planetanews Posted June 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ცუდი შედეგი და იმავე დღეს, თბილისის მერის არჩევნებზე ირაკლი ალასანიას გამანადგურებელი მარცხი, იმ ძალისხმევის პროცესში, რომლის მიზანი ქვეყანაში ძალაუფლების ბალანსის შეცვლაა და რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება, მესამე მარცხი იყო. 2007 წლის შემოდგომაზე საპროტესტო დემონსტრაციების სერია სასტიკად იქნა დარბეული პოლიციის მიერ. მშვიდობიანი პროტესტის და პიკეტების მეორე ტალღამ, რომელიც 2009 წლის აპრილში დაიწყო, იმპულსი დაკარგა და რამდენიმე თვეში დაიშალა. პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფება უკვე დაწყებულია -პარტიები შედეგებს აჯამებენ და წინ იხედებიან, ცალ-ცალკე და კოლექტიურადაც. ისინი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სტრატეგიას გეგმავენ. 30 მაისის არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთელს ქვეყანაში ხმების 65.57 პროცენტი მიიღო. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მეორე ადგილზეა ხმების 11.91 პროცენტით. მესამე ადგილზეა ალასანიას „ალიანსი საქართველოსთვის“, რომელსაც ხმების 9.19 პროცენტი აქვს. შემდეგია ეროვნული საბჭო, ხმების 6.91 პროცენტით და ”მრეწველები”, რომელსაც ლუდის მაგნატი გოგი თოფაძე უდგას სათავეში, ხმების 4.25 პროცენტით. დარჩენილმა ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი აუცილებელი იმისთვის, რომ საკუთარი წარმომადგენელი ყოლოდათ ადგილობრივ საბჭოებში. აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 49 პროცენტი იყო (თბილისში კი 46,64 პროცენტი). 2008 წლის მაისის საპრალამენტო არჩევნებში აქტივობა 55 პროცენტს შეადგენდა. თბილისის მერის არჩევნებზე, მოქმედმა მერმა, გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობიდან არჩევნები 55.2 პროცენტით მოიგო. ალასანია მეორე ადგილზე გავიდა 19 პროცენტით. გიორგი ჭანტურიამ, ქრისტიან-დემოკრატთა კანდიდატმა ხმების 10.7 პროცენტი დააგროვა, ზვიად ძიძიგური (ეროვნული საბჭო) – მეოთხე ადგილზეა, ხმების 8.3 პროცენტით და მეხუთე ადგილზეა თოფაძე ხმების 5.2 პროცენტით. 30 მაისის არჩევნების მთავარი მსხვერპლი ალასანია ”ალიანსი საქართველოსთვის” გახდა. 31 მაისს, როდესაც ცხადი გახდა, რომ მან ნამდვილად წააგო არჩევნები, ალასანიამ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მას მისცა ხმა და დაადასტურა, რომ ”ჩვენ ამომრჩეველმა ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ძალად დაგვასახელა”. მან პირობა დადო, რომ დაეყრდნობა ამ მხარდაჭერას 2013 წლის საპრეხიდენტო არჩევნების კამპანიაში. კონსტიტუციით მიხეილ სააკაშვილს ეკრძალება მესამე საპრეზიდენტო ვადით ხელისუფლებაში მოსვლა. 1 ივნისს ალასანიას საკვანძო მოკავშირეებმა, ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მან ალიანისის დატოვება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადაწყვიტა, როდესაც გააცნობიერა , რომ ”ეს იყო მცდარი კუსრი, ისეთი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისკენ არ მიდიოდა”, იტყობინება კავკაზუს პრესი. რვა დღის შემდეგ, სუბარმა პრეს-კონფერენციაზე განაცხდა, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის, ”ქართული იდეის” შექმნას გეგმავს. ამ მოძრაობამ უნდა ჩამოაყალიბოს ეროვნული კონცეფცია, რომელიც, იმედოვნებს ის, გააერთიანებს ქვეყანას. ”ადგილობრივმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა”, ამტკიცებდა სუბარი. ლევან გაჩეჩილაძემ, სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სუბარს პრეს-კონფერენციაზე ახლდა, დაადასტურა, რომ მზადაა სუბართან ერთად ჩამოაყალიბოს და გაავრცელოს ახალი კონცეფცია. 15 ივნისს ალასანიამ ალიანსი საქართველოსთვის დე ფაქტო დაშლის შესახებ განაცხდა. კავკასუს პრესი 15 მარტს იტყობინებოდა, რომ მისი აღიარებით საარჩევნო კამპანია ხუთი თვით გვიან დაიწყო და ძალიან ბევრი დრო, რომელიც ამომრჩევლებთან შესახვედრად უკეთ შეეძლო გამოეყენებინა, სხვა პარტიებთან ალიანსის შექმნის მცდელობას მოანდომა. მან განაცხადა, რომ ახლა ხალხთან შეხვედრებში უფრო მეტი დროის დახარჯვას გეგმავს და ინტერნეტისა და სოციალური ქსელების უკეთ გამოყენებას აპირებს, რათა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან უფრო აქტიურად დაამყაროს კონტაქტი. ალასანიამ დამატებით განმარტა, რომ ორივე, მისი საკუთარი პარტიაც თავისუფალი დემოკრატები და მისი პარტნიორებიც ალიანსის შიგნით, შეეცდებიან განამტკიცონ მათი პარტიული ორგანიზაციები, მაგრამ ამავე დროს კოორდინირებულად მიმართავენ ძალისხმევას ”რათა შეცვალონ არსებული საარჩევნო სისტემა და დარწმუნდნენ, რომ მომავალი არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება”. დავით გამყრელიძემ ახალი მემარჯვენეებიდან და დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელთა პარტიების ალიანსის წევრები იყვნენ, დაადასტურეს მათი მზადყოფნა ამგვარი კოორდინაციისთვის. დაძაბულობამ იჩინა თავი აგრეთვე უფრო რადიკალურად განწყობილ ეროვნულ საბჭოშიც, სადაც გაერთიანებულნი არიან ხალხის პარტია, სამი მომცრო ჯგუფი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის,ზურაბ ნოღაიდელის მორაობა”სამართლიანი საქართველოსთვის”. ნოღაიდელი და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშივილი მედიამ საჯაროდ დაგმო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაპირისპირების ჩასაცხრობად მოსკოვში ჩავიდნენ და რუსეთის ლიდერებს შეხვდნენ. 10 ივნისს ნოღაიდელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაადასტურეს, რომ ოპოზიციის ფრაგმენტაციამ გაზარდა იმედგაცრუება და ნიჰილიზმი მოსახლეობაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციისთვის გადამწყვეტია ერთიანობის განმტკიცება. მათ აგრეთვე წარმოადგინეს ერთობლივი გეგმა, რათა შეაჩერონ ქვეყნის დაშლა და გამოიყვანონ ის კრიზისიდან. ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, გაჩეჩილაძე და ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი 16 ივნისს მიუნჰენში შეხვდნენ ერთმანეთს. კონსერვატიული და ხალხის პარტიის ლიდერები ძიძიგური და დავითაშვილი შეხვედრას არ ესწრებოდნენ. კიწმარიშვილი თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც გაჩეჩილაძის შეთავაზებით განიხილავდნენ სუბარის ახალი ქართული იდეა იყო. ნოღაიდელმა თბილისში დაბრუნების შემდეგ 19 ივნისს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიუნჰენის შეხვედრაზე განიხილებოდა ის, ”თუ როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო და როგორ შევძლებთ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას” და როგორ ჩამოყალიბდეს ფართო ოპოზციური ერთობა, რომელიც ქვეყანას განვითარებისა და ერთიანობის გზაზე დააბრუნებს. მაგრამ არაა ცხადი გამოიყენებენ თუ არა ნოღაიდელი და ოქრუაშვილი სუბარის კონცეპტს, როგორც