Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

შენ თაკო რას დამცინი? :bee: :sorry: არ გავგიჟებულვარ, მხოლოდ მენატრება. ეხლაც მყავს კატა პისიკო ქვია მაგრამ ზოროს პისიკო ვერ შეცვლის. ზორო ძალიან მიყვარდა. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
  • Replies 109
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კატების შესახებ

 

დედა კატა კნუტების გასაჩენად თბილ, უსაფრთხო ადგილს ეძებს, ახალდაბადებულ კნუტებს დედა სათითაოდ ლოკავს და ასუფთავებს. ახალშობილი კნუტები დედას ეხუტებიან. ასე თავს უფრო თბილად გრძნობენ. მათ თითქმის მთელი დღე სძინავთ. დედა კატას მუცელზე 6 ძუძუ აქვს. კნუტები ძუძუს წოვენ და დედის რძით იკვებებიან. ახალშობილებს ათი დღის შემდეგ ეხილებათ თვალი. ორი კვირის კნუტები უკვე სიარულს ცდილობენ. როცა კბილები ამოდით, კნუტები რძეს თავს ანებებენ. კნუტებს უყვართ თამაში. ამ დროს ისინი ბევრ რამეს სწავლობენ. კატა მხიარული ცხოველია. მას ძალიან უყვარს თამაში. ზოგი კნუტი ფოცხვერივით ველურად ცხოვრობს და ბევრს თამაშობს. ნამდვილ ბრძოლას და ნადირობას სწორედ თამაშის წყალობით სწავლობს. ადამიანთან კონტაქტი კნუტს რვა კვირის ასაკიდან მაინც უნდა ჰქონდეს, რათა მის გვერდით ცხოვრებას შეეჩვიოს. კნუტები დედის მიბაძვით სწავლობენ ადამიანთან მეგობრობას. რვა კვირის კნუტი უკვე მზადაა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. გარეულ კატას ეშინია ადამიანის. გარეული, ნახევრად ველური კატები პატარა ჯგუფებად ცხოვრობენ და საკვებს ნადირობით მოიპოვებენ. კატა 12-14 წელიწადს ცოცხლობს. თუმცა ერთმა კატამ ძალიან დიდხანს 38 წელი იცხოვრა. კატის ქცევებზე დაკვირვებით შეგიძლია მისი სურვილი და განწყობა გამოიცნო. თუ ფისო ზურგზე წევს, ეს ნიშნავს, რომ შენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს. თუ კატა კუდს პრეხს, ნუ შეაწუხებ: ალბად გაბრაზებულია. თუ კარგ ხასიათზეა თვალებს ლულავს და კრუტუნებს. თუ გიყურებს და კნავის ესეიგი რაღაც უნდა. სიფრთხილის მოახლოვებისას კატა იფხორება. ორთაბრძოლის დაწყების წინ კატები დაჟინებით უყურებენ ერთმანეთს. კატას შეუძლია თავის თავზე 5-ჯერ მაღლა ახტეს. კატები თავიანთი პატრონის სახლში ავეჯს ფხაჭნიან იმის საჩვენებლად, რომ ის მათი სახლიცაა. ორთაბრძოლისას კატები ჩხავიან და კოტრიალობენ. კატებს ღამით სეირნობა უყვართ. ისინი სიბნელეში ადამიანებზე უკეთ ხედავენ. სინათლეში კატის გუგები ვიწროა. სიბნელეში გუგები ფართოვდება. ამიტომ კატა ღამითაც კარგად ხედავს. კატა ნახევარ სიცოცხლეს ძილში ატარებს. სითბოში მათ გაშოტილებს სძინავთ. სიგრილეში კი ძაფის გორგალივით სძინავთ. ერთად მცხოვრები კატები ერთმანეთს ლოკვით ასუფთავებენ. ზაფხულში ზოგი კატა ბეწვს იცვლის, სიცხემ ძალიან რომ არ შეაწუხოს. კატის მრავალი სახეობა არსებობს: სიამის კატა, მოკლეფეხება კატა, სფინქსის კატა, ნორვეგიული კატა, თურქული კატა, უკუდო კატა და ა.შ. კატების იმეტესობა შერეული ჯიშისაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხედველობის პონტში მაგრად გაუმართლათ კატებს... :D

 

ზაზუნები კიდე ვერ ხედავენ თითქმის ვერაფერს და მხოლოდ ყნოსვაზე არიან ორიენტირებულნი... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბებიაჩემს ყავდა კატა იმან მგონი 38 წელს კი არა 40-ს გადააცილა კიდეც :hello:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი კნუტი 1 წლის იყო როცა სახლიდან გასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. დილაობით მიდიოდა სახლიდან და ღამის 2 საათზე ბრუნდებოდა. ასე 3-ჯერ გაიპარა და 4-ჯერ აღარ დაბრუნებულა :D :D :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი კნუტი 1 წლის იყო როცა სახლიდან გასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. დილაობით მიდიოდა სახლიდან და ღამის 2 საათზე ბრუნდებოდა. ასე 3-ჯერ გაიპარა და 4-ჯერ აღარ დაბრუნებულა :D :D :(

უიიიიი :((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FIORE, ჩემი ზაზუნა მშვენივრად ხედავდა. დამინახავდა და იმწამსვე ხელზე მახტებოდა. ეს იყო პირველი ზაზუნა, მერე სადღაც ვისროლე არ მახსოვს, მაშინ 6 წლის ვიყავი. 8 წლის როცა ვიყავი შავთეთრი ზაზუნა მყავდა ისიც მშვენივრად ხედავდა და იმან 6 წელი იცოცხლა. გამიგია ზაზუნები 2-3 წელი ცოცხლობენო და ამ საწყალმა ჩემმა ზაზუნამ რა დააშავა?

როცა მოკვდა მე დავმარხე :resent:

 

კიდე ჩემი მეზობელის კატა ძაღლმა დაგლიჯა, სულ სისხლი სდიოდა, შუაშუ გახლეჩილი იყო... (აუ რა სადისტი ვარ :blink:) მერე ის კატაც მე დავმარხე. ფუუუუ რომ გამახსენდება თვალები რომ... აღარ გავაგრძელებ. ყურადღება არ მომაქციოთ. :iagova: :iagova: :iagova:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FIORE, ჩემი ზაზუნა მშვენივრად ხედავდა. დამინახავდა და იმწამსვე ხელზე მახტებოდა. ეს იყო პირველი ზაზუნა, მერე სადღაც ვისროლე არ მახსოვს, მაშინ 6 წლის ვიყავი. 8 წლის როცა ვიყავი შავთეთრი ზაზუნა მყავდა ისიც მშვენივრად ხედავდა და იმან 6 წელი იცოცხლა. გამიგია ზაზუნები 2-3 წელი ცოცხლობენო და ამ საწყალმა ჩემმა ზაზუნამ რა დააშავა?

როცა მოკვდა მე დავმარხე :resent:

 

კიდე ჩემი მეზობელის კატა ძაღლმა დაგლიჯა, სულ სისხლი სდიოდა, შუაშუ გახლეჩილი იყო... (აუ რა სადისტი ვარ :blink:) მერე ის კატაც მე დავმარხე. ფუუუუ რომ გამახსენდება თვალები რომ... აღარ გავაგრძელებ. ყურადღება არ მომაქციოთ. :iagova: :iagova: :iagova:

0 კი არ აქვთ მხედველობა... :(: ხედავენ, მაგრამ ასე დეტალურად ვერა... :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
დღეს ჩვენთან ეზოში ვიპოვეთ 2 კვირის პატალა კნუტი. მგონი ვიგაცამ დატოვა. რომ ვნახეთ კუდი ქონდა მოჭრილი, ცხვირიდან სისხლი მოდიოდა და ფეხი მოტეხილი ქონდა. ისეთი თვალებით მიყურებდა რომ შემეცოდა და ვეტერინართან წავიყვანე. ასე მითხრა მალე კარგად იქნებაო. მოვიყვანე სახლში, ჩემმა კატამ რომ დაინახა ეჭვიანობა დაიწყო. ბოლოს ჩხუბი დაუწყო. მე ვერ გავაჩერებდი სახლში და ყუთში ჩავსვი და აივანზე გავსვი. ყოველ დღე ეზოში ვასეირნებ 4-ჯერ. ვაჭმევ მაწონს და რძეს. ძალიან გემრიელად მიირთმევს, მხოლოდ ერთი პრობლემა მაქ, სულ დედას ეძებს და მაინცდამაინც ჩემ კატასთან მიდის ხოლმე როცა სახლში ცოტახნით ვუშვებ. ჩემი კატა ცოტა შეეჩვია მაგრამ მაინც ეჭვიანობს ;)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
მე ერთი დედალი კატა მყავს და ხუთი ახალდაბადებული კნუტი,კიდევ რომ იცოდეთ რამდენი მყავდა მოყვანილი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...