Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ეყოლება “ლივერპულს” 48 საათში ახალი ბოსი?


Recommended Posts

http://i062.radikal.ru/1006/e0/d33aa109b1f5.jpgროგორც მოგეხსენებათ, როი ჰოდგსონი დღევანდლამდე სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა – ის აკვირდებოდა “ლივერპულის” ფეხბურთელებს. გუშინ ის სამშობლოში იმ იმედით დაბრუნდა რომ გახდება “წითლების” ახალი მესაჭე.

 

იყო ჭორები, რომ თუ ფაბიო კაპელო დატოვებდა ინგლისის ნაკრებს და მათი მთავარი მწვრთნელი როი გახდებოდა, მაგრამ ეს მოსაზრებები ფაქტიურად აღარ არსებობს. “ლივერპულს” ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართული აქვს “ფულემისთვის” და ოფიციალურად პარასკევს გაფორმდება ჰოჯსონი.

 

“მერსისაიდელთათვის” განიხილებოდა რამდენიმე კარგი სპეციალისიტი. ესენი იყვნენ: მარტინ ო’ნილი, მანუელ პელეგრინი, ალექს მაკლიში, რომლებზედაც შეხვედრებს აწარმოებდნენ კენი დაგლიში და კრისტიან პურლსლოუ 3 კვირის განმავლობაში, მაგრამ უცბად შეარჩიეს ჰოჯსონი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ხელშეკრულების დეტალებიღა აშორებს კლუბის სამართავად.

 

იოსი ბენაიუნის ტრანსფერი დასრულდება ასევე პარასკევს. ის ამჟამად სამშობლოში იმყოფება, მაგრამ უკვე მზადაა ლონდონში გასაფრენად.

ხავიერ მასკერანოც თითქმის აღარაა “ლივერპულის” წევრი. მისით დაინტერესებული კლუბებია იტალიური “ინტერი” და ესპანური “ბარსელონა”. მისი ფასი 35 მილიონია და ახლა მასკერანოს გადასაწყვეტია, რომელ კლუბს აირჩევს და სად გააგრძელებს კარიერას.

 

ჰოჯსონს გამოეყოფა 50 მილიონი ტრანსფერეებისთვის.

 

PS. დამეთანხმებით ალბათ 50 მილიონად შეიძლება 3-4 საშუალო დონის ფეხბურთელის შეძენა, რომელსაც “ლივერულს” ახლა ჰაერივით სჭირდება.

 

ინფორმაციის წყარო:Daily Mirror

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...