გამაერთიანებელ მომენტს. სუბარმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უთხრა, რომ ის ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო ფართო კონსესუსის მისაღწევას მოემსახურება, რაშიც ის წარმატების საფუძვლიან წინაპირობას ხედავს. სხვა პოლიტიკოსებიც დაჟინებით ამტკიცებენ ოპოზიციური ერთიანობის აუცილებლობას. მათ შორისაა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომლის პარტიამ ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” უარი განაცხადა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე იმ არგუმენტით, რომ ის გაყალბებული შედეგების გამო ფარსი იქნებოდა. ბურჯანაძემ 3 ივნისს პარტიის რეგიონალური განყოფილებების ხელმძღვანელბს თბილისში უთხრა, რომ მოძრაობამ თბილისის მიღმა მხარდაჭერა უნდა განიმტკიცოს და ლობირება გაუწიოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ბურჯანაძემ 3 ივნისს ისიც განაცხადა, რომ მან შეიძლება შექმნას ბლოკი გაჩეჩილაძესა და ოქროუშვილთან ერთად. მაგრამ რადგან ბურჯანაძე არ მონაწილეობდა მიუნჰენის კონსულტაციებში იმის ვარაუდს აჩენს, რომ ეს სურვილი ორმხრივი არ არის. ოპოზციური ნაცინალური ფორუმი, რომელსაც ბურჯანაძის ფორუმის მსაგვსად არ წარუდგენია კანდიდატები ვადამდელ არჩევნებზე, ასევე უჭერს მხარს კონსოლიდაციას და ვადამდელ არჩევნებს. ერთ-ერთმა მისმა წამყვანმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ, 4 ივნისს დამოუკიდებელ ტელეკომპანია ”მაესტროს” განუცხადა, რომ საქართველოს დრო აღარა აქვს და ”ვერ დაიცდის” 2012 წლის არჩევნებამდე. ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ თავის მხრივ გაიმეორა ალასანიას არგუმენტი და განაცხადა, რომ სრული თანამშრომლობა საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის იმპერატიულად აუცილებელია, რათა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იქნას შეტანილი. ამ ცვლილებებმა უნდა შეუწყოს ხელი რეჟიმის მშვიდობიან ცვლას. როგორი ალიანსებიც არ უნდა გამოჩნდეს მომავალ კვირებსა და თვეებში, ძირეული განხეთქილება ზომიერებს შორის, რომლებიც ცდილობენ საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას, რათა ხელი შეუწყონ რეჟიმის ცვლილებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით და უფრო რადიკალურ პარტიებს შორის, რომელთა შორის ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, როგორც ჩანს, დარჩება. ალასანია, რომელმაც 4 ივნისს ”ეკონომისტს” განუცხადა, რომ ”ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ხელისუფლებას გამოწვევა მხოლოდ არჩევნების მეშვეობით შეიძლება გაუგზავნო. სხვას ყველაფერს ანარქიისა და ქაოსისკენ მივყევართ”, ზომიერთა მთავარ წარმომადგენლად რჩება. საპირისპირო პოზიციაზეა ყოფილი მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, გოგა ხაინდრავა, რომელმაც, როგორც 19 ივნისს კავკაზუს პრესი იუწყებოდა, რადიო პალიტრას განუცხადა ”საქართველოში რეჟიმის ცვლილების შესაძლებლობას არჩევნების მეშვეობით მე ვერ ვხედავ… ერთადეთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან სახალხო აჯანყებაა”. შეძლებენ თუ არა ოქრუაშვილი და ნოღაიდელი (და შესაძლოა სუბარიც), სუბარის ქართული იდეის საფუძველზე, ამ ორს შორის ზომიერი პოზიციის დაკავებას და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას დღეს ძნელი სათქმელია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts