრიას წინადადებით საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ და სასულიერო პირებმა ნარკომანიის პრევენციისთვის კოორდინირებული მოქმედებები უნდა დაიწყონ. მეუფე ანდრიას წინადადება კოორდინირებული მოქმედებების შესახებ დამსწრე საზოგადოებამაც გაიზიარა, გადაწყდა რომ შემდგომი შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება და თითოეული ორგანიზაცია საკუთარ სამოქმედო გეგმას წარადგენს, შემდგომში კი წარდგენილი წინადადებების შეჯერება მოხდება. სექტემბრიდან კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ნარკომანიის პრევენციისთვის ერთობლივ ქმედებებს დაიწყებენ. ეს ძირითადად რისკ ჯგუფებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებში გამოიხატება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts