caldera Posted June 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2010 http://forumo.ge მოგესალმებით ყველას, მინდა წარმოგიდგინოთ ფორუმი, რომელიც სულ რაღაც ერთი დღის გახსნილია. შემობრძანდით, გაიარეთ რეგისტრაცია, გახსენით თემები, ჩაერთეთ დისკუსიებში, დაეხმარეთ სხვას, დაგეხმარებიან თქვენც, შეიმეცნეთ უფრო მეტი და გახდით ინტელექტუალი. ადამიანი ბუნებრივი ინტელექტია, სწორედ ეს არის პიროვნების ის თვისება, რომელიც აზროვნების უნარს, აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. ჩვენც სწორედ აზროვნებას მოვითხოვთ თითოეული დარეგისტრირებული ინდივიდისგან და ამ სლოგანის ქვეშ ვერთიანდებით. ბევრისთვის ფორუმი მხოლოდ გასართობს წარმოადგენს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ სინამდვილეში ფორუმი დიდი დატვირთვის მატარებელია. ის არა მარტო გასართობი ადგილია ინტერნეტ სივრცეში, არამედ შემეცნების, ცოდნის მოპოვებისა და გაღრმავების უდიდესი საწინდარია. ვიმედოვნებ რომ სწორედ ამ დიდი მიზნის ქვეშ გავერთიანდებით ერთად და ხელს შევუწყობთ ერთმანეთს განვითარებაში. დავამატებ და ვიტყვი რომ ჩვენს ფორუმზე სამართლიანობას დიდი ყურადღება დაეთმობა და ყოველი პიროვნება, რომელიც წესებს უხეშად დაარღვევს სათანადოდ დაისჯება, მძგავსი ქმედება კი იმედია სამაგალითო იქნება სხვა ფორუმელთათვის! ჩვენი ფორუმი არ იმართება არანაირი პოლიტიკური ძალის მიერ, მეტიც ჩვენ არ ვემხრობით არც პოზიციას და არც ოპოზიციურ ძალებს, ფორუმის სამართლიანობიდან გამომდინარე ჩვენ ვიჭერთ ნეიტრალურ პოზიციას. ფორუმს ესაჭიროება მოდერატორები: მოდერატორი ეს არ არის მხოლოდ სტატუსს მიღმა ამოფარებული ფორუმელი, მოდერატორობა არის მოვალეობა რომელიც გეკისრებათ რაღათქმაუნდა თუ სურვილს გამოთქვამთ. გაითვალისწინეთ რომ მოდერატორობის მსურველს კარგად უნდა ქონდეს გაცნობიერებული რომ მას ეკისრება გარკვეული მოვალეობა, რომელიც მოითხოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ჩვენ არავის ვაძალებთ, მოდერატორობა ნებაყოფლობითია და აქედან გამომდინარე მსურველი, რომელსაც ჩვენ დავნიშნავთ ყველანაირად მისაბაძი ფორუმელი უნდა იყოს სხვათათვის.სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი სასურველი განყოფილება, სადაც ისურვებდით მოდერატორობას. (არაუმეტეს ერთი განყოფილებისა, შემდგომში ადმინისტრაცია გადაწყვეტს ჩაგაბაროთ თუ არა დამატებითი განყოფილებები იმისდა მიხედვით თუ რამდენად წაადგება თქვენი გაკეთებული საქმე ფორუმს.) იმედია ჩემმა პოსტმა ოდნავი დაინტერესება მაინც ჰპოვა თქვენს შორის და თუ ეს ასეა მაშინ ჩავთვლი რომ ტყუილად არ მიწვალია. ყველასთვის ღიაა ჩვენი ფორუმის კარი - პატივისცემით ფორუმის ადმინისტრატორი. http://forumo.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.