planetanews Posted June 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2010 /get_img?NrArticle=1781&NrImage=1 ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010 ბათუმში ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ტურისტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ - აცხადებენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში. თუმცა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება “ისტორიული” პრობლემა - საკანალიზაციო არხების მეშვეობით ფეკალური მასები ზღვაში ისევ გაედინება. აჭარაში არსებული სპეციალური აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, ზღვის წყლის ხარისხი 2010 წლის საზაფხულო სეზონისთვის დამაკმაყოფილებელია. დასკვნას ეთანხმება აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოც. ირაკლი მოდებაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ საბანაო ადგილებში ზღვის წყლის ხარისხი ნორმალურია: ”რაც შეეხება შენაკადებს, ბარცხანის ტერიტორიაზე, სადაც ჭოროხი უერთდება ზღვას, არის ოდნავი გადახრები, მაგრამ საერთო ჯამში, ზღვის წყლის სისუფთავის დონე დამაკმაყოფილებელია. თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ არავითარი საშიშროება ტურისტებს ამ მხრივ არ ემუქრებათ”. საშიშროება ზღვის წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურებაა, რამაც შესაძლოა ეპიდაფეთქება გამოიწვიოს. გარემოს დაცვის სამმართველოში ამბობენ, რომ საბანაო სეზონის განმავლობაში ზღვის წყალს ბაქტერიოლოგიურად მინიმუმ კვირაში ერთხელ იკვლევენ. ბოლო წლების კვლევის შედეგები სტაბილურია - საბანაო წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ზღვის საბანაო წყლის ლაბორატორიული კვლევების შედეგების სანდოობას სკეპტიკურად უყურებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ფლორა და ფაუნას” თავმჯდომარე, შავი ზღვის ეროვნული მონიტორინგის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი არჩილ გუჩმანიძე. მისი აზრით, საბანაო წყლის ხარისხიანი კვლევა საქართველოში არ წარმოებს: ”ვაწარმოებთ წყლის ხარისხის მონიტორინგს, მაგრამ ეს ეხება სარეწაო წ####ბს. რამდენიმე ადგილია ბათუმში, სადაც კოლექტორებზე უკანონო საკანალიზაციო ქსელებია მიმაგრებული. ქალაქის მერია მუშაობს ამ ქსელის ჩამოხსნაზე, ამას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ კოლექტორებთან, ჯერჯერობით, ადგილი აქვს ფეკალური მასების ზღვაში ჩადინებას”. პორტის შესახვევი, იახტ-კლუბის, ჩინური რესტორნისა და ”აჭარული სახლის” მიმდებარე ტერიტორია, გრიბოედოვის, 26 მაისის, ლერმონტოვის, კობალაძის ქუჩები - ეს ბათუმში იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, სადაც ღია ზღვაში საკანალიზაციო არხები ჩაედინება. ზაფხულის ცხელ დღეებში ამ ადგილებში უსიამოვნო სუნი დგას, თუმცა ხალხი ამ ადგილებში მაინც ბანაობს. ბათუმელებისთვის ერთ-ერთი პოპულარული საბანაო ადგილი ე.წ. ”პიშევიკების” ტერიტორიაა, სადაც ასევე კანალიზაციის წ####ბი ჩაედინება. გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი, ირაკლი მოდებაძე ამბობს, რომ ზღვას თვითაღდგენის, ფილტრაციის უნარი გააჩნია, რითაც ეს პრობლემა ნაწილობრივ შეიძლება მოგვარდეს. მოდებაძე ამბობს რომ, ბათუმში ყველაზე სუფთა და ნაკლებად სუფთა პლაჟებს შორის სხვაობა მინიმალურია, საბანაო წყლის ხარისხი ყველგან ნორმალურია და ზღვა საპორტო ქალაქში სტერილური ვერ იქნება. არჩილ გუჩმანიძე კი სანიაღვრე არხებთან მობანავეებს უმარტივესი ექსპერიმენტის ჩატარებას სთავაზობს: ”შეგიძლიათ აიღოთ ლაკმუსის ქაღალდი, დადგეთ იმ ადგილას, სადაც კოლექტორი ზღვაში ჩაედინება და ნახავთ, ლაკმუსის ქაღალდი შეიღებება. ეს იმას ნიშნავს, რომ მჟავიანობა მომატებულია, ანუ ადგილი აქვს დაბინძურებას”. ”ეს ახალი არ არის, ეს ბათუმის ისტორიული პრობლემაა”- ამბობს გუჩმანიძე. ”ისტორიული პრობლემის” ერთი ნაწილი შესაძლოა ორი წლის შემდეგ მოგვარდეს, მას შემდეგ, რაც ქალაქში საკანალიზაციო მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მანამდე კი საბანაო ზღვის წყლის ხარისხი, სავარაუდოდ, ისევ ”ნორმალური” და ”დამაკმაყოფილებელი” იქნება. /get_img?NrArticle=1781&NrImage=3 ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010 /get_img?NrArticle=1781&NrImage=200 ბათუმის პლიაჟი, ივნისი, 2010 სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts