Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რაჭის საკურორტო ზონაში სტიქია მძვინვარებს


Recommended Posts

 

 

განადგურებულია კურორტების- შოვისა და ტურბაზის– 50%, აცხადებს ონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ბურდილაძე. იმ შემთხვევაში, თუ კურორტ შოვთან მდებარე სოფელ გლოლაში ღვარცოფული ნაკადი კიდევ დაიძვრება, შეიძლება კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანოს. მთიდან ჩამოსულმა ე. წ. გლაცეოლოგიურმა ღვარცოფმა, რომელიც წარმოადგენს ნაშალი ქანების, თოვლისა და ყინულის ნაკადს, მდინარე ბდღვიორას კალაპოტი უკვე მთლიანად ამოავსო და სოფლის თავზე გროვდება.

 

”10-მეტრიანი კალაპოტი უკვე სავსეა, ემატება და ემატება, ცოტაც და წამოვა სოფლისკენ. ახლა ჭრიან ხეებს, ნაპირების გასამგრებლად. მთელი ტექნიკა მობილიზებულია, მაგრამ ტლაპოში ეფლობა და ვერ ინძრევა”, - ამბობს ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიან გობეჯიშვილი.

 

სპეციალისტები გარემოს ეროვნული სააგენტოდან დღეს წავიდნენ რაჭაში, რათა გაარკვიონ, თუ მდინარის მართვა როგორ მოხდება.

 

ამჟამად მდინარე ბდღვიორას კალაპოტის გასამაგრებლად ხეებს ჭრიან, თუმცა ეს არ ხდება უკონტროლოდ - გობეჯიშვილის თქმით, ადგილობრივი ტყის მცველები აკონტროლებენ, რომ მისი მასობრივირი გაჩეხვა არ მოხდეს და მხოლოდ გამოიხშიროს.

 

მდინარე ბდღვიორა წვიმების შედეგად გუშინ ადიდდა და კურორტ შოვთან დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია, რითაც შოვი გარე სამყაროს მოწყვიტა. ადიდებულმა მდინარემ 17 კოტეჯი წაიღო და ორი სახლი დატბორა.

 

ზარალი ჯერ კიდევ არ არის დათვილილი.

 

შოვის სანატორიუმის დირექტორის, გელა გუტაშვილის განცხადებით, კურორტ შოვს ამჟამად საფრთხე აღარ უმუქრება.

 

”ადამიანები არ დაშავებულან, მათი ევაკუაცია დროზე მოხდა. ახლა ისინი მეზობლებთან, უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან”, - ამბობს გობეჯიშვილი.

 

შოვში საკურორტო სეზონი 15 ივნისს დაიწყო. ამ დროისთვის შოვში 35 დამსვენებელი იმყოფება. ამჟამად ისინი მდინარე ბდღვიორას მეორე მხარეს იმყოფებიან.

 

ღვარცოფმა იმ მოსახლეობის ნათესები გააფუჭა, რომელიც მდინარე ბდღვიორას ახლოს ცხოვრობს.

 

ასევე ადიდდა უწერის ახლოს ჩამდინარე მდინარეებიც.

 

”უკვე წლებია, რაც მდინარე მუშვანი წვიმების დროს დიდდება და არა მხოლოდ გზები მიაქვს, არამედ ეზოებშიც შედის და გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. იმისათვის, რომ სოფელ უწერის მოსახლეობა არ გახდეს ეკომიგრანტი, საჭიროა გატარდეს ღონისძიებები”,- ამბობს ზაზა ბოჭორიშვილი, CENN-ის წარმომადგენელი რაჭაში.

 

გლაცეოლოგიური ღვარცოფი შოდას მთის მასივიდან მოდის. მასივი პირამიდისებური დაკბილული ფორმისაა, ძალიან ციცაბო კალთებით. აქედან სათავეს იღებენ პატარა მდინარეები (ბდღვიორა, გიჟეშურა, გადარეულა, ნოწარულა), რომლებსაც ძლიერი წვიმების პერიოდში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაშალი მასა გამოაქვთ (რამდენჯერმე ამ მასამ მდინარე რიონის დინებაც კი ჩაკეტა და ქვედა დინებაში სერიოზული კატასტროფა გამოიწვია. ნაშალს მუდმივი თოვლის საზღვარს ზემოთ არსებული ან ქვემო ნაწილში შემორჩენილი თოვლისა და ყინულის მასაც მოჰყვება.

 

 

 

/get_img?NrArticle=1772&NrImage=5

 

სტიქია რაჭაში.20 ივნისი,ნოდარ ბურდილაძის ფოტო

 

 

 

/get_img?NrArticle=1772&NrImage=1

 

სტიქია რაჭაში. ნოდარ ბურდილაძის ფოტო

 

 

 

 

 

/get_img?NrArticle=1772&NrImage=2

 

სტიქია რაჭაში.20 ივნისი,ნოდარ ბურდილაძის ფოტო

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